• რეკლამა
  • კონტაქტი
03:40, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სასოწარკვეთილების მორიგი ტალღა გადადის ჩემს თავზე“ – ანა სუბელიანი

ალია ავტორი - ალია
23:57 03-10-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
161

სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი:

„სასოწარკვეთილების მორიგი ტალღა გადადის ჩემს თავზე. იმედი და შინაგანი ენერგია, რომელსაც რაღაც ნიშნულამდე მოვყავარ ხოლმე, სადღაც მეწურება. ამ მოცემულობას შინაგანი ქიმიური ბალანსის მორღვევაც მოჰყვება და თუ მზიანი ამინდებიც კი ვეღარ მიწყობს ხელს, მთლად წასულია ჩემი საქმე.
მაგრად ვეჭიდავები ამ ქვეყანას და ჩემს თავს ქვეყანაში, სადაც თითქოს ჩემი ადგილი აღარც არის. არადა, ზუსტად ვიცი, რომ აქაა ჩემი ადგილი, აქაურობასთან ვარ სისხლხორცეულად, ცოტა ავადმყოფურადაც კი გადაჯაჭვული. ბევრად ახალგაზრდას, სანამ ამდენი რამ მექნებოდა ჩემი ქვეყნისთვის გაღებული, მეგონა ჩემი მისია უფრო საზღვრებს მიღმა გასვლა და ამ მხრივ გაფართოვება იყო. განა ეს სურვილი სადმე გაქრა, მაგრამ მნიშვნელობა დაკარგა, ან დაუმახინჯდა კიდეც, რადგან ახლა თითქოს გაგდებენ და ის, რაც ადრე გაფართოვებად მოჩანდა, ახლა დაპატარავებას, ან სულაც გაქრობას ემსგავსება.
უკვე ყოველგვარ გონივრულ, რამენაირად განჭვრეტად ვადაზე ბევრად დიდი ხანია, რაც ფაქტობრივად, უშემოსავლოდ ვარ და ჩემი მოცემულობა მინუს რიცხვებში მიდის კატასტროფული სისწრაფით. არადა, რა ამაყი ვარ, ნეტა იცოდეთ, იმით, თუ როგორ კარგად შემიძლია ურესურსოდ ცხოვრებაც, ნუ არსებობა მაინც. მართალია, ტამპონს დაქალი მაძლევს, საჭმელს პენსიონერი მშობლები ან მეგობრები მაჭმევენ, ავტოსტოპით დავდივარ სახლიდან თბილისში, ცუგების საჭმელი მეზობელს მოაქვს და წელს ამაზე ნერვიულობაც არ მომწევია, მაინც, სხვების დახმრებით და ჩემი უკიდურესად დაწეული ცხოვრების სტანდარტით რაღაცნირად გავდივარ ფონს. სულ მადლობებს ვუხდი სამყაროს ამ თანადგომის გამო. უნდა ვაღიარო, რომ სადღაც სასიმოვნოც აღმოჩნდა იმის ცოდნა, რომ თუ აუცილებლობა მოითხოვს, გარემო არ გამწირავს და დახმარების მიღებაც მოსულა. უბრალოდ მეტისმეტად დიდხანს გაგრძელდა ასეთი ყოფა.
ყველაზე მძიმე ამბავი ვალებია. დანარჩენს მართლა ყველაფერს გავუძლებ, სიღარიბეში გაზრდილი ბავშვი ვარ, ყველანაირ ფინანსურ, თუ ლოჯისტიკურ სირთულეს გადავიტან, გადავრჩები, არ დავპანიკდები. მაგრამ ვალები არის ის, რაც სულს მიწვავს და თითქოს პიროვნებასაც მართმევს. ვალებიც მხოლოდ იმიტომ, რომ ორი სამსახურის იმედად და გამოუცდელობით დაშვებული შეცდომების (მათ შორის არასწორი ადმიანებისადმი გამოცხადებული ნდობის) გამო ამ კრიზისს ჩემთვის უზარმაზარი ბანკის ვალით შევხვდი და იმისთვის, რომ ჩემი და ჩემი მშობლების სახლები რისკის ქვეშ არ დამეყენებინა, ტყავიდან გამოვძვერი და პატიოსნად ვიხადე, სანამ დროებით შეჩერებას არ მივაღწიე (თავიდან 3%-ით რო მიზრდიდნენ სესხს ამის გამო და თურმე 1%-ადაც რომ შეიძლებოდა.. კიდევ გადახედვას რომ მპირდებოდნენ და დამატებით 3 თვით გახანგრძლივებას და ამის ნაცვლად დღეს უცებ პრობლემურ კლიენტებში რო გადამიყვანეს).
ვალთან დაკავშირებით განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მიკვირს რომ ამ მოცემულობაშიც მოვახერხე, მაგრამ დათქმულ დროს არასდროს ვაგვიანებ ვალის გადახდას, ერთი დღითაც კი, უახლოეს ადამიანებთანაც. თუ ვიჭედები, ვარკვევ გაგრძელების შესაძლებლობას, და თუ საჭიროება კვლავ ადგილზეა, ნემსის ყუნწში გავძვრები და პირნთელი ვრჩები იმ ადამიანთან, ვინც ხელი გამიმართა. ამის გამო, წრეზე ტრიალიც მომიწია რაღაც მომენტში, ვალებს ვალებით ვისტუმრებდი და ბოლოს რამდენიმე ისეთი მეგობრის ხელში გადავიდა ეს ჩემი ამბავი, რომლებმაც ხანგრძლივად ამოსუნთქვის საშუალებაც მომცეს, თუმცა მათაც კვლავ მოადგათ საჭიროებები და ვერ დავაღალატებ.
ამ გზაზე თქვენ ორჯერ ამომიყვანეთ კრიზისიდან და იმწამსვე გაგაჩერეთ, როცა ყველაზე მახრჩობელა მოცემულობების დალაგება მოხერხდა თქვენი წყალობით, უსწრფესად და უთბილესად. ამას ვერსდროს დავივიწყებ. მაგრამ ჩემს თავს შევპირდი, რომ ამას არასდროს აღარ გავაკეთებ, რადგან ჩემზე მეტად სჭირდება ბევრს და საკმარისზე მეტია ის თანადგომა, რაც ამ ფორმით თქვენგან მივიღე. მე რაღაც ბოლო მოქმედება მაინც მრჩება ყულაბაში, თუ სხვა გამოსავალი არ მოიძებნა, გავიღებ იმას, რაც გულით, სისხლით და ოფლით ვაშენე. ჩვენ ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე ჩვენი სახლი, ყველა მიჯაჭვულობა ჩახსნადია, კეთილსინდისიერების გარდა. ჯერ მაინც ბოლო ინსტანციად განვიხილავ ამ ამბავს. რამე სხვა გამოსავალიც უნდა არსებობდეს.
რჩევები უფრო მინდა და სადღაც ჩემი თავის დაფიქსირებაც, რაში ვარ, რო თუნდაც სხვებსაც გავუმარტივო თავიანთ მოცემულობებზე საუბარი.
ყადაღა მაქვს ყველა ანგარიშზე. მიმდინარე აქტიური ჯარიმა – 8000 ლარი და იქვე სასამართლოს მოლოდინში +15000 ლარი. ამათი გადახდა არ მინდა, რადგან არ მეკუთვნის, არ მიმაჩნია სწორად. არც მაქვს, მაგრამ რომც მქონდეს, ბევრად პრიორიტეტულია კერძო ადამიანების ვალები, რომლებიც გასასტუმრებელი მაქვს. აქ კი მაქსიმალურად დავრჩებოდი წინააღმდეგობაში ამ ფორმითაც, სადამდეც შემეძლება (ბევრ სირთულეს წარმოქმნის, მაგრამ ჯერჯერობით დამენეჯმენტებადია).
ძაღლები და კატა მყავს ასაცრელი, ჭიების წამლებიც ჭირდებათ, ყველანირი ვადა დამერღვა, არანირი პროგრამა აღარ არსებობს.
კერძო ვალები – სულ 12 ათასი ლარი, აქედან 3 ათასი უკვე საჩქაროდ დასაბრუნებელი, დანარჩენსაც უკვე მალე დაჭირდებათ ალბათ, მგრამ ამ წუთას არ მაჭერს.
ამის მიღმა, გაჭედილი გადაუხდელი კომუნალურები, გასაკეთებელი დაზიანებული ელექტრობა, რის გამოც კომუნლურების დაფარვის შემთხვევაშიც არ მაქვს არც დენი, არც წყალი და არც გათბობა, იქვე გასაკეთებელი სკუტერი.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბავშვის განთლებისთვის და განვითარებისთვის ვერაფერს ვაკეთებ. სკოლაში, რომელშიც გაიზარდა, ვერ ბრუნდება, რადგან იქაც მსხვილი ვალია დაგროვილი, ვერ დამყავს ვერაფერზე, რაც აინტერესებს და ჭირდება, ADHD აქვს, ერთი წლის წინ დაისვა დიაგნოზი და თერაპიაზეც ვერ დამყავს. თითქოს დრო გაჩერდა რაღაცის მოლოდინში, ერთადერთი, რაც არ იცდის, ვალებია. რადგან ახლა ბანკმა უკვე პრობლემურებში გადამიყვანა, ნაცვლად ერთხელაც ცოტა დროის მოცემისა, უკვე დავაგვიანე მიმდინარე გადასახადი (1900 ლარი) და ყოველთვე სულ მცირე ამდენით გაიზრდება ჩემი მიმდინარე ვალდებულება.
მოკლედ, ტრაკში ვარ :დ
მაინც, ძირითადად ყოჩაღად ვარ. მიკვირს კიდეც რომ ამ ყველაფრის და კიდევ აქ ვერჩატეული უამრავი სირთულის თუ წნეხის მიუხედავად, ფსიქიკური ჯანმრთელობა ხელში მიჭირავს. ეს მხოლოდ იმ ჩემს ბუდეში ცხოვრების შედეგად შევძელი და ვაღიარებ, ამ უმუშევრობამ (რომელსაც რაც ძალა და ღონე მქონდა, ჩემი მრავალფეროვანი გამოცდილებებიდან გამომდინარე და გაფართოებული ხედვით, ყველა მიმართულებიდან ვუტიე) მომცა საშუალება წლების დაგროვილ გადაწვას (და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ძალიან მძიმე მდგომარეობაა) გამოძინებით მაინც დავპირისპირდებოდი. მართლა, რაც ჩვილი ბავშვის ყოლიდან მოყოლებული გამოუძინებლად ფუნქციონირება ვისწავლე, ასე ვიარე 15 წელი, 3-4 საათიანი ძილით, გაუაზრებელი კვებით, ძილში ჩაყოლილი სადარდებლებით და იმხელა წამოკიდებული პასუხისმგებლობებით, მხოლოდ მისიის ქონის რწმენას რომ შეუძლია დაიტიოს. მთელი ცხოვრება ვიარე ორი წამყვანი როლით – გმირის და მსხვერპლის. ერთი მეორეს აკომპენსირებდა, მეორე პირველში მაბრუნებდა. აღარ შემიძლია და აღარ მინდა არც ერთი და არც მეორე. უბრალოდ ადამიანურად ცხოვრება მინდა და იმის შესაძლებლობა, რომ ის, რასაც სულ მსხვერპლშეწირვაში ვამყოფებდი, გამოვავლინო, აღარ ჩავწიხლო, აღარ ვუღალატო. დრამა არ შემომაქვს ახლა ამის თქმით, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში სიკვდილზე ფიქრი მოახლოვდა, გამძაფრდა, ძვლებში გაიარა. მთავარი ტკივილი, რაც ამ ფიქრს ახლავს, ყველაზე სანუკვარის მოუსწრებლობაა. მთავარი სიკეთე კი, რაც ამ მტკივნეულ ფიქრს მოყვება, სიცოცხლის თითოეული წამით ტკბობა, მადლიერება და საკუთარი შინაგანი ხმის მოსმენაა.
ვეძებდი სამსახურებს აქტიურად, აქაც ბევრჯერ დავწერე, ბევრს პირადად მივწერე და შევთავაზე თანმშრომლობა, ლინკდინი გავაწიკწიკე, ვაგზავნე და ვაგზავნე განაცხადები. არაფერი არ გამოვიდა. ის სფეროები, სადაც მე ვოპერირებდი, განადგურდა, ის გამოცდილებები, რაც სხვა სფეროში გადასაპორტირებლად გამომადგებოდა, ვეღარ მნიშვნელობს, მაშინ, როდესაც ამ ინდუსტრიებშიც არსებულ თანამშრომლებს ვეღარ ინარჩუნებენ. ისეთ როლებშიც წარმოვიდგინე თავი, სადაც რაღაც მაკლდა, ახალი რაღაცეების სწავლა დამჭირდებოდა, მაგრამ სახეს გავაძრობდი. ისეთებზეც, სადაც იდეალურზე იდეალური კანდინატი ვიყავი და მგონია, რომ ჩემი აქტივისტური იმიჯი, გამოცდილებები თუ ჩემს წინააღმდეგ აგორებული კამპანიები აღმოჩნდა ხელისშემშლელი მხოლოდ.
სადღაც გავჩერდი, მივხვდი, რომ ამდენი რესურსის გაღებას წყლის ნაყვაში აზრი აღარ ქონდა, სამყარომაც მომცა ბიძგები საიმისოდ, რომ ამ სიცარიელეში და კრიზისში დამენახა შესაძლებლობა, ვაკეთო ის, რაც ყველაზე ყველაზე ძალიან მინდა – მუსიკა. უძვირფასეს პროცესში ვარ, ცხოვრებისეული სირთულეები მაგრად მქაჩავს ქვემოთ, მაგრამ ამ პროცესისადმი რწმენა და თავად ეს პროცესი მაძლევს შანსს, გადავრჩე. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემს ხმას, ჩემს ტკივილს, წინაღმდეგობას, სიყვარულს, ყველაფერს ღირებულს, რაც გამაჩნია, მხოლოდ მუსიკის კეთებით, სიმღერით, ცეკვითთ, არტით გამოვხატავ. სხვა ყველა იარაღი გამიცვდა, დამიბლაგვდა. ვიცი, რომ თავისთავად ღირებულებასთან ერთად, ამ გზას შეუძლია ოდნავ წამომაყენოს და არსებობისთვის აუცილებელი რესურსი მაინც მომცეს.. მაგრამ აქაც ჯერ გაჭედილობაა, გაჭედილობა, რომელიც გაირღვევა, მაგრამ გადასატანია.
ვიცი, რომ ჩემი ეზო-კარიც შეიძლება იქცეს თვითმყოფად სივრცედ, რომელიც განკურნების, სიმშვიდის, ძალების აღდგენის გამოცდილებას მისცემს კარგ ადამიანებს და ჩემი დიდი სურვილით, უპირველესად, ამ ქვეყნის გადარჩენისთვის მებრძოლებს. ასეთ ეტაპზე წლების წინ რომ ვყოფილიყავი, ალბათ შესაძლებელი იქნებოდა გრანტის მოპოვება და ფეხზე დადგომა. ახლა ასეთი შესაძლებლობებიც თითქმის არ არის (ან თუ რამე არის, დამაკვალიანეთ).
მანამდე, მაინც ვეცდები, ერთხელაც, ამ სივრცეში გავუსინჯო კბილი პოტენციურ თანამშრომლლობებს და დავიწყებ იმ თემებით, საითკენაც გული უფრო მიმიწევს.
ივენთის მენეჯმენტი – პრაიდ-კვირეულები მთლიანად რა ტვირთი იყო, ყველა კარგად (დაახლოებით მაინც) ხვდებით. ძალადობის, მუქარების, უმძიმესი მოლაპარაკებების, შეზღუდული რესურსების ფონზე, ორჯერ ჩავატარე ისტორიული მნიშვნელობის პრაიდ ფესტივალები. მესამედ ყელში გაეჩხირათ და დაგვარბიეს, მაგრამ ის ორი სამუდამოდ რჩება თითოეული მონაწილის მეხსიერებაში. ფესტივალებზე უდიდესი სიამოვნებით ვიმუშავებდი, კომპლექსურად, მრავალფუნქციურად.
კამპანიები და ვიდეო პროდიუსინგი – აქაც ჩემი გამოცდილებები თვითნასწავლ უნარებზე და შეზღუდულ შესაძლებლობებზე იდგა, მაგრამ მაინც მომიხერხებია და საკმაოდ ქულ, მასშტაბური და ღირებული კამპანიები დამიგეგმავს და მიმართავს. ეს ის სფეროა, სადაც პროცესით და ახალი გამოცდილებებით ვისიამოვნებდი დღესაც.
ჩამიტარებია არაერთი კვლევა და ტრენინგი (როგორც პროფესიული, ისე, პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული), მათ შორის საკმაოდ რთული და სპეციფიური ჯგუფებისთვის.
ტელე წამყვანობის 6-წლიანი გამოცდილება მაქვს.
ვმდგარვარ უდიდესი ცვლილებების სათავეში, როგორც საჯარო მოხელეც და როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელიც (მსგავსი მოცულობის პასუხისმგებლობების წამოკიდებას ვეღარ გავუძლებ ოღონდ, ამასაც გულწრფელად გეუბნებით.)
(ბევრი რო არ ვიბლატაო აქ, ლინკდინის ლინკს ჩავსვამ კომენტარებში ))
ყველაზე მეტად, მინდა რომ შემოქმედებითმა ნაწილმა მოიტანოს პატარა ხსნაც, იმიტომ რომ ეგ მინდა ისეც და ასეც რომ ვაკეთო და ვიცი, რომ უნდა ვაკეთო.
აქვე, ამ უმუშევრობის პროცესში, ერთი რაც ვიყოჩაღე, ალაგ-ალაგ შემოქმედებით და განმავითარებელ სივრცეებს ვთხოვე თავიანთ კურსებზე შევეჭყიტე, რადგან ჩემთვის მოულოდნელად, დრო აღმომაჩნდა და უფულობის გამო კვლავ ცხოვრების გადადება აღარ მინდოდა. მათი დახმარებით, მაინც ისე გავიარე შარშანდელი წელი, რომ სტაგნაციაში არ ვყოფილვარ, ვიზრდებოდი და თავს ვმკურნალობდი. ამ ხალხისთვის ცალკე დავწერ პოსტს. ან ნორმალური ტელეფონი როცა მექნება და ჩემი კონტენტის კეთებას დავიწყებ, პირველ რიგში ამ პატარა ბიზნესებზე და კარგ ადამიანებზე მოგიყვებით.
აი ახლა კი, შენ მართლა ყოჩაღ, აქამდე რო ჩამოხვედი! )))) აბა მე თუ დავიწყე, სტოპი აღარ გამაჩნია, ერთიანად მეტაკება ხოლმე მთელი ცხოვრების გადმოლაგება ))
მოკლედ, ახლა რაც მიშველის, არის კონკრეტული თანამშრომლობები, სადაც ადეკვატურად გადამიხდიან და ვალებიდან ცოტათი მაინც ამოვიქაჩები, ან/და ცოტა გრძელვადიანი სესხი ჩემი უპირობო კეთილსინდისიერების გარანტიით. ბოლო-ბოლო-მართლა გავყიდი, ოღონდ იქნებ ჯერ არ იყოს ეგ დრო რა. უნდა იყოს რამე გამოსავალი ((
ასევე, უკიდურესად დამეხმარება ადეკვატური ბიზნესებისგან იმ მუსიკალური პროექტის ფინანსური მხარდაჭერა, რომლის ნაწილიც ვარ, რომელიც არის გამორჩეულად პოლიტიკური, ნამდვილი, ცოცხალი ორგანიზმი დიდი პოტენციალით.
ახლა ამის გაზიარებით უკვე უკეთ ვგრძნობ თავს და მადლობელი ვარ თქვენი, რომ ასე უსფრთხოდ მაგრძნობინებთ თავს, რომ გავშიშვლდე და უხერხულობასაც ჩავხედო თვალებში.
ბოლოს მაინც ყველაფერი კარგად იქნება.
ცეცხლი ოლიგარქიას!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
სოლიდარობა სისტემის ყველა ჩაგრულს!“
თეგები: ანა სუბელიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved