• რეკლამა
  • კონტაქტი
18:41, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბლაგვი საგანი ავალიანის საქმეში – რას ამტკიცებს დღეს პროკურატურა, რომელიც გვარწმუნებდა, რომ ხელის ერთი დარტყმით შუბლის ძვალის გატეხვაა შესაძლებელი?

ალია ავტორი - ალია
13:55 02-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,933

საქალაქო სასამართლოში, თბილისში მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე ჩანიშნული პროცესი 20 წუთში დასრულდა.

მოსამართლემ საგამოძიებო უწყების წარმომადგენელს დაუკმაყოფილა შუამდგომლობა და ახლადგამოვლენილი მტკიცებულების სახით, საქმეს კომისიური ექსპერტიზის დასკვნა დაურთო.

სამედიცინო ექსპერტებმა გიგა ავალიანის სხეულზე მიყენებული დაზიანების კვალი კიდევ ერთხელ შეაფასეს. დასკვნაში წერია, რომ ის შუბლის არეში მძიმე, ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად დაიღუპა.

ცნობისთვის, პროკურატურა კარგა ხანს ამტკივებდა, რომ მხოლოდ ხელის დარტმით მიიღო ავალიანმა დაზიანებები, კერძოდ, კი, “ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“. პროკურატურა აცხადებდა, რომ არსებობს ვიდეო, რომელიც თავდასხმას ასახავს, თუმცა, თავდაპირველად, არ ამბობდა, რომ ვიდეო არაა სრული და მხოლოდ ნაწილია მასზე ასახული, პირიქით, მტკიცებით ფორმაში აცხადებდა, რომ ხელის ერთი დარტყმით შეიძლება მოზარდმა ადამიანს თავის ყველაზე მსხვილი, შუბლის ძვალი ჩაუმსხვრიოს, თან ისე, რომ ხელი, რომელიც დაარტყა, არ ჰქონდეს დაზიანებული, გამომდინარე იქედან, რომ ხელის ძვალი ბევრად მყიფეა, ვიდრე შუბლის. მოგვიანებით, ვითარდებოდა ვერსია, რომ გიგა ავალიანი წაიქცა და კეფა დაარტყა, თუმცა, პროკურატურა ვერ ხსნიდა, როგორ გაუტყდა ავალიანს შუბლის ძვალი, კეფის დარტყმით. ავალიანის დედა კი ამტკიცებს, რომ საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, თავად იპოვა სისხლიანი ქვა შემთხვევის ადგილთან და თავად წარადგინა გამოძიებასთან. 

დღეს საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ მტკიცებულებების მოპოვება, სასამართლო პროცესების პარალელურად გრძელდება.

“ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, მათ შორის იყო კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც შემდგომ პროცესებზე გამოვიკვლევთ და მოხდა ამ მტკიცებულების დასაშვებად ცნობა. 

განვმარტავ, რომ აღნიშნული საქმიდან გამოყოფილი არის საქმე გამოძიების ფარგლებში და ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება, მტკიცებულების შეფასების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება [ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით]. ყველა მიმართულებით მიმდინარეობს აქტიურად საგამოძიებო მოქმედებები, აქტიურად ვართ თანამშრომლობაში დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან და შესაბამისად ხდება ინფორმაციის და მტკიცებულებების მოპოვება,” – განაცხადა პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, მანამდე გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს – დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved