• რეკლამა
  • კონტაქტი
13:17, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია” – საბა ბრაჭველი

ალია ავტორი - ალია
21:02 03-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,849

იურისტი საბა ბრაჭველი ეუთოს დასკვნაზე:

,,მოსკოვის მექანიზმი ეუთოს ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია ადამიანის უფლებების სფეროში. სულ რამდენჯერმეა გამოყენებული იმ წევრი ქვეყნების მიმართ, სადაც ომი ან მასობრივი არეულობა არ მიმდინარეობდა. მექანიზმი ამუშავებისთვის სახელმწიფოს ნებაც კი არ არის აუცილებელი და ყველაზე კომპეტენტურ ექსპერტებს იყენებენ ანგარიშის მოსამზადებლად.

მოსკოვის მექანიზმი საქართველოს მიმართ 23-მა ქვეყანამ ერთდროულად აამოქმედა. ექსპერტების ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ქართველი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულები, რეკომენდაციები კი ყველა იმ საკითხს შეეხება, რასაც სამოქალაქო საზოგადოება წელიწადზე მეტია, ითხოვს: არჩევნების გაყალბების შესწავლის, კანონების გაუქმების, წამებების გამოძიების, უამრავი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების, უსამართლო დაკავებებისა და მსჯავრდებების შეწყვეტის და ა.შ. შესახებ.

თუმცა ანგარიში მხოლოდ კობახიძის მთავრობის კეთილ ნებას არ ენდობა და საერთაშორისო საზოგადოებასაც მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა ბერკეტი ამ რეკომენდაციების შესასრულებლად, მაგალითად ისინი, როგორიცაა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო (ICC), საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო (ICJ), ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (OPCW) და ტარგეტირებული სანქციები.

ისტორიაში პირველად, საერთაშორისო ინსტრუმენტი (მით უფრო, ამხელა წონის მქონე), მოუწოდებს რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებს, განიხილონ მიმართვა საქართველოში არსებული სიტუაციის გამო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის (აი, ჰააგას რომ ვუწოდებთ, იმას).

ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო.

თეგები: საბა ბრაჭველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved