თბილისის მერი, კახა კალაძე, რომლის საარჩევნო ბანერზე, ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხეში გაუშვეს, ქალი პოლიტიკოსისთვის გამოტანილ განაჩენზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ‘ეს არ იყო ბანერზე წარწერა” და ეს იყო არჩევნებისთვის ხელის შეშლა – მაშინ, პროკურორი მხოლოდ სხვისი ნივთის დაზიანებაში, ამ შემთხვევაში, ბანერის დაზიანებაში რატომ სდებს ბრალს ხოშტარია 187 მუხლით? და ბანერის გამო რატომ გასამართლდა? და მიუსაჯეს იმისთვის, რასაც არ ედავებიან? რაც არც კი განხილულა? – ამ კითხვებს კალაძე არ პასუხობს. სამაგიეროს, ხსნის, როგორ წარმოუდგენია მას ყაჩაღობის მუხლი, მაგალითად, თუ კარი დააზიანე, ესეც ყაჩაღობაა, არც თავდასხმის მცდელობა, არც სხვისი ნივთის განზრახ ან არაგანზრახულად დაზიანება, არამედ – ყაჩაღობა.
ეს არ იყო მხოლოდ ბანერის ან ფოტოს დაზიანება, ეს იყო საარჩევნო პერიოდში, როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, ხელის შეშლა…
მაგალითად, 4 ოქტომბრის რევოლუციური მცდელობა თქვენ ცდილობთ ეს წარმოაჩინოთ ისე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობის დაზიანება, მაგრამ აღნიშნული ღობე დაზიანდა იმისთვის, რომ შეჭრილიყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მაგალითად, საცხოვრებელი ბინის კარი შეიძლება ღირდეს 300 ლარი და როდესაც შენ მიზანმიმართულად ანგრევ, ცდილობ შეჭრას სხვის საცხოვრებელ სახლში, ეს განისაზღვრება როგორც ყაჩაღობა და აქვს შესაბამისი მუხლი და მოჰყვება შესაბამისი მოქმედება.
მე არავის ციხეში წასვლა არ მიხარია, თუმცა ჩვენ ყველა ზრდასრული ადამიანები ვართ, პატარა ბავშვები არ ვართ და ყველა ჩვენს გადადგმულ ნაბიჯზე და გადაწყვეტილებაზე ჩვენ თავადვე ვიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოვიქცეთ. ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა გირაო გადაეხადა, ჰქონდა იმის შესაძლებლობა, ეღიარებინა ის, რაც გააფუჭა, მაგრამ ასე ჩათვალა საჭიროდ და ასე გადაწყვიტა, ეს მისი უფლებაა. 4 შვილზე ალბათ, ცოტა ადრე უნდა ეფიქრა ქალბატონ ელენეს, ეს არის ჩემი პოზიცია“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თითქმის არ დარჩენილა არც ერთი ლიდერი ოცნებიდან, ვისაც ხოშტარიას შვილებზე არ ესაუბროს.














კომენტარები