• რეკლამა
  • კონტაქტი
19:55, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინმემ ჰკითხა სინდისის პატიმრებს, რას ფიქრობენ იმაზე, რომ რეჟიმთან დებატებში დავსხდებით და „რეფორმებზე“ ვილაპარაკებთ?” – თათია მექვაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:09 02-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
209

სამოქალაქო აქტივისტი, თათია მექვაბიშვილი:

ვცდილობ, ჩემი პოზიცია ღიად არ დავაფიქსირო იმ საკითხებზე, რომლებმაც შეიძლება პროცესს დაარტყას, ერთიანობა დააზიანოს ან პროპაგანდის იარაღად იქცეს.
ეს დუმილი ყოველთვის იყო პასუხისმგებლობა.
პასუხისმგებლობა იმ საზოგადოების მიმართ, რომელიც დღეს ისედაც მუდმივი ზეწოლის ქვეშ ცხოვრობს.
გადავწყვიტე დღეს ვთქვა ჩემი სათქმელი.
დღეს, როცა საპროტესტო საზოგადოებას ხელისუფლება ფაქტობრივად ტერორში ამყოფებს,
როცა ადამიანებს აკავებენ ტროტუარზე დგომისთვის,
აზრის გამოხატვისთვის,
შეკრების მცდელობისთვის.
როცა ყადაღდება ანგარიშები,
ინგრევა პირადი ცხოვრება,
იდევნებიან სტუდენტები,
აქტივისტები,
მშობლები
ამ ფონზე ამ საზოგადოების აზრის უგულებელყოფა უკვე აღარ არის „ტაქტიკა“.
ეს არის ეთიკური შეცდომა.
და აქ ჩნდება მთავარი კითხვა:
ვინმემ ჰკითხა ამ ხალხს?
ვინმემ ჰკითხა სინდისის პატიმრებს,
რას ფიქრობენ იმაზე, რომ რეჟიმთან დებატებში დავსხდებით და „რეფორმებზე“ ვილაპარაკებთ?
ვინმემ ჰკითხა დაყადაღებულ მოქალაქეებს, მათთვის რას ნიშნავს „დიალოგი“
იმ ხელისუფლებასთან, რომელმაც მათი არსებობა დაუმტკიცებლად გადააქცია პრობლემად?
ვინმემ ჰკითხა იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ხვალინდელი დღის ეშინია
სწორად მიაჩნიათ თუ არა ამ სივრცეებში მონაწილეობა?
თუ არა
მაშინ ვის სახელით მიმდინარეობს ეს საუბარი?
ჩვენი პოლიტიკური რეალობის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო წინააღმდეგობა სწორედ აქ იჩენს თავს.
ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია,
რომ პარლამენტში შესვლა ლეგიტიმაციას ნიშნავს,
რომ არჩევნებში მონაწილეობა გამოუსწორებელი შეცდომაა,
რომ ინსტიტუტები მიტაცებულია.
მეორე მხრივ კი, ამავე ხელისუფლებასთან ვსხდებით დებატებში და ვლაპარაკობთ პოლიტიკაზე, განათლების რეფორმაზე, სამომავლო ხედვებზე.
თითქოს საქმე გვაქვს ნორმალურ, დემოკრატიულ პროცესთან.
ეს ორი პოზიცია ერთად ვერ იარსებებს.
დებატი არ არის ნეიტრალური აქტი.
დებატი ნიშნავს მეორე მხარის აღიარებას დიალოგის ლეგიტიმურ სუბიექტად.
ნიშნავს იმის მიღებას, რომ არსებობს საერთო პოლიტიკური სივრცე,
სადაც არგუმენტებით შეიძლება გადაწყვეტილებების მიღება.
მაგრამ თუ ეს სივრცე დანგრეულია,
თუ ადამიანები ციხეში სხედან პოლიტიკური ნიშნით,
თუ სასამართლო, მედია და ინსტიტუტები კონტროლდება,
მაშინ დებატი აღარ არის დემოკრატიული ინსტრუმენტი.
ის ხდება დეკორაცია.
განსაკუთრებით ცინიკურად გამოიყურება ასეთ პირობებში განათლების რეფორმაზე საუბარი.
განათლება თავისუფალი აზრის, კრიტიკული მოქალაქის და ავტონომიური ინსტიტუტების გარეშე უბრალოდ ცარიელი სიტყვაა.
როდესაც სტუდენტები, პროფესორები იდევნებიან, უნივერსიტეტები პოლიტიკური კონტროლის ქვეშ არიან, „რეფორმაზე“ დებატი რეალობის უარყოფაა.
აქ საჭიროა მკაფიო ზღვარი.
ასეთ სივრცეში მისვლა შეიძლება იყოს გამართლებული მხოლოდ ერთ შემთხვევაში:
როცა შენ არ თამაშობ მათ თამაშს.
როცა საერთოდ არ ლაპარაკობ მათ მიერ შემოთავაზებულ თემებზე,
გარდა იმისა, რაც დღეს ქვეყანას ჭირს: რეპრესიებზე, პოლიტპატიმრებზე, დანგრეულ ინსტიტუტებზე, ჩახშობილ თავისუფლებაზე.
(მაშინ, როცა ეთერს ვთხოვდით სხვა არხს, მხოლოდ ამის გაჟღერებას ვთვლიდი სწორად და მუდმივად ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას,
რომ არ უნდა დაგვევიწროვებინა თემები.
იმ მაყურებლისთვის, ვინც სხვაგან არ გვისმენს, მხოლოდ გვეთქვა როგორ ატყუებს, როგორ ძალადობს და როგორ ანგრევს ქვეყანას და მომავალს მისი ხელისუფალი.)
ამ შემთხვევაში შენ უნდა იცოდე, რომ იმათი მაყურებლისთვის, ასეთ სივრცეში იქნები არასასურველი. არა კომფორტული სპიკერი, არა „კონსტრუქციული ოპონენტი“, არამედ ადამიანი, რომელიც არღვევს ფორმატს და უხერხულობას ქმნის.
ყველა სხვა შემთხვევაში, როცა შედიხარ დღის წესრიგში, როცა იწყებ პოლიტიკის დეტალებზე, რეფორმებზე, მომავალზე საუბარს,
შენ უნებლიედ ეხმარები რეჟიმს ნორმალიზაციაში.
აძლევ საშუალებას თქვას:
“აი, ვსაუბრობთ, პროცესი მიმდინარეობს“.
და აქ მოდის კიდევ ერთი ფუნდამენტური კითხვა
მანდატის საკითხი.
თუ საზოგადოება აზრს ითვალისწინებ და მისი სახელით საუბრობ, მასთან შეხვედრის დროს უნდა დასვა მთავარი კითხვა:
წახვიდე თუ არა?
დემოკრატია იწყება არა საუბრის უფლებით, არამედ თანხმობით.
თუ ეს თანხმობა არ მიგიღია,
თუ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღე,
თუ ხალხს არ ჰკითხე, მაშინ შენ არ ლაპარაკობ საზოგადოების სახელით.
ლაპარაკობ საკუთარი სახელით.
და ეს უნდა ითქვას ხმამაღლა.
აქ არჩევანი მტკივნეულია, მაგრამ მარტივი:
ან რეჟიმი არალეგიტიმურია და მასთან დებატი შეცდომაა,
ან რეჟიმი ლეგიტიმურია და მაშინ ბოიკოტი იყო სიცრუე.
ორივე ერთად ვერ იარსებებს.
დღეს, როცა ხალხი ციხეში ზის სინდისის გამო,
როცა მოქალაქეებს სჯიან უბრალოდ დგომისთვის,
როცა ტერორი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. ამ საზოგადოების გვერდის ავლა „სტრატეგიის“ სახელით აღარ შეიძლება მონათლო. ეს უკვე არც ერთიანობის დაცვაა, რადგან ზუსტად იცი, რომ გამოიწვევს დაპირისპირებას, ეს მისი შიგნიდან გამოფიტვაა.
საზოგადოებას დღეს არ სჭირდება იმიტირებული დიალოგი.
სჭირდება სიმართლე, თუნდაც ეს სიმართლე არაკომფორტული იყოს.
სჭირდება წარმომადგენლობა.
არა თვითდანიშნული,
არამედ შეთანხმებული.
კრიტერიუმი ძალიან მარტივია:
თუ შენი იქ ყოფნა უფრო მეტ სარგებელს აძლევს ძალაუფლებას,
ვიდრე ზიანს.
იქ არ უნდა იყო.
აქ შუა გზა არ არსებობს.
და ბოლოს, მინდა, ქვეყანას აღარ მართავდეს ეს რეჟიმი, და ვინც ამ ბრძოლაში დგას, ნებისმიერი გზით, ნებისმიერ ფორმაში, ჩემი მოკავშირეა.
ეს არის ჩემი დევიზი, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს.
წარმატებები ყველას, ვინც დღეს იბრძვის თავისუფლებისთვის!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved