“ოცნება” სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტებს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზეც ამცირებს – საკანონმდებლო მაცნეზე 2026 წლის საბაკალავრო პროგრამებისთვის გამოყოფილი კვოტები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, წელს კვოტა 240-დან 165-მდე შემცირდება.
ასევე ცნობილი ხდება, რომ თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მიღება მხოლოდ თსუ-ს ექნება.
თუ 2025 წელს თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე 130 ადგილი იყო, 2026 წლისთვის ეს რაოდენობა 95-მდე მცირდება.
ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მიღება აღარ ექნება სტუ-ს. ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მიმართულებით მიღება უცვლელი რჩება – 20 ადგილი. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება 10 იყო და 2026 წელს ასევე 10 იქნება.














კომენტარები