• რეკლამა
  • კონტაქტი
21:40, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელი სააგენტოები დაასახელა “იმედმა” და რა განცხადება გააკეთა?

ალია ავტორი - ალია
16:57 06-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

გუშინ, „იმედინიუსმა“ სხვა ქართული და უცხოური საინფორმაციო სააგენტოების კვალდაკვალ (რადიო “თავისუფლება“, “ინტერპრესნიუსი”, „პრაიმ-ტაიმი“, „რეზონანსი“, „კვირის პალიტრა”, „კვირა“ და სხვ.), გაავრცელა ინფორმაცია, ოკუპირებული ცხინვალისათვის, რამზან კადიროვის მიერ, 100 ტონა ფქვილის გაგზავნის შესახებ, რასაც „ფეისბუქში“ მოჰყვა „იმედინიუსზე“ ორგანიზებული თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივის და მასთან დაკავშირებული ადამიანების მხრიდან.

„იმედინიუსამდე“ რამდენიმე საათით ადრე, თითქმის იდენტური ტექსტით, აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა სხვადასხვა ავტორიტეტულმა სააგენტომ. ამ ნიუსის ინტერნეტში გამოქვეყნების ქრონოლოგია და ავტორები მარტივად იძებნება ყველა შესაბამის ღია რესურსზე.

უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ეს გახლდათ მხოლოდ მშრალი ფაქტის პუბლიკაცია (ყოველგვარი ანალიტიკისა თუ ინტერპრეტაციის გარეშე), „იმედინიუსის“ მიერ გავრცელებულ ტექსტში, რამდენიმე სხვა სააგენტოსგან განსხვავებით, მაინც ადვილად იკითხება მომხდარი ფაქტის მიმართ ჩვენი ვებ-გამოცემის მკაფიო სარედაქციო დამოკიდებულება (მაგ.: ჰედლაინშივე ხაზგასმულია სიტყვები „ოკუპირებული ცხინვალი“, ხოლო სიტყვები „ჰუმანიტარული დახმარება“ ბრჭყალებშია ჩასმული). მიუხედავად ამისა, სხვა ათამდე მედიასაშუალებას შორის, მხოლოდ „იმედინიუსი“ გახდა ფსევდოპატრიოტული ბულინგის სამიზნე და პოლიტიკურად მოტივირებული „ფეისბუქ იუზერების“ თავდასხმის ობიექტი.

ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელება (და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დასანანია, რომ ჩვენ არ ვიყავით პირველები) არის ნებისმიერი საინფორმაციო სამსახურის ძირითადი ფუნქცია და, იმავდროულად – ერთ-ერთი ლეგიტიმური გზა, რომ ხალხმა ზუსტად გაიგოს ვინ და რა ხერხით ებრძვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ ფუნქციის განხორციელების ხელის შეშლა კი გახლავთ საბჭოთა ცენზურის რეციდივი, რასაც ასე ფართოდ იყენებენ „მედასავლეთეობას“ ამოფარებული ტოტალიტარული აზროვნების ნეობოლშევიკები, რომელთა აქტივშიც ქართული მედიის მიტაცება, მათ შორის – ტელეკომპანია „იმედის“ ძალადობრივი ექსპროპრიაცია, ცენზურა და ოპონენტების დევნაა.

„იმედინიუსი” ცენზურას არ ექვემდებარება და კვლავაც განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას სანდო, ობიექტური და მრავალგზის გადამოწმებული ახალი ამბებით.

იხ. თანდართული ფოტომასალა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved