• რეკლამა
  • კონტაქტი
02:30, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

ალია ავტორი - ალია
22:27 02-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
409

დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სამმართველოს უფროსის მოადგილე, ინიციალებით ლ.ხ. (პროკურატურა არ წერს მის სრულ ვინაობას) დააკავეს მოზარდზე ძალადობის გამო. პროკურატურის მტკიცებით, პოლიციის მაღალჩინოსანმა ქუჩაში შეაჩერა არასრულწლოვანი და უკანონოდ დაიწყო მისი ჩხრეკა, არ მისცა ოჯახში დარეკვის საშუალება და ცდილობდა მისი ტელეფონის ჩხრეკასაც. შემთხვევის შესახებ, გუშინ, ადვოკატმა, იაკო კვანტალიანმა გაავრცელა ინფორმაცია, იგი წერდა, რომ მოზარდზე ხუთმა პოლიციელმა იძალადა. ადვოკატი საუბრობდა მუქარაზეც. პროკურატურამ ადვოკატის წერილიდან რამდენიმე საათში გამოაქვეყნა პირველი განცხადება და დაწერა, რომ საქმის ძიება დაიწყო.

დღეს პროკურატურა ავრცელებს ჩანაწერს, სადაც ისმის როგორ აგინებს პოლიციის მაღალჩინოსანი მოზარს, რომელმაც ჩანაწერის მიხედვით, სამჯერ მოხსნა ტელეფონს ბლოკი და რასაც ითხოვდა პოლიციელი – აჩვენა, თუმცა, იგი მაინც სხვადასხვა აპლიკაციების გახნას სთხოვს. მოზარდმა თავიდანვე უთხრა პოლიციის მაღალჩინოსანს, რომელიც “კლიჩკითაც” გაეცნო, რომ 16 წლის იყო. ისმის ხმები პოლიციელების, რომ “ეს დედამო@@ნული მანქანა გააჩერონ სადმე”, სავარაუდოდ, მანქანითაც გადაჰყავთ, მანქანაშიც და მანქანიდან მოზარდის გადაყვანის შემდეგ, ისმის ხმები, როგორ სთხოვს მოზარდი არ დაარტყას, რომ სტკივა, რომ მოსტყდება ხელი. ამის შემდეგ მანქანაში სვამენ და ეუბნებიან, რომ თუ არ ჩაჯდება, ჩააგდებენ. მთელი ჩანაწერის, უკანონო ჩხრეკის, გინების, ყვირილის ცემის მანძილზე, უნდა ვთქვათ, რომ მოზარდს, არც ერთი სხვა სიტყვით პროტესტი არ გამოუხატავს, გარდა იმისა, რომ ითხოვდა, მიეცათ ნება, დაერეკა დედასთან.

მოზარდი პოლიციელის ყვირილის და გინების ფონზე, ასევე ითხოვდა, ნებისმიერი სხვა პოლიციელი მისულიყო ადგილზე და მას მისცემდა ტელეფონს. იგი ითხოვდა, ვინმესთან, თუნდაც ნებისმიერთან დარეკვას, რადგან როგორც ჩანს, საფრთხე იმდენად დიდი იყო, ცდილობდა პოლიციის მაღალჩინოსანს როგორღაც გარიდებოდა, ან ვინმე, ისეთი ზრდასრულისთვის მიეწვდინა ხმა, ვინც უკანონოდ არ მოექცეოდა.  თუმცა, პოლიციის მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ აქ ის ერთადერთი პოლიციელია.

პროკურატურა წერს, რომ ლ.ხ.–მ ბრალი აღიარა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანთან, ხმების მიხედვით და პროკურატურის განცხადებითვე, ადგილზე არიან სხვა პოლიციელებიც, ისმის ჩანაწერში ფრაზები, როგორ მიმართავენ ერთმანეთს, როგორ სთხოვს ერთი მეორეს, დაუჭიროს მოზარდს უკნიდან ხელი – პროკურატურამ ბრალი მხოლოდ ერთ პირს წაუყენა. არადა, პროკურატურისვე გავრცელებულ ჩანაწერში, სხვა პოლიციელებიც მონაწილეობენ, უკანონოდ თავისუფლების შეზღუდვაში, არასრულწლოვანის უკანონო ჩხრეკაში, შეურაცხყოფაში, მისთვის კანონიერი უფლების შეზღუდვაში, ცემაში, გაკოჭვაში, მაღალჩინოსნის უკანონო ბრძანებებს ისინი უსიტყვოდ ასრულებენ და როცა ხედავენ 16 წლის მოზარდს როგორ აგინებს მამას, დედას, ბებიას და როგორ უყვირის მათი უფროსი, მაშინ როცა მოზარდი მხოლოდ დედასთან დარეკვას ითხოვს – არ ცდილობენ უსამართლობის შეჩერებას, პირიქით, ეხმარებიან მას უკანონობის ჩადენაში. ასეც რომ არ იყოს და თანამზრახველობა რომ არ იკვეთებოდეს ჩანაწერში, მხოლოდ რომ დაენახათ და მოესმინათ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალით ათეულობით ადამიანი ზის ამ ქვეყანაში ციხეში. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ პროკურატურის გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, პოლიციის მაღალჩინოსანი მხოლოდ სხვის დედებს არა, საკუთარ დედასაც აგინებს.

დააკავებს თუ არა პროკურატურა მოზარდზე მოძალადე ყველა პოლიციელს აწი მაინც? – უცნობია, ამაზე პროკურატურა არ წერს. პროკურატურა წერს რომ კი, არაერთი პოლიციელი იყო ერთად, მაგრამ როცა უშუალოდ დანაშაულზე საუბრობს, მხოლოდ ერთ პირს მოიხსენიებს, იმას, ვინც დააკავა. არადა, მისივე გამოქვეყნებული ჩანაწერის მიხედვით, სულ სხვა სურათია:

პოლიციელი:

– შენი გალახვა ნაღდად არ მინდა.

მოზარდი:

–რატომ უნდა გამლახოთ?

პოლიციელი:

–იმიტომ რომ არ მიხსნი ტელეფონს. მე გამსაღებელი დავიჭირე აქ…

მოზარდი:

–არ მაქვს ნარკოტიკები, აგიხსენით უკვე.

პოლიციელი:

–ტელეფონი მანახე, ბოლო გადაღებული ფოტო.

მოზარდი:

–ბოლო გადაღებულ ფოტოს განახებთ.

პოლიციელი:

–ეს არ იყო ბოლო გადაღებული, მანახე.

მოზარდი:

–ეს იყო

პოლიციელი:

–ტელეგრამში არ მაინტერესებს, ფოტოებში შედი.

მოზარდი:

–ტელეგრამი არაა, ფოტოებია.

პოლიციელი:

–ტელეგრამში იყავი.

მოზარდი:

–არა, ფოტოები იყო, აი… (მეორედ აჩვენებს ტელეფონს)

პოლიციელი:

–ტელეგრამის ფოტოებში ხარ შესული, დაგინახე

მოზარდი:

–უყურე, გალერეა არ არის ეს? (მესამედ აჩვენებს გახსნილ ტელეფონს)

პოლიციელი აქ უკვე ცვლის მოთხოვნას და თუ წუთის წინ უყვიროდა, ტელეგრამი არ მინდა, ფოტოებში შედი, ვხედავ რომ ტელეგრამში ხარო,  ამჯერად ყვირის, რომ ფოტოები კი არა, ტელეგრამი უნდა აჩვენოს. გამომდინარე იქედან, რომ მოზარდმა. პოლიციელს, რომელიც “კლიჩკითაც” გაეცნო, ვინაობისას თქმისას, მამის სახელიც უხსენა და პოლიციელს ეცნო, უთხრა, რომ კი, იცის მამამისი ვინაა, თუმცა, მიხვდა, რომ შეეშალა და სავარაუდოდ უკვე იმის გარკვევას იწყებს, ხომ არაა რომელიმე მაღალჩინოსნის შვილი.

–ტელეგრამში შედი–მეთქი! ბიჭო, ვინ ჩემი @ლეა მამაშენი, სად მუშაობს?

მოზარდი:

–ციხეშია

პოლიციელი:

–მაგის დედას შე@ეცი ხოდა, გაიგე, ბიჭო? თე@ლო შენ, მოგიტ@ნავ გამზრდელს, ბო@იშვილი ვიყო, მიგიჯენ მამაშენს გვერდზე., შე სი@ო

– რაზე ზის მამაშენი?

მოზარდი:

–ქურდულზე.

პოლიციელი:

–მაგის დედას შე@ეცი, გახსენი ტელეფონი, არ მაცემინო თავი ჩემი დედას შე@ეცი

მოზარდი:

– რატომ მირტყამ 16 წლის ვარ.

პოლიციელი:

–@ლეზე მკიდია რამდენი წლის ხარ, გახსენი პაროლი…

მოზარდი:

–დამარეკინეთ დედაჩემთან. დამარეკინეთ და დედას გეფიცებით გავხსნი.

პოლიციელი:

–დედაშენი არ მაინტერესებს, თუ არ გახსნი, დამდები ხარ.

მოზარდი:

–ვისაც გინდათ დაურეკეთ, ნებისმიერ სხვა პოლიციელს დაურეკეთ და გავხსნი.

პოლიციელი:

–ვინ სხვა პოლიციელს?

მოზარდი:

–ნებისმიერ პოლიციელს.

პოლიციელი:

–მე ვარ აქ პოლიციელი, ჩემზე მეტი აქ არავინ მოგივა.

მოზარდი:

–გავიგე, მაგრამ ვინმეს დაურეკეთ და გავხსნი.

პოლიციელი:

–რას ქვია დავურეკო, ვის დავურეკო, აბა?

მოზარდი:

–დეიდაჩემს, დედაჩემს, ნებისმიერს.

პოლიციელი:

–შენ ფსიქიური ხარ, ტო?

მოზარდი:

–დაურეკეთ ვინმეს და გავხსნი, მართლა, ყველაფერს გეფიცებით,

პოლიციელი:

–გახსენი, სანამ თითები დაგატეხე, შენი მამის დედა მოვტ@ან, დაგაკავებ ბო@იშვილი ვიყო ადმინისტრაციულით.

მოზარდი:

–გაიხა, დამანებეთ თავი.

პოლიციელი მოზარდს ისევ აგინებს და გინების მერე ისევ ეკითხება, ხომ გაიგო, როგორ აგინა. თანმხლებ პოლიციელს კი ეუბნება:

–გააჩერე ეს დედამოტ@ნული მანქანა კიდე სადმე.

მოზარდი:

–დამარეკინეთ დედაჩემთან.

პოლიციელი:

–შენ გგონია ძალაში მაჯობებ?

მოზარდი:

–არა. დამარეკინე და გავხსნი.

პოლიციელი:

–შენი მამის დედა მოვტ@ან, ბიჭო, გაიგეე…

მოზარდი:

–კარგი, მაგრამ დამარეკინე დედაჩემთან.

პოლიციელი:

–მამაშენს…… (სრული აუდიო ბლარი ადევს აქ გინებას პროკურატურის ფაილში)

მოზარდი:

–დამარეკინეთ დედაჩემთან.

პოლიციელი ისევ თანმხლებს მიმართავს:

–მოდი, ერთი უკან ეს დამიჭირე…

მოზარდი:

–დედაჩემთან დამარეკინეთ

პოლიციელი:

–დედაშენთან არა ბებიაშენთან.

მოზარდი:

–ბებიაჩემსაც დაურეკეთ.

პოლიციელი თანმხლებ პოლიციელს

–დაუჭირე კაცო ერთი ხელი ამას.

მოზარდი:

–დედაჩემთან დამარეკინეთ უბრალოდ… ხელი, ხელი მომტყდა.

პოლიციელი:

–თუ მოგტყდება არა უშავს, ძალიან კარგი…

მოზარდი:

– ხელი მომტყდა…

პოლიციელი:

–კაი, მიუკეტე კარები, სამმართველოში წავიყვანოთ…

სხვა პოლიციელი:

–ფეხი შეწიე, თორემ შეგაგდებ.

მოზარდი:

–დედაჩემს დაურეკეთ.

პოლიციელი:

–პოლიციიდან დავურეკავთ.

მოზარდი:

–ჯერ დაურეკეთ… აი, რა დავაშავე?

პოლიციელი:

–ის დააშავე, რომ პოლიციას არ ემორჩილები, მაგის გამო კაპეზეზე წახვალ, ოქმს შეგივსებ და განახებ, მაცადე. დედაშენს რომ ვეტყვი, ეგეთი @ლე ბავშვია–მეთქი, მერე ნახავ.

ჩანაწერი აქ წყდება და უცნობია, გადაიყვანეს, თუ არა, მოზარდი სამმართველოში, გაგრძელდა თუ არა და როგორ გაგრძელდა ძალადობა, რა იყო კიდევ ჩანაწერში იმაზე უარესი, რაც მოვისმინეთ, რომ არ გამოქვეყნდა ბოლომდე?

უცნობია ვინ გააკეთა ჩანაწერი, რომელმა პოლიციელმა, იგი სავარაუდოდ, მანქანის უკანა სავარძელში მჯდომი პოლიციელის მიერ უნდა იყოს გადაღებული. ჩანაწერში როგორც დიალოგის დასრულება არაა, ასევე არაა დიალოგის დასაწყისი, ან მისი რიგი ნაწილები.  რადგან საუბრის დასაწყისიდან მალევე, მოზარდი ეუბნება პოლიციელს, უკვე ხომ გითხარით, რომ არ მაქვს ნარკოტიკიო და პოლიციელი არ ეწინააღმდეგება, არ ეუბნება არ გითქვამსო, ან არ შემიმოწმებიხარ უკვე და არ გამიჩხრეკია შენი ტანსაცმელიო. მხოლოდ ტელეფონს ითხოვს,  პირადი ჩხრეკა უკვე დასრულებული აქვს. არადა, არც ბიჭის ეს სიტყვებია ჩანაწერში და არც პირადი ჩხრეკის მომენტი. სანამ საუბრის ჩაწერას დაიწყებდნენ, მანამდე მოხდა ეს, თუ ვიდეოა დამონტაჟებული და რიგი ნაწილები უკვე ამოჭრილი – უცნობია.  

ასევე ერთი უმნიშვნელოვანესი და ერთობ უცნაური დეტალი, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ თავად გამოაქვეყნა ჩანაწერი, სადაც იკვეთება ძალადობა, მუხლი გადაკვალიფიცირდა და თუ ჯერ კიდევ გუშინ, პროკურატურა ამბობდა, რომ საქმე აღძრული იყო 333 მუხლის მესამე ნაწილით, რაც მოიაზრებს ადამიანის უფლებების შელახვას არაერთგზის და ძალადობით და ითვალისწინებს 8 წლამდე პატიმრობას, დღეს ირკვევა, რომ ბრალი წაუყენეს პოლიციის მაღალჩინოსანს 333 მუხლის მხოლოდ პირველი ნაწილით, რაც მოიაზრებს პირის კანონიერი ინტერესების არსებით დარღვევას და ისჯება 3 წლამდე პატიმრობით. შეიძლება, პროკურატურა თვლის, რომ ძალიან უნდა იყო ადამიანი ნაცემი, ძალადობის მუხლით რომ აღიძრას საქმე და მხოლოდ რამდენიმე დარტყმა არაა საკმარისი? – ვერ გეტყვით, ფაქტია, ჩანაწერიც პროკურატურის გამოქვეყნებულია, იმასაც პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებული პოლიციელი მარტო არ იყო, ჩანაწერში ისმის ხმები “ნუ მირტყამ, ხელი მომტყდება” და მაინც, მუხლიც პროკურატურამვე გადააკვალიფიცირა. 
პროკურატურის განცხადება:

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 თებერვალს არასრულწლოვანი გადაადგილდებოდა ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გადამოწმების მიზნით, იგი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა შეაჩერეს. პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპოლიციო ღონისძიებები, არასრულწლოვანი პირის გამოკითხვა, მისი იდენტიფიცირების მიზნით.

პოლიციელებს არასრულწლოვანმა სრულად მოახსენა მისი ვინაობის თაობაზე. ადგილზე მყოფმა სამმართველოს უფროსის მოადგილე ლ.ხ.-მ, იცოდა რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებული პირი იყო არასრულწლოვანი და შესაბამისად, მის მიმართ ნებისმიერ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას ჭირდებოდა კანონიერი წარმომადგენლის დასწრება, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნულის მიუხედავად,ლ.ხ.-მ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა განეხორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით.

რისთვისაც, ლ.ხ.-მ მოსთხოვა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა განაცხადა უარი. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ლ.ხ.-მ არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა, რაც ვერ მოახერხა.

მთელი ამ პროცესის განმავლობაში არასრულწლოვანი ითხოვდა მისი კანონიერი წარმომადგენლის მოწვევას და ამ შემთხვევაში გამოთქვამდა მზაობას ლ.ხ-ისთვის მიეცა მობილური ტელეფონის დათვალიერების შესაძლებლობა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მომართვისა და პროკურატურის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ მოხდა ზემოხსენებულ შემთხვევაში მონაწილე პირთა იდენტიფიცირება და აღნიშნული მონაცემები მიეწოდა პროკურატურას.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარე გამოძიების პროცესში ლ.ხ.-მ გამოკითხვისას აღიარა მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენის ფაქტი, რის შემდეგაც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განხორციელდა მისი ბრალდებულის სახით დაკავება, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

 

თეგები: გეკაგიორგი გვარაკიძემოზარდზე ძალადობაპროკურატურაშსსძალადობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved