• რეკლამა
  • კონტაქტი
15:51, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მალე დაასანქცირებენ ბიზნესმენებს, რომლებიც, თურმე „ოცნებას“ ეხმარებიან”– კახა კახიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:23 02-25-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,388
ქართული ოცნების გუნდის ყოფილი მაღალჩინოსანი, კახა კახიშვილი, წერს რომ მალე ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს დაასანქცირებენ და ოცნების ხელისუფლებას მიმართავს:
ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიზეზთა გამო (ოდესმე ამ მიზეზებსაც ავხსნი) თავს ვიკავებდი პოლიტიკური შეფასებებისა და ანალიზისგან, მაგრამ ვინაიდან საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, თავს ვალდებულად ვთვლი ჩემი მოსაზრება გამოვთქვა.
ერთ-ერთ ინტერვიუში, კერძოდ „უცნობის კიდობანში“ სტუმრობისას განვაცხადე, რომ არ შეიძლება იმის გატარება, თუ როგორ უსაფუძვლოდ ასანქცირებენ და ხელფასის, საბანკო მომსახურების, ჯანმრთელობის უზრუნველყოფის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე ტოვებენ პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს და თანამდებობის პირებს, რითაც ფაქტობრივად მიჰყვებიან გადატრიალების ნარატივს. მაშინ განვაცხადე, რომ საჭიროა სასამართლო დავების დაწყება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, თუნდაც რის საფუძველზე უყინავენ საქართველოს მოქალაქეებს ხელფასებს, საქართველოში მოქმედი ბანკები უცხოელი რამდენიმე ვითომ პოლიტიკოსის სურვილით. სამწუხაროდ, ჩემმა ამ განცხადებამ მაშინ აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მაგრამ ისმის კითხვა, თუ დღეს ვამბობთ, რომ ტელეკომპანიების მიმართ ყველაფერი გაკეთდება რათა სანქციები არ გავრცელდეს, რატომ არ იყო ასეთი მიდგომა თავის დროზე პოლიციელების მიმართ და რატომ არ იყო შესაბამისი სამართლებრივი ზომები მიღებული დროულად, რომ ამას არ ჰქონოდა ასეთი განგრძობითი ხასიათი?!
დღეს უკვე ვხედავთ, რომ კონკრეტული ადამიანებიდან გადავიდნენ კომპანიებსა და კონსორციუმებზე. თუ ამას არ მოჰყვება მყისიერი სამართლებრივი შეფასება, (ფაქტია, მხოლოდ განცხადებები ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აინტერესებთ) პროცესი კიდევ გაგრძელდება და მალე ვიხილავთ, რომ სანქციებს დაუწესებენ ბიზნესმენებს, რომელთა მიმართაც თვითონ ექნებათ განცდა, რომ თურმე „ქართულ ოცნებას“ ეხმარებიან. ხვალ-ზეგ იქნება ყულევის ნავთობ ტერმინალი, შემდეგ რომელიმე სხვა კომპანია, შემდეგ მანგანუმი და კომპანიები, რომლებსაც საკუთარი წარმოებით დოვლათი შემოაქვთ საქართველოს ბიუჯეტში და საბოლოოდ ბიზნესს ექნება არჩევანი და ბიზნესი არჩევანს როგორ აკეთებს ყველამ კარგად ვიცით. სადაც ძლიერია იქ მიდის ბიზნესის დიდი ნაწილი.
ამასთან, საოცარია ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქცია. მესმის, შეიძლება ძალიან უხაროდეთ „პოსტივის“, „იმედის, თუ პოლიციელების დასანქცირება, მაგრამ ქვეყნისთვის სარგებელის მომტანი საწარმოების დასანქცირება რომ უხარიათ და მეტიც, ამას ითხოვენ კიდევაც, ეს არის საოცარი და ალბათ საზოგადოებასაც უნდა გაუჩნდეს კითხვა: ნამვილად უყვარს ამ ხალხს სამშობლო, თუ უბრალოდ თანამდებობების გულისთვის მიდიან ყველაფერზე?
ამიტომ დროული გადაწყვეტილების მიღება არის მნიშვნელოვანი. მოვუწოდებ ხელისუფლებას მიიღოს ხისტი სამართლებრივი ზომები, სანქციების დამწესებლების მიმართ, ასევე თუ საჭიროება მოითხოვს დაიბარონ ელჩი და ეს უნდა იყოს ბოლო გაფრთხილება. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ნელ-ნელა, ეტაპობრივად აბსოლუტურად ყველა თუკი ვინმე რამეს წარმოადგენს საჯარო ხელისუფლებაში, ან ბიზნესში მოყვება სანქციების ქვეშ, რათა ხელოვნურად მოხდეს ამ ადამიანების დისტანცირება „ქართული ოცნებიდან“. ეს არის ნელი გზა სახელმწიფოს გადატრიალების ხელშეწყობისა. იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლებას ეს ძალიან კარგად ესმის.
საოცარი ბრიტანული მართლმსაჯულება!. ე.ი პრინცი, რომელსაც ბრალი ედება სახელმწიფო ღალატში, პედოფილიასა და კორუფციაში სასჯელის სახედ შეუფარდეს „სამეფო ცხენის“ ჩამორთმევა და სახლში გაუშვეს. აი ეს არის მთელი იუმორი ამ ყველაფერში.
ასევე ღიმილის მომგვრელია, როდესაც ბრიტანეთი, რომელიც მთელ მსოფლიოში საკუთარი მედია საშუალებების მიერ პროპაგანდით და ფაქტების დამახინჯებითაა ცნობილია, რომლებიც ფაქტობრივად ასრულებენ ბრიტანეთის სპეც. სამსახურების დავალებებს, რაც ტრამპის მაგალითმაც არაერთხელ დაადასტურა, სხვა ქვეყნის მედია საშუალებებზე საუბრობდეს.

“სანქციებს მოყვება შიმშილი… ვერც წამალს ვიყიდი… სანქციები გაგრძელდება” – კახა კახიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved