• რეკლამა
  • კონტაქტი
05:10, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ველისციხის რეაბილიტაციისთვის, რომელიც 2023-ში უნდა დასრულებულიყო, ახალი ტენდერი გამოცხადდა – ფლანგვის დეტექტორი

ალია ავტორი - ალია
19:53 03-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
636

2026 წლის 22 თებერვალს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა (MDF) გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტზე მოქმედი ხელშეკრულება შეწყდება, ხოლო დარჩენილი სამუშაოებისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება. საუბარია კონტრაქტორ კომპანიებთან, შპს „ინსისთან“ და შპს „ჯავასთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე.

ფონდის განცხადებაში ნათქვამია:

„რამდენიმე დღის წინ ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ხელშეკრულება სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან, შპს „ინსისა“ და შპს „ჯავას“ ერთობლივ საწარმოსთან. გადაწყვეტილების მიზეზი, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა.“

პროექტის ისტორია და ვადები

ველისციხის რეაბილიტაცია 2022 წელს დაიწყო აზიის განვითარების ფონდის (ADB) მხარდაჭერით. ურბანული განახლებისთვის თავდაპირველად გამოიყო 30,386,078 ლარი, თუმცა ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებად 29,704,033.82 ლარიგანისაზღვრა.

ADB საქართველოში ახორციელებს ქალაქების მდგრადი განვითარების პროგრამას (Livable Cities), რომლის მიზანია რეგიონებში ინფრასტრუქტურის განახლება, დასახლებების რეაბილიტაცია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.

მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა ხელშეკრულება ორ კომპანიასთან ტენდერის გზით გააფორმა. პირობების მიხედვით ხელშეკრულების გაფორმებიდან 28 დღეში იწყებოდა შესრულების ვადის ათვლა, ხოლო სამუშაოები 20 თვეში უნდა დასრულებულიყო.

სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მონაცემებით, ხელშეკრულება 2021 წლის 23 დეკემბერს გაფორმდა. შესაბამისად, სამუშაოების დასრულების ვადად 2023 წლის აგვისტო–სექტემბერი განისაზღვრა.

ამას ადასტურებს ადასტურებს 2022 წლის 21 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული პოსტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წელს დასრულდებოდა. მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა გურჯაანის მუნიციპალიტეტმაც, რომლის განცხადებითაც „ველისციხის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობდა“, ხოლო დასრულების თარიღად 2023 წლის ზაფხული დასახელდა.

თუმცა, აღნიშნული პირობა ვერ შესრულდა.

შეცვლილი ვადები და ახალი ტენდერი

2024 წლის მარტში აზიის განვითარების ფონდმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ველისციხეში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ახალ სავარაუდო თარიღად 2024 წლის 31 მაისი იყო მითითებული.

იმავე საკითხზე 2024 წელს „ფლანგვის დეტექტორმა“ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. MDF-დან მიღებული პასუხით, სამუშაოები 2024 წლის IV კვარტალში უნდა დასრულებულიყო. მიუხედავად ამისა, ველისციხის რეაბილიტაცია არც 2024 წელს დასრულდა და არც 2025 წელს.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მონაცემებით, იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ხელშეკრულება შეუწყდებათ, უკვე გადახდილია ხელშეკრულების საერთო თანხის 73%, ანუ 21,707,276 ლარი.

შედეგად, რეაბილიტაცია, რომელიც 2022 წელს დაიწყო და ხელშეკრულებით 20 თვეში უნდა დასრულებულიყო, დღემდე არ დასრულებულა. უფრო მეტიც, 2026 წელს საჭირო გახდა ახალი ტენდერის გამოცხადება იმ კომპანიის შესარჩევად, რომელიც დარჩენილ სამუშაოებს სრულად, ხარისხიანად და ვადაში შეასრულებს.

თეგები: ველისციხეფლანგვის დეტექტორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved