• რეკლამა
  • კონტაქტი
01:24, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პატრიარქის საფლავი მზად არის, მცირე დეტალები დარჩა – სიონის ტაძრის მღვდელმსახური

ალია ავტორი - ალია
13:07 03-21-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
358

სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს კათილოკოს პატრიარქის დასაკრძალად ემზადებიან –  უკვე დასრულდა საფლავის გაჭრა, რომელიც ილია მეორისთვის სამუდამო განსასვენებელი იქნება.

როგორც სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი (ვაშალომიძე) მედიასთან ამბობს, ილია მეორის განსასვენებელი, ტაძარში არის წმინდათა შორის წმინდა –  “ალაგი, სადაც მისი უწმინდესობა დაიკრძალება არის განსაკუთრებული სიონის საპატრიარქო ტაძარში”

ცნობილია, რომ ხვალ დაახლოებით 16:30 საათზე უნდა დაიწყოს პატრიარქის ჩასვენება სამარხში.  ილია მეორის ცხედრის ტაძარში შესვენების მომენტში იგალობებენ მგალობლები. სიონის ტაძარში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეძლებს შესვლას.

“დამთავრდა საფლავის გაჭრა. მზად არის საფლავი. მცირე დეტალები დარჩა.  უკვე ხვალ სამების საკათედრო ტაძრიდან, მას შემდეგ რაც იქ  დასრულდება წირვა და შემდგომ იცით, რომ მას ებმის წესის აგების მსახურება, ამის შემდგომ უკვე მის უწმინდესობის ცხედარს ჩამოაბრძანებენ და ჩამოასვენებენ სიონის საკათედრო ტაძარში. 

სიონში დაკრძალულია 8 კათალიკოს პატრიარქი მეოცე საუკუნისა. ისინიდ აკრძალულნი არიან ტაძრის დარბაზად წოდებულ არეში, ხოლო უწმინდეს პატრიარქი დაიკრძალება უშუალოდ საკურთხეველთან, კანკელის ზღვარზე. თქვენ იცით, რომ ტაძარი წმინდა ადგილია, მაგრამ ამ წმინდა ადგილს შორის განსაკუთრებული სიწმინდით გამოირჩევა საკურთხეველი. ალაგი, სადაც მისი უწმინდესობა დაიკრძალება არის განსაკუთრებული სიონის საპატრიარქო ტაძარში” – ამბობს სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი (ვაშალომიძე).

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved