ევროკავშირის ქვეყნები ახალ რეგულაციაზე მუშაობენ, რომლის მიხედვითაც მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აიკრძალება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემა „როიტერის” ცნობით, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას მხარი უკვე დაუჭირა. კერძოდ, კანონპროექტს 130-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 21-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონპროექტს ახლა საფრანგეთის სენატმა უნდა უყაროს კენჭი.
ახალი რეგულაციის შემოღებაზე მუშაობს ესპანეთის მთავრობაც. ამასთანავე, ესპანეთში აპირებენ მიიღონ კანონი, რომელიც სოციალური მედიის მფლობელებს მათ პლატფორმებზე სიძულვილის ენის დაშვების შემთხვევაში პასუხისმგებლობას დააკისრებს.
15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას აპირებენ საბერძნეთშიც.
მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს დიდი ბრიტანეთიც. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, შეისწავლიან საკითხს, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა და როგორ განხორციელდეს ის საუკეთესოდ. ბრიტანეთის მთავრობა ასევე განიხილავს ზომების მიღებას სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა – აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მსჯელობენ თურქეთშიც.














კომენტარები