• რეკლამა
  • კონტაქტი
13:02, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შანტაჟი გრძელდება და გეტყვით რა ხერხით გვაშანტაჟებენ!”

ალია ავტორი - ალია
00:19 06-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

დეპუტატი, ემზარ კვიციანი, სოციალურ ქსელში, წერს:

“შანტაჟი გრძელდება!
ჯერ მინდა ჩემი პატივისცემა დაგიდასტუროთ თითოეულ პარლამენტის წევრს, გარდა იმ ხალხისა, ვისაც სამშობლოს ღალატში, საქართველოს მოსახლეობის სისხლში და წამებაში არიან გასვრილები!
ის რაც დღეს ამ დარბაზში ხდება, როგორც ყოველთვის არის საზღვრების მიღმიდან ზეწოლის შედეგი!
აბსოლუტური მნიშვნელობა არა აქვს ეს რუსეთია ამერიკა ევროპა თუ აფრიკა!
ფაქტია, რომ უკვე რამდენი წელია ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის სახელით ანადგურებენ და მარხავენ ცოცხლად დემოკრატიას!
სხვა რა ახსნა უნდა მოუპოვოთ იმ ფაქტებს რის წინაშეც ჩვენ ქართული საზოგადოება აღმოვჩნდით!


ადამიანები ვართ და მოდით გავაანალიზოთ მოვლენები:
დავიწყოთ ისევ 2003 წლიდან და ჩამოვირბინოთ 2020 მდე.

სააკაშვილმა და ბოკერიამ ბეჭებამდე დამარხეს საქართველოში დემოკრატია, დემოკრატიისვე სახელით, მაგრამ არავინ ამას არ აღუდგა წინ, არც ამერიკიდან და არც დანარჩენ პარტნიორ, თუ მტერ ქვეყნებიდან!
ანუ გამოვიდა ისე ,რომ ყველას აწყობდა ის რასაც ეს დამნაშავეები სჩადიოდნენ!


გავრილოვის ჩამოყვანა და პარლამენტის სავარძელში დაბრძანება, რომლის თავად გავრილოვსაც კი არ სჯეროდა და გაოგნებული იყო, ეს კომუნისტი კაცი, როგორ გახადა ამ ანსამბლეის თავჯდომარე, რომელსაც მართლმადიდებლური ჰქვია!


გავრილოვის ღამე, რომელიც დაუშვა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა, შემდეგ გადატრიალების მცდელობა, რომელიც გახარიამ აღკვეთა და ამისათვის მან მოსახლეობის დიდი სიმპატია დაიმსახურა და მათ შორის სიმართლე გითხრათ ჩემიც!


ოცნებამ დაიჭირა ორი დამნაშავე და გაასამართლა უგულავა და ოქრუაშვილი!
რა მივიღეთ? ლუსტრაცია იმისა თუ მთელი ეს ბოლო ათეული წლების განმავლობაში, ვინც ხელმძღვანელობდა და მართავდა ქვეყანას თავისი რეკომენდაციებით!
ერთი თითის დაქნევით, დასვა მოძალადე, დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლები და ოცნების წამყვანი პირები მოლაპარაკების მაგიდასთან, და შეთანხმებაზე მოაწერინა ხელი!


დაარქმევინა და აღიარებინა პოლიტპატიმრებად დამნაშავეები და იძულებული გახადა პრეზიდენტი, რომ გაენთავისუფლებინა ეს ორი დამნაშავე! (პრეზიდენტის სიტყვები-„რა მექნა ორ დამნაშავეს ვერ გადავაყოლებდით საქართველოს უსაფრთხოებას“) ეხლა მიდის ვაჭრობა იმაზე, რომ რურუა მესამე დამნაშავე გამაშვებინონ!


დააკვირდით შანტაჟის ამ ხერხს,
ესე იგი ოცნების ჟანსაღ მხარეს ეუბნებიან ეს თემა თუ ჩავარდა ბიძინას დაბრალდება! რეკორდული ქორუმით გააქვთ კანონი, პირველი მოსმენით, თან ამაყობს ოცნება ისტორიული ფაქტით! ამ ფაქტს მომავალში ისტორია თავის სახელს დაარქმევს! ეს იქნება დემოკრატიის ქელეხი, პანდემიის დროს, სადაც 141 ჭირისუფალი იჯდა გაბრუებული (ამ პარლამენტმა განსაზღვრა ქელეხი საქართველოში 10 კაცის ოდენობით!) აღმოჩნდა 5 კაცი, ვინც დემოკრატიის დამარხვაზე უარი თქვა!
რა არის დემოკრატია და როგორი მართვაა??


ხალხის მმართველობა არა ჰქვია დემოკრატიას??დღეს ჩვენ ვართმევთ ამ უფლებას ხალხს და ვაძლევთ პარტიებს დემოკრატიისა და პროგრესის სახელით! არჩევნები მოგონილია მაჟორიტარიზმზე.
პარტიების მეშვეობით კი უცხო ქვეყნები მართავენ ჩვენნაირ პატარა ქვეყნებს, თუ თავისუფლება არ გვინდოდა საბჭოთა კავშირს რად ვშლიდით და რად გვიხაროდა დამოუკიდებლობა!?დღეს ჩვენ აღმოვჩნდით მძიმე მდგომარეობაში და ამას იცოდეთ საქართველოს მოსახლეობა არ გვაპატიებს! ესაა ჩემი სათქმელი!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved