• რეკლამა
  • კონტაქტი
07:49, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გამყარდება ლარი?

ალია ავტორი - ალია
16:59 02-23-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

17 თებერვლის შემდგომ, აშშ დოლართან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.68-ის ნიშნულს ჩამოსცდა, რაც ბოლოს 2024 წლის მაისში  დაფიქსირდა. ლარის გამყარების ტენდენცია გასული წლის პირველ ნახევარში გამოიკვეთა, შემდგომ მეტნაკლებად დასტაბილურდა, მიმდინარე წელს კი – განსაკუთრებით თებერვლიდან – გარკვეულწილად კვლავ აჩქარდა. მოკლევადიან პერიოდში ლარის გამყარების დინამიკა ჩვენს მოლოდინებს შეესაბამება, რაზეც წინა მაკროეკონომიკურ განახლებაში გვქონდა საუბარი. აღნიშნულის ფონზე, როგორც პუბლიკაციის შემდგომი გამოხმაურებები მოწმობს, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური შეკითხვაა: სადამდე გამყარდება ლარი?

სანამ უშუალოდ პასუხზე გადავალთ, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის კარგად ცნობილი მიმდინარე გარემო და ლარზე მოქმედი ფაქტორების უახლესი დინამიკა:

  • აშშ დოლარის გაუფასურება გლობალურ ბაზრებზე – 2025 წლის დასაწყისიდან აშშ დოლარი როგორც ევროსთან, ასევე უფრო ფართო მასშტაბით, მნიშვნელოვნად გაუფასურდა. მიმდინარე წელს – მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი შეფასებით, აშშ დოლარი ევროსთან მიმართებით ჯერ კიდევ გრძელვადიან წონასწორულ ნიშნულზე ძლიერი რჩება – აშშ დოლარის დამატებით მნიშვნელოვანი გაუფასურება საბაზო სცენარს არ წარმოადგენს. კერძოდ, ჩვენი პროგნოზით, ევრო/აშშ დოლარის გაცვლითი კურსი წლის ბოლოსთვის 1.22-ს მიაღწევს. ამდენად, ეს ფაქტორი ლარზე მხოლოდ მცირედით დადებითად იმოქმედებს.
  • ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები – ერთი მხრივ, საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან გაზრდილი შემოდინებებისა და, მეორე მხრივ, იმპორტის ზრდის შენელების ფონზე, 2025 წელს საქართველოში წმინდა სავალუტო შემოდინებები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისში სავალუტო შემოდინებები ძლიერი რჩება, რაც ლარის მხარდამჭერი ფაქტორია.
  • დეპოზიტების ლარიზაცია – 2024 წელს სენტიმენტების გაუარესების ფონზე დეპოზიტების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში დაკონვერტირდა, 2025 წელს კი აღნიშნული კონვერტაციების საპირისპირო მიმართულებით შემოტრიალებამ ლარის მხარდამჭერი გარემოს ჩამოყალიბების კუთხით ერთ-ერთი საკვანძო როლი შეასრულა. ამავდროულად, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, დღიურ შეფასებაზე დაყრდნობით, ლარიზაცია თითქმის უცვლელია, მცირედით შემცირებულიც კი, რაც ჩვენს პროგნოზებთან თანხვედრაშია. ამდენად, მოლოდინების შესაბამისად, 2026 წელს კონვერტაციების ეფექტი უკვე თითქმის ამოწურულია.
  • გაზრდილი წლიური ინფლაცია – მკითხველისთვის ცნობილია, რომ, მაგალითად, აშშ-ში, მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია, როგორც წესი, აშშ დოლარის გამყარებას იწვევს. მსგავსი პრინციპია საქართველოს შემთხვევაშიც – ინფლაციის ზრდა უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას მოიაზრებს, რაც, შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთის უფრო გვიან შემცირებაში ან გაზრდაშიც კი გამოვლინდეს. აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა.

მოცემული ფაქტორებიდან ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით ყველაზე მეტად ინფლაციის აჩქარება მოქმედებს.  მართალია, იანვარში ფასების ზრდა დიდწილად სურსათის ქვეჯგუფში იყო კონცენტრირებული, თუმცა აღმავალ დინამიკას სამომხმარებლო კალათის ცალკეული პროდუქტები არ განაპირობებდა. შესაბამისად, გაცვლით კურსსა და ინფლაციას შორის მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით, გარკვეულწილად მაგრამ მაინც, ეს მიმდინარე პერიოდში ლარის უფრო მეტად გამყარების არგუმენტია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურებული რჩება.

ამდენად, დავუბრუნდეთ მთავარ შეკითხვას – სადამდე გამყარდება ლარი? პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, გაცვლით კურსზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებს უნდა დავეყრდნოთ. თიბისი კაპიტალის მოკლე და გრძელვადიანი წონასწორობის მოდელების ერთობლიობით, ლარი, დღევანდელი მდგომარეობით, წონასწორულ ნიშნულთან შედარებით, დაახლოებით, 5 თეთრით ზედმეტად არის გაუფასურებული. რასაკვირველია, ეს გამყარების ზუსტ პროგნოზს არ წარმოადგენს, თუმცა მაკროეკონომიკური კუთხით სასარგებლო საორიენტაციო წერტილია, რომლისკენაც, სხვა თანაბარ პირობებში, ლარი მიისწრაფვის. 

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ, ჩვენი შეფასებით, თებერვალში სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა მნიშვნელოვნად არის აჩქარებული და, არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, 2025 წლის ივლისის რეკორდულად მაღალ შესყიდვებსაც გადააჭარბოს. ვინაიდან მსგავსი მასშტაბის ინტერვენციების მიუხედავად ლარი მაინც მყარდება, ეს ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდების მნიშვნელოვან სიჭარბეზე მიუთითებს.

საერთო ჯამში, მოკლევადიან პერიოდში ლარის გამყარების არგუმენტები საკმაოდ ძლიერია, თუმცა, ჩვენი შეფასებით, გამყარების მასშტაბი შედარებით მოზომილი იქნება. ამავდროულად, 2026 წლის ბოლოსთვის კვლავ ლარის მცირედი გაუფასურებაა მოსალოდნელი, რადგან საბაზო სცენარად საგარეო ბალანსის გარკვეული გაუარესება და ინფლაციის შენელება რჩება. აუცილებლად გასათვალისწინებელია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გაზრდილი ალბათობაც – კონფლიქტის დასრულების სცენარში საქართველოს ეკონომიკაზე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხრივ მრავალი ფაქტორი იმოქმედებს, თუმცა წმინდა ეფექტი, ჩვენი შეფასებით – რაც, შესაძლოა, მიმდინარე მდგომარეობით, საბაზრო კონსენსუსი არ არის – გარკვეულწილად მაინც უარყოფითი იქნება. თავისთავად, მნიშვნელოვანია ისეთი დროებითი ფაქტორების გათვალისწინებაც, როგორიცაა 2025 წლის ბოლოსთვის ავტომობილების წმინდა ექსპორტის გაუმჯობესება. ამდენად, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მიმდინარე პერიოდში სავარაუდოდ მცირედით გამყარების შემდეგ, წლის ბოლოსათვის ასევე ზომიერი, მაგრამ გაუფასურება კვლავ ჩვენი საბაზო სცენარია.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007357-macro-update-georgia

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved