• რეკლამა
  • კონტაქტი
06:43, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

ალია ავტორი - ალია
14:56 01-30-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
438

ბუასილი ერთ–ერთია იმ დაავადებებს შორის, რომლის აღმოჩენისას, კარგა ხანს არ მიდიოდნენ ადამიანები ექიმთან. საბედნიეროდ, ბოლო წლებში, ვითარება შეიცვალა და უკვე ადამიანთა ნაწილი დაავადების პირველივე ნიშნებისთანავე მიმართავს პროქტოლოგს. ეს კი გართულების რისკს ამცირებს.

რა უნდა გავაკეთოთ დაავადების პრევენციისთვის, რომელიც „წითელი ნიშანი“, რომელიც მიგვანიშნებს რომ სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ექიმს და რა ტექნოლოგიური სიახლეებია მკურნალობის მეთოდებში, „ალიას“ ამ და სხვა კითხვებს, ნიუ „ჰოსპიტალსის“ ქირურგი, პროქტოლოგი, საქართველოს კოლოპროქტოლოგთა ასოციაციის წევრი, მამუკა გრიგალაშვილი პასუხობს.

მამუკა გრიგალაშვილს 30 წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს და ლაზერული აპარატით ქირურგიული მანიპულაციების ჩატარების გადამზადების კურსი გავლილი აქვს თურქეთსა და გერმანიაში.

– რა ფუნქცია აქვს ჰემოროიდულ კომპლექსს ჩვენს ორგანიზმში?

– ბუასილი, იგივე ჰემოროიდულ კომპლექსი  ეს არის ადგილი, სადაც ხდება არტერიების და ვენების შერწყმა, ის ასრულებს საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ჩვენს ორგანიზმში,  სხვა ანატომიურ სტრუქტურებთან ერთად, ხელს უწყობს  თხიერი განავლოვანი მასების და აირების შეკავებას.

– რამდენად საშიშია ბუასილი და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს?

– ბუასილის მთავარი გართულება ეს არის სისხლდენა, სისხლდენის  ფონზე, შეიძლება განვითარდეს მეორადი ანემია,
მეორე გართულება ეს არის – თრომბოზი, ამ დროს სისხლი გუბდება ჰემოროიდულ კომპლექსში, პაციენტს აღენიშნება მკვეთრი დისკომფორტი და ტკივილი.
ბუასილის გართულებული ფორმების შემთხვევაში,  ადგილი აქვს ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნას, პაციენტი მექანიკურ ზეწოლით ცდილობს მათ უკან დაბრუნებას. ცხოვრების ხარისხი მკვეთრად ქვეითდება, რასაც თან ახლავს შრომის უნარის გაუარესება.

– ადამიანთა რომელი ასაკობრივ, პროფესიულ ჯგუფებში ვითარდება უმეტესად ჰემოროიდული დაავადება და  როგორია დაავადების თანაფარდობა მამაკაცებსა და ქალებს შორის?

– ბუასილი ძირითადად თავს იჩენს 35-40- წლის ასაკიდან,  50 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში. ჰემოროიდული დაავადება ვლინდება  ადამიანთა დაახლოებით 40%-ში, მამაკაცებში და ქალებში გვხდება თანაბარი თანაფარდობით.

თუ ადრე ამ დაავადებას მოიხსენიებდნენ, როგორც მძღოლების დაავადებას, თანამედროვე სიტუაციაში შეიძლება დავარქვათ საოფისე დაავადება. ასევე რისკ ჯგუფებში შედიან ადამიანები, რომლებიც ეწევიან მძიმე ფიზიკურ სამუშაოს. რისკ ჯგუფში შედიან აგრეთვე, ის ადამიანები ვისაც აღენიშნება ხშირი ყაბზობა ან დიარეა.

– ბავშვები და ბუასილი…?

– არის შემთხვევები ბავშვებში ბუასილის განვითარების, თუმცა გაცილებით იშვიათად. მიზეზები აქაც იგივეა: ყაბზობა, დიარეა, სიმსუქნე, უმოძრაობა, მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორს.
უნდა აღინიშნოს რომ, იმატა ოპერაციების რაოდენობამ ადრეულ ასაკში, კერძოდ ჩემს პრაქტიკაში იყო  შემთხვევები, როცა 15 დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებზე საჭირო გახდა ოპერაციული ჩარევა

– როგორია ჰემოროიდული დაავადების სიმპტომები?

– ეს სიმპტომებია: სისხლიანი გამონადენი წვეთების ან ნაკადის სახით, დისკომფორტი, ტკივილი, წვა და ქავილი უკანა ტანის არეში, სიმძიმის და უცხო სხეულის ან არასრული დაცლის შეგრძნება დეფეკაციის შემდეგ. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ადგილი აქვს კვანძების გამოვარდნას დეფეკაციის დროს (ზოგჯერ სიმძიმის აწევის ან სიარულის დროსაც),  ხანდაზმულ ასაკში გახანგრძლივებულმა ბუასილმა შეიძლება გამოიწვიოს ანალური სფინქტერის უკმარისობა, ნაწლავის შიგთავსის შეუკავებლობა.

– თუ არსებობს სიმპტომი, ე.წ. წითელი ხაზი, რომელიც მიგანიშნებს რომ გადაუდებელია ექიმთან ვიზიტი?

– ეს სიმპტომებია სისხლიანი გამონადენის რამოდენიმე ეპიზოდი, ტკივილის ინტესივობის და ხანგრძლივობის ზრდა. შესივება, რომელიც იზრდება ზომაში. ჩირქოვანი გამონადენი, ასევე, თუ აღნიშნულ ჩივილებს თან ახლავს ტემპერატურის მატება,

– რომელი გამოკვლევები ტარდება დიაგნოზის დასადგენად ნიუ ჰოსპიტალში და მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება ჰემოროიდული დაავადების დროს?

– დიაგნოზის დადგენის მიზნით პირველ რიგში საჭიროა გასინჯვა, შემდგომ ტარდება  პროქტოსკოპია, საჭიროების შემთხვევაში კოლონოსკოპია. დიაგნოზის დადგენის შემდეგ თუ პაციენტი არ საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას, ენიშნება კონსერვატიული, მედიკამენტოზური მკურნალობა. თუ არის საოპერაციო ფორმის ბუასილი, სასურველია მოხდეს ჩარევა მცირეინვაზიური ან რადიკალური მეთოდით.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებია დანერგილი, რაც საშუალებას გვაძლევს პაციენტს მაქსიმალურად მარტივი გამოსავალი შევთავაზოთ. ეს გახლავთ HAL-RAR-ის მეთოდი  და ლაზერული ჰემოროიდოპლასტიკა (LHP).

  • თითოეული ეს მეთოდი პაციენტისთვის ძალიან კომფორტულია, რადგან არ რჩება ღია ჭრილობა.
  • სწრაფად ხდება შრომის უნარიანობის აღდგენა,

გართულებული ფორმების შემთხვევაში (როდესაც ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნას აქვს მუდმივი ხასიათი ან ადგილი აქვს ხშირ სისხლდენას) მივმართავთ ოპერაციულ მკურნალობას ტრადიციული მეთოდით. შესაძლებელია დაავადების გარკვეული ფორმის დროს  ოპერაცია გაკეთდეს კომბინირებულად, კერძოდ ნაწილობრივ მცირე ინვაზიური და ნაწილობრივ რადიკალური მეთოდით, ამ შემთხვევაშიც პოსტოპერაციული პერიოდი მიმდინარეობს იოლად და სწრაფად.

– უფრო მეტი რომ გვითხრათ პოსტოპერაციულ პერიოდზე და ვადებზე

– პოსტოპერაციული პერიოდი  ინდივიდუალურია, რადიკალური ოპერაციის შემდეგ სრულ შეხორცებას ესაჭიროება მაქსიმუმ  1.5-2 თვე, ფიზიკური აქტივობა გაძნელებულია  საშუალოდ მხოლოდ 1-დან 3 კვირამდე.
მცირე ინვაზიური ოპერაციების შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი გრძელდება დაახლოებით 7 დღე,

– რა აზრის ხართ ბოლო პერიოდში სოციალურ მედიაში გააქტიურებულ ბუასილის არატრადიციული მკურნალობის მეთოდების რეკლამირებაზე?

– ეს ძალიან სარისკო ნაბიჯია, იკარგება დრო, რა პერიოდშიც შესაძლებელია უფრო გაღრმავდეს დაავადება. აუცილებელია ბუასილის დიფერენცირება სხვა დაავადებებისგან. საჭიროა სწრაფი კონსულტაცია პროქტოლოგთან.

– ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ბუასილზე…

– პაციენტებს ხშირად აინტერებთ, არის თუ არა შესაძლებე;ლი რომ  ბუასილი გადაგვარდეს სიმსივნეში. სტატისტიკური მონაცემებით და ჩემი გამოცდილებით, ასეთი პრეცედენტი არ არსებობს

– პრევენცია- როგორ მოვიქცეთ, რომ ბუასილი თავიდან ავიცილოთ? 

– შესაბამისი რაოდენობის წყლის მიღება ხელს უწყობს განავლის დარბილებას, კერძოდ სასურველია 1 კგ ზე 30 მლ წყლის მიღება დღის განმავლობაში. ასევე აუცილებელია ჯანსაღი კვება, უმნიშვნელოვანესია  ბოჭკოებით მდიდარი საკვების მიღება, ბოჭკოს კარგი წყაროა ხილი, ბოსტნეული, თხილეული. უნდა მოვერიდოთ  მარილიანი, ცხარე, ცხიმიანი პროდუქტის მიღებას,
დაავადებას ამწვავებს ღორის და ცხვრის ხორცი, ალკოჰოლი (განსაკუთრებით შავი ღვინო და ლუდი), ნიგოზი, წიწაკა, აჯიკა, ნიორი. ასევე ის პროდუქტები რომლებიც იწვევენ გაზების დაგროვებას: კომბოსტო, ბოლოკი, ლობიო, ბადრიჯანი, გაზიანი სასმელი და ა.შ.

– თქვენი აზრით რამდენად საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება პროქტოლოგიური დაავადებების შესახებ?

– მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სწორი და საჭირო ტენდეცია, ბოლო პერიოდში აღინიშნება პაციენტების მომართვიანობის ზრდა დაავადების ადრეულ სტადიებზე, რაც ხელს უწყობს გართულების რისკის შემცირებას.

(R)

თეგები: მამუკა გრიგალაშვილინიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved