• რეკლამა
  • კონტაქტი
12:38, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

15 წლის გოგოს თხოვნა პრეზიდენტს – “ყველა იმსახურებს მეორე შანსს”

ალია ავტორი - ალია
15:56 06-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

ანი 15 წლისაა…

მამა 5 წელია ციხეშია…

-ყოველ დღე მირეკავს, როგორც კი ახერხებს სულ მირეკავს და ბევრს ვსაუბრობთ, იმდენ რამეს ვუყვები, მეგობრებმაც არ იციან მგონი ამდენი…

-კამათობთ?

-არ მახსოვს… უფრო ვცეკვავთ, ვიდრე ვკამათობთ..

-არ გამაგიჟო, ის ციხიდან და შენ სახლიდან როგორ ცეკვავთ?

– არაა (იცინის), მაშინ გარეთ იყო, მაშინ სამეჯლისო ცეკვებზე დავდიოდი… ერთად ვცეკვავდით ხოლმე…

-კიდევ რას აკეთებდით ერთად?

-საჭმელებს… უყვარს და იცის გაკეთება, მეც მიყვარს, კიდევ ვსეირნობდით, თავს დავადებდით, დავდიოდით და ვსაუბრობდით…

მეც გავიზარდე ამ წლებში და ისიც გაიზარდა, ამას ყოველ დღე ვგრძნობ… ციხეში კეთილი არ გამხდარა, კეთილი სულ იყო მამაჩემი, მაგრამ იქ ყოფნისას სიკეთის კეთების გზები მოიფიქრა, როგორღაც ვახერხებთ მე, მამა, ჩემი და მისი მეგობრები და უპატრონო ბავშვთა სახლს ვეხმარებით, ამ ბავშვებისთვის ხან რას აკეთებს და ხან რას, მეც ჩამრთო პროცესში და მომწონს, ახლა ამ ზაფხულს ეს ბავშვები მამის სოფელში დაისვენებენ და იმედია ისიამოვნებენ… ნივთებს აკეთებს თავისი ხელით და მერე ამ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას აწყობს…

ვიცი, რომ გამოვა, სიურპრიზები გველოდება ბევრი, ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ… ვიცი რასაც გააკეთებს, ჯერ მონასტერში წავა, მეც დავდივარ იმ მონასტერში, მერე საქველმოქმედო ფონდს გააკეთებს და სამოგზაუროდ წავალთ, მთელი საქართველო უნდა შემოვიაროთ, ყველა კუთხეში უნდა წავიდეთ…. ბევრს ვიცეკვებთ ერთად კიდევ…

მამა სპორტსმენია, თხილამურებით ყველაზე მაგრად სრიალებს, არა, იმიტომ არ ვამბობ, რომ მამაჩემია, პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, წელს ის მოიგებდა შეჯიბრს გარეთ რომ ყოფილიყო…

რას ვეტყოდი პრეზიდენტს?

ყველა ადამიანი იმსახურებს მეორე შანსს – ასე არ არის? მამაჩემიც იმსახურებს შანსს, მეც ვიმსახურებ, ორივე ვიმსახურებთ ერთად ცხოვრებით, ერთად სეირნობის, ერთად ცეკვის, სიკეთის ერთად კეთების შანსს. მოგვცეს ეს შანსი.

გელა ნიკოლოზის ძე მაიროვი – 1984 წელს დაბადებული, 2015 წელს დააკავეს, ახლა სასჯელს მე-17 დაწესებულებაში იხდის.

შეწყალების თხოვნაზე უარი რატომ მიიღო, არ ესმის.

შეწყალების კომისიაში გაგზავნილი დოკუმენტების ასლებს „ალიაც“ გაეცნო, ფსიქოლოგიც და ციხის ადმინისტრაციაც დადებითად ახასიათებს. დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ გელა იმდენად ემორჩილება ციხის კანონებს, რომ არც ერთხელ დასჯილი არ ყოფილა ადმინისტრაციის მიერ, არ არის აგრესიული, არ არის კონფლიქტური, მონაწილეობს კულტურულ-საქველმოქმედო აქციებში.

გელამ მოახერხა და 2018 წელს ციხიდან შემოსავლების სამსახურიდან მიიღო მიკრო ბიზნესის სტატუსი – მისი საქმიანობის სფეროა ხეზე კვეთა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება.

გელა პრეზიდენტისგან ითხოვს შეწყალებას – „არ მინდა ვიფიქრო, რომ დიდ კაცთან პატარა კაცს არ გამდის მართალი, თორემ, მოვიხადე მესამედზე მეტი, არ მაქვს უარყოფითი დახასიათება, ვშრომობ აქაც კი, ბოდიში, მაგრამ, უგულავამ 50 მილიონი მოიპარაო თავად გვეუბნებიან და პრეზიდენტმა შეიწყალა და მე 50 ლარიანი  მაჯის საათის გამო 12 წელი მაქვს მოსჯილი…“

როგორც გელა ტელეფონით გვიყვება, ერთ პირთან მოუვიდა კამათი, ჩხუბის დროს მეორე მხარეს დაუვარდა საათი… მოწმე არ ჰყავს… ამ საათის „ძარცვისთვის“ იხდის სასჯელს, 50 ლარია სულ ამ მაჯის საათის ღირებულება, ქალბატონო პრეზიდენტო!

ასეა თუ ისე, გელა აღარ ითხოვს სამართალს, მხოლოდ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას – შეწყალებას ითხოვს, აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია და ითხოვს შეწყალებას, რომელი კრიტერიუმით არ ეკუთვნის მას შეწყალება, ქალბატონო პრეზიდენტო?

15 წლის ანი ამბობს, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს მეორე შანსს, 15 წლის ანის მამასთან ერთად ქვეყნის შემოვლა უნდა, ცეკვა და სიკეთის გაკეთება!

გადაწყვეტილება თქვენზეა!

შეიძლება უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება არ იყო თქვენზე, მაგრამ ამ მამა-შვილის ცხოვრების შეცვლის გადაწყვეტილება ნამდვილად თქვენზეა.

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved