• რეკლამა
  • კონტაქტი
06:45, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკანდალი: “10 000 ლარად ნაყიდი კოვიდ დიაგნოზი – ხელისუფლება სტატისტიკას ხელოვნურად ზრდის”

ალია ავტორი - ალია
23:10 06-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

10 000 ლარად ნაყიდი დიაგნოზი – “მთავარმა არხმა” იმ ოჯახს მიაკვლია, რომელსაც გარდაცვალების მიზეზის შეცვლა გარკვეული თანხის სანაცვლოდ შესთავაზეს. მარნეულში მცხოვრები ქალბატონი გვიყვება, რომ მისი შვილი ორი კვირის წინ გულის დაავადების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახთან ჯერ ექიმები, შემდეგ კი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მივიდნენ და 10 ათასი ლარი შესთავაზეს მხოლოდ იმისთვის, რომ გარდაცვალების მიზეზად კოვიდ 19 ჩაეწერათ. უთხრეს, რომ საბუთებს თავად მოაგვარებდნენ, ოჯახს კი კორონავირუსით გარდაცვალების ვერსია უნდა დაედასტურებინა.


ამ ისტორიის გაგების შემდეგ “მთავარი არხი” დაინტერესდა, რამდენად მასიური ხასიათი ჰქონდა მსგავს შეთავაზებას. “მთავარმა” აღმოაჩინა, რომ ფაქტი ბევრია და ამაზე თითქმის ყველა რეგიონში საუბრობენ. როგორც წესი, ოჯახები ვისთანაც მსგავსი შეთავაზება იყო კამერის წინ გამოჩენას ერიდებიან. თუმცა პირად საუბრებში “მთავარ არახს” უყვებიან, რომ ჭირისუფალთან ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მიდიან. ისინი გარდაცვლილის ოჯახს ფულს სთავაზობენ, ამ ფულის სანაცვლოდ კი იმის დადასტურებას, რომ მათი ოჯახის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა. განსაკუთრებით ხშირია ეს შემთხვევები იმ რეგიონებში, სადაც კოვიდ 19 ყველაზე მეტად იყო გავრცელებული, მაგალითად მარნეულში.

ამბის გასაგებად “მთავარი” ჩაიხანაში მივიდა. რაიონში მომხდარი ამბები აქ ყველაზე კარგად იციან. ინფორმაცია დაადასტურეს. “მთავარ არხს” უთხრეს, რომ ბოლო დროს თითქმის ყველა ოჯახში მიდიან, სადაც მიცვალებულია და რა მიზეზითაც უნდა იყოს გარდაცვლილი კორონავირუსის ჩაწერას სთავაზობენ.

ჯანდაცვის სფეროზე მომუშავე ექსპერტები სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდის შესაძლო მიზეზზე საუბრობენ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გარდაცვალებისა და დაინფიცირების გაზრდილ შემთხვევებს ხელისუფლება იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ არჩევნების გადადებას დააპირებენ.

ის, რომ ხელისუფლება არჩევნების გადადებას კორონავირუსის მეორე ტალღის მომიზეზებით გეგმავს იციან განათლების სისიტემაში მომუშავე პედაგოგებმაც. “მთავარს” ხელში ჩაუვარდა პირადი მიმოწერა, სადაც მასწავლებელი მშობლებს აფრთხილებს, რომ სწავლება სექტემბრიდან ან ჰიბრუდული, ან სრულად დისტანციური მეთოდით გაგრძელდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილებას არჩევნების შესაძლო გადადების შესახებ “ქართული ოცნება” იმ რეიტინგების მიხედვით მიიღებს, რომელიც ზაფხულის ბოლომდე პარტიას ექნება. ბოლო მონაცემებით ივანიშვილის გუნდის შედეგი არც თუ ისე სახარბიელოა, ამიტომ არ არის გამორიცხული მმართველმა ძალამ პანდემიური ვირუსი სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

წყარო: “მთავარი არხი”

“ალია” – შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ იგივე ინფორმაცია გაავრცელა სოციალური ქსელის მომხმარებელმა გიორგი ბოლქვაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved