• რეკლამა
  • კონტაქტი
00:55, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რისი რესურსი არ აქვს ივანიშვილს და რა შიში აქვს რეჟიმს? – სამადაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:49 02-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,921

ყოფილი პარლამენტარი, სალომე სამადაშვილი:

ვერშემდგარი აკადემიური ქორწინების დრამაზე, ზოგადად- განათლების ‘რეფორმაზე,’ კორუფციასთან და მაღალ ფასებთან ‘დაუნდობელ ბრძოლაზე,’ ‘ქვეყნის ინტერესების საბოტაჟის’ საქმეებზე, რომელიც ხვალ იწყება და სხვა, ქვეყნის მართვის იმიტირებულ პროცესებზე…
ამ იმიტირებულ ქოცურ სურეალიზმის მიღმა, ნამდვილ, ხილულ და ‘გაზომვად’ სამყაროში, ის, რაც მხოლოდ ქართველი პატრიოტების სურვილი იყო, რეალობად თუ არა, რეალურ შესაძლებლობად იქცა.
სულ ხუთი წლის წინ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება მხოლოდ სურვილი იყო, დღეს-ევროპის გეგმაა. ევროპის უსაფრთხოების სისტემით ჩვენი ქვეყნის დაფარვა, სურვილი იყო, დღეს კი, ევროკავშირის სტრატეგიაა. აშშ-ს ახალი სტრატეგიული ინვესტიციები ჩვენს რეგიონში, რომელიც პირდაპირ უსაფრთხოების გარანტიას ქმნის, სურვილი იყო-დღეს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში რეალობად აქცია…
ბიძინა ივანიშვილმა საქართველო ყველა ამ პროცესის მიღმა, დასავლეთისგან იზოლირებულ მდგომარეობაში დატოვა. საქართველო, რომელიც დასავლეთის მთავარი საყრდენი იყო რეგიონში, ‘აუთსაიდერის,’ გარიყულის მდგომარეობაშია.
შედეგად კი, თავად ამ ხელისუფლებასაც კრიზისი შეექმნა. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ქვეყნის განვითარების მთავარი კომპასი დასავლური საგარეო პოლიტიკური ვექტორი იყო. ხან წარმატებით მივდიოდით კომპასით ნაჩვენები მიმართულებით, ხან ნაკლებად, მაგრამ კომპასი არსებობდა. ივანიშვილმა სახელმწიფოს განვითარების მთავარი ღერძი გააუქმა, როდესაც უარი თქვა დასავლეთთან სტრატეგიულ ურთიერთობებზე. ხელთ კი 3 მილიონზე მეტი მოქალაქე შერჩა, რომელსაც ალტერნატიული პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შესთავაზოს. სიმართლეს ვერ ეტყვის, რომ უკომპასოდ დარჩენილი ჩვენი გემი ერთი მიმართლებით, რუსეთისკენ მიექანება.
პოლიტიკური დღის წესრიგი კი, ყველა რეჟიმს, თუნდაც ყველაზე სისხლიან და ავტოკრატიულს, აუცილებლად სჭირება. დღის წესრიგი შეიძლება ნებისმიერი სიგიჟე იყოს, დაწყებული კომუნიზმის შენებიდან საბჭოთა კავშირში, დამთავრებული ცარიელი ახალი ქალაქებით-აზიურ ავტოკრატიებში და, პუტინის ომით უკრაინაში…
ივანიშვილის პროვინციული მასშტაბის ავტოკრატიას არა აქვს რესურსი, რაიმე გრანდიოზული დღის წესრიგი შექმნას, დაპყრობით ომებს ვერ აწარმოებს, ვერც ახალ ქალაქებს ააშენებს. ამიტომ უნდა მოიგონოს, რომ მაგალითად დაარეგულირებს უბნის მაღაზიების რაოდენობას, ამით გააკონტროლებს ფასებს; ან უნივერსტეტებს გააერთიანებს; ან ერთ ქალაქში, მხოლოდ ერთ უმაღლესს დაუტოვებს ბუღალტრული განათლების უზრუნველყოფის უფლებას; ან მთელ ყოფილ მინისტრთა კაბინეტს დაიჭერს; ან ბომბეიდან თბილისამდე გვირაბის გათხრისთვის დააპატიმრებს რომელიმე ოპოზიციურ ლიდერს…
მნიშვნელობა არა აქვს, რა სიგიჟეს მოიგონებს რეჟიმი, რადგან მას ქვეყნის რეალური მართვის რესურსი აღარ აქვს. კრიზისიც თავად უნდა მოიგონოს, ისეთი, რომლის მოგვარების იმიტაციაც შეუძლია, რადგან რეალური კრიზისის მოგვარება-ხელისუფლების დაკარგვას ნიშნავს.
რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს ფსევდო იმიტაციური მართვა, რაც უფრო შორს დარჩება ქვეყანა რეალური განვითარების პროცესებიდან, მეტ სიგიჟეს ვნახავთ. ახალი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები- ერთადერთია, რაც ამ იმიტაციურ სურეალიზმს დაასრულებს, ქვეყანას დაამშვიდებს და დააბრუნებს მისი განვითარების ბუნებრივ გზაზე. დრო არ ითმენს, დახრჩობის შიშით შეპყრობილი რეჟიმი მთელს ქვეყანას ფსკერისკენ მიაქანებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved