• რეკლამა
  • კონტაქტი
13:53, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დიახ, იმდენი ქნეს, რომ თვალები დაათხრევინეს უბრალო ხალხისთვის!”

ალია ავტორი - ალია
04:00 06-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“შარშან, ჯერ კიდევ არავის ენახა ცნობილი კადრები, როდესაც კახეთიდან მომავალმა, ტელეფონში ფრაგმენტულად თვალმოკრული სიუჟეტებიდან მივხვდი, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩაფიქრებული გეგმის თანახმად მოქმედებდა და პარლამენტში შეჭრას ცდილობდა. ამ აღვირახსნილი და ამორალური გუნდისგან, ბუნებრივია, არავის უკვირს ადამიანთა კვლა, სისხლი, წამება და უსამართლობა.

დავწერე თუ არა ეს პოსტი, ჩემზე არნახული თავდასხმა დაიწყო. ყველა ფაქტი შენახული და გაშიფრული მაქვს. ეს ბოროტების მანქანა დიდი ხანია ცდილობდა ჩემს დისკრედიტაციას, არ ვიყავი თურმე სანდო, რადგან სამართლიანი ვარ და პირდაპირ ვამჟღავნებდი მათდამი ჩემს განწყობას. ბუნებრივია, არც მათ პოლიტიკურ დაკვეთებს ვასრულებდი, მაშინ, როცა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ხშირად მაიძულებდნენ! რა ჩემი საქმე იყო? მითუმეტეს, როდესაც ხედავ, რომ ეს ყველაფერი საკუთარი სისხლიანი პირისა და ხელების მოსაწმენდად ესაჭიროებოდათ!!!

ერთი უკიდურესობიდან მეორეში რატომ უნდა გადავვარდე? სხვისი პოლიტიკური ინტერესები არასოდეს გამიტარებია, არც ვინმეს რუპორი ვყოფილვარ ოდესმე და ვერც ვერასდროს მიაღწევს ვინმე ჩემი სიტყვისა და პროფესიული თავისუფლების შეზღუდვას!

აი, აქ წარმომიდგა მთელი სიცხადით მათი რეალური სახე, დავიწყებული მქონდა, ეტყობა, ჩემი ძმის მონაყოლი, ორთაჭალის ციხეში მის თვალწინ როგორ ჩაცხრილეს პატიმრები და უამრავი ასეთი შემთხვევა… მოკლედ, გამოვაქვეყნე თუ არა ეს პოსტი, იმ წუთიდან ღიად დაიწყო ჩემი დევნა და ცილისწამება, კომენტარებშივე ამოიცნობთ 200 ტროლსა და მიზანმიმართულ ბულინგს. უფრო ადრე კი, როგორც ვთქვი, მალულად იბრძოდნენ, რათა დროულად ჩამოვეშორებინე თემირლანის საქმეს.

ვიღაც ბრიყვს, ალბათ, ჰგონია, რომ ჩემი დუმილი სისუსტეა. არავინ იცის ჩემზე მეტი და არავინაა ჩემზე მართალი ამ საქმეში! არავინაა ჩემზე სუფთა და ნამდვილი, უანგარო და ნეიტრალური! დიახ, ამას დრო დაამტკიცებს! მე ვდუმვარ ჩემი ქისტი ხალხის, პაპისა და ნათესავების პატივისცემით, თუმცა ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. სხვა ვინ იცის თუ არა მე, რა ნაძირალა და ამაზრზენია მათი ჩანაფიქრები. ადამიანი ვერასოდეს ჩაიდენს უსინდისობას, თუ ეს მის ბუნებაში არ ზის! კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების!

დიახ, 20 ივნისი სწორედ ის დღეა, როდესაც ავაზაკმა ოპოზიციურმა ლიდერებმა ქვეყანაში არეულობა და სისხლისღვრა განიზრახეს.

დიახ, ეს ის დღეა, როდესაც ხალხის გულწრფელ პროტესტს შეუერთდა რა ბოროტების ჯგუფი, ყველაფერი გაფუჭდა და გაუფასურდა!

დიახ, ეს ის დღეა, როდესაც ყველა ერთად ვაპროტესტებდით რუსულ ოკუპაციას!

დიახ, ეს ის დღეა, როდესაც იმდენი ქნეს, რომ პროვოკაციული ზრახვებით დაბრმავებულებმა თვალები დაათხრევინეს უბრალო ხალხისთვის!

დიახ, მათ მოაწყვეს პროვოკაცია და ისარგებლეს საზოგადოების ჯანსაღი და სამართლიანი პროტესტის განცდით, რომელიც ყოველთვის იქნება, ვიდრე ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved