• რეკლამა
  • კონტაქტი
13:03, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის “ფოტოგრაფი” და დარეკა თუ არა 112-ში? – “ფოტოგრაფმა დამალვა მოასწრო”

ალია ავტორი - ალია
15:57 06-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ვინ არის ფოტოგრაფი, რომელსაც უკვე ორი ადამიანი ასახელებს? რა როლი აქვს მას გიორგი შაქარაშვილის საქმეში და რა შეიძლება იცოდეს?

360 გრა­დუს­ში” შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა ნიკა ჯაჭ­ვა­ძე ყვება:

“პირ­ვე­ლა­დი ვერ­სი­ით, პირ­ვე­ლი­ვე დღეს რომ ჩა­ვე­დით ვინ­მე ფო­ტოგ­რაფს ახ­სე­ნებ­დნენ, რო­მე­ლიც თურ­მე ხი­დის ქვეშ იმა­ლე­ბო­და. მერე იყო ვერ­სია, რომ ნან­გრე­ვებ­ში იმა­ლე­ბო­და ეს ფო­ტოგ­რა­ფიო. სა­ერ­თო ჯამ­ში გა­მო­ვი­ტა­ნეთ აზრი, რომ იქ მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი ფი­გუ­რი­რებს და შე­იძ­ლე­ბა ეს ფო­ტოგ­რა­ფია, გუ­რის და გი­ორ­გის გარ­და ერთი მოწ­მეა კი­დევ. ბავ­შვე­ბის მო­ნა­ყო­ლით ეს ფო­ტოგ­რა­ფი ამ­ბობს, პო­ლი­ცი­ა­ში მე დავ­რე­კეო.

შე­იძ­ლე­ბა ასეც იყო, მაგ­რამ გი­ორ­გის დედა ამ­ბობს, ბავ­შვი რომ და­ი­კარ­გა და პო­ლი­ცი­ა­ში მი­ვე­დით, იქ არ უთ­ქვამთ, რომ მა­ნამ­დე ვინ­მემ და­რე­კა და საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნაო”

დღეს AMBEBI.GE-ს გოგონა უყვება მომხდარზე და ისიც ახსენებს ფოტოგრაფს, რომელიც იმავე წვეულებაზე იყო:

“ამ დროს ფეხბურთელთან ერთად იყვნენ გუკა ამირხანაშვილი (ოქროს მოწმე) და ფოტოგრაფი, რომელიც იმავე წვეულებიდან მოდიოდა, საიდანაც შაქარაშვილი.

წვეულებაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ გადავწყვიტეთ, ქეიფი ლისზე გაგვეგრძელებინა. ყველა ვერ ჩავეტიეთ მანქანებში. გიო, გუკა და ფოტოგრაფი გზაზე იდგნენ და ტაქსს ელოდებოდნენ. ეს ფოტოგრაფი გიოს და გუკას მანამდე არ იცნობდა. პირველად გაიცნეს ერთმანეთი წვეულებაზე. იუბილარის ახლო მეგობარია. შემთხვევით აღმოჩნდა მათთან ერთად გზაზე, ისიც ტაქსს ელოდებოდა.

ამ დროს მოვიდა თბილისიდან ავტომობილი, რომლის მარკაც არ ვიცი. როგორც ფაქტის შემსწრე მეგობარმა მიამბო, გადმოვიდნენ თუ არა მანქანიდან, მაშინვე იმ სამიდან ერთ-ერთ ბიჭს სახეში ჩაარტყეს. რომელს არ ვიცი. ხელში ეჭირათ დიდი რკინები და ამიტომ შეშინებიათ ბიჭებს და გაქცეულან. შეიარაღებულები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ, არ გაიქცეოდნენ.

გაიქცა ფოტოგრაფიც. მართალია ეს სამი არ იყო ჩხუბში ჩართული, მაგრამ მაინც გაიქცნენ, რადგან თბილისიდან ჩამოსულები დაესხნენ თავს. როგორც ვიცი, ფოტოგრაფმა დამალვა მოასწრო”

როგორც აღმოჩნდა ფოტოგრაფი მართლაც არსებობს და ის იუბილარის მეგობარია.

დარეკა თუ არა მან 112-ში და მოახდინა თუ არა 112-მა რეაგირება, იმედია, მალე გავიგებთ.

იმ შემთხვევაში, თუ ფოტოგრაფი მართლაც ხიდის ქვეშ იმალებოდა, შესაძლოა, მას ბევრი ჰქონდეს დანახული და გაგონილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved