• რეკლამა
  • კონტაქტი
08:37, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ტიპის ბუნაგების მოწყობას მოყვება ქუჩური გარჩევები და ტრაგედიები! არ მისცეთ ამის უფლება“

ალია ავტორი - ალია
20:29 06-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს:

„ერთი რამ ძალიან გასათვალისწინებელია.
ამ ბოლო დროს ტენდენციური გახდა მოზარდებში დაბადების დღეების და სხვა აღსანიშნავი დღესასწაულების მშობლების და უფროსების გარეშე გადახდა.
ისინი მიდიან, ცხადია, ოჯახის წევრების ნებართვით და ქირაობენ კერძო სახლებს, აგარაკებს და აბსოლუტურად უკონტროლო სიტუაციაში იმყოფებიან.
ხშირად ფიქსირდება უამრავი უბედური შემთხვევა. ან ზედმეტი ალკოჰოლის, ან ნარკოტიკის გამო ყველაფერი ფატალურად მთავრდება.
ამ უნორმობას ემატება სხვა ტიპის აღვირახსნილობები, წრეგადასული ურთიერთობები, რომელიც მათთვის ნორმად ყალიბდება და განსხვავებულ აზრს არასდროს მიიღებენ.
მშობლებთან იმით „ვაჭრობენ“, რომ გარეთ ხომ არ იქნებიან, ან კლუბში ხომ არ იკრიბებიან, სახლს ქიარობენ და იქ უფრო „დაცულად“ იგრძნობენ თავს.
მშობლებიც ამ მაცდური წინადადებით „მშვიდდებიან“, „მთავარია ქუჩაში არ იწანწალებენ“-ს პრინციპით და მათგან დამოუკიდებლად ხელს უწყობენ საშინელ უბედურებებს.
არის შემთხვევა, როცა ძალიან კატეგორიული უნდა იყო.
არც სახლებს ვქირაობდით, არც კლუბების უჰაერობაში ვიგუდებოდით, მაგრამ საუკეთესო დაბადების დღეებს, ბანკეტებს და კარნავალებს ვაწყობდით…
თავი არ მოიტყუოთ, არ მისცეთ ბავშვებს ამ ტიპის ბუნაგების მოწყობის უფლება, სადაც ვითომ თავისუფლად არიან და სინამდვილეში ყველა ამორალიზმს ემონებიან…
ამას მოყვება ქუჩური გარჩევებიც და დაუვიწყარი ტრაგედიები!..“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved