• რეკლამა
  • კონტაქტი
03:00, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“განგაშის დროა! ამერიკამაც ცოტა უნდა გაახილოს თვალები” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
17:57 01-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
778

ყოფილი პარლამენტარი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:

კანონპროექტი, რომლის მიღებაც გუშინ “ოცნებამ” დააანონსა, კატასტროფულია. ეს იმაზე უარესია, ვიდრე აგენტების კანონი. ასეთი რამ არც რუსეთში არის და არც ბელარუსში.
იმას, რასაც პუტინმა 20 წელი მოანდომა, ივანიშვილს უნდა 2 წელიწადში მოათავოს.
ამერიკამაც ცოტა უნდა გაახილოს თვალები. სამარცხვინოა, რომ კონგრესში კანონპროექტს, რომელსაც საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებისთვის ნაწილობრივ მაინც რომ უნდა შეეშალა ხელი, ბლოკავს ვიღაც თაღლითი ნიკანდროსი, “ჭ” კლასის ბიზნესმენი, რომლის “ფრონტერას” კახეთში ერთი ჟანგიანი ნავთობის საქაჩი ედგა თვალის ასახვევად და 28 წელიწადი ატყუებდა ამერიკელ აქციონერებს, რომ იქ იმაზე მეტი ნავთობი და გაზი მოიპოვება, ვიდრე კუვეიტში და აზერბაიჯანში ერთად აღებული. ამ, უკვე გაკოტრებული კომპანის მეპატრონე, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესში პალატის სპიკერი და მთავრობაში სახელწიფო დეპარტამენტი მონდომებულია “მეგობარი” აქტის მიღებით, მაინც ახერხებს ერთი ლობისტი სენატორის მეშვეობით ამ ინიციატივის დაბლოკვას.
მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ის გულარხეინი დამოკიდებულება, რომ საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი ფეხს ვერ მოიკიდებს, რომ ქართველები სხვანაირები (განსაკუთრებულები) ვართ, არის მეტად სახიფათო. საქართველოში კი არა, ესპანეთში იყო დიქტატურა და გერმანიაში.
დრომოჭმული, ამპარტავნული საბჭოთა პერიოდში ფეხმოკიდებული გამოთქვამი- “რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ”, თითქმის გაქრა ქართულ სოციალურ-პოლიტიკურ დისკურსში. კარგია, რომ მსგავსი სტერეოტიპებისგან ვთავისუფლდებით, რასაც ვერ ვუტყვით იმ პოლიტიკური რისკების შეფასების კონტექსტში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.
თვითდამშვიდება და ილუზიები დამღუპველია. საქმე რუსეთთან გვაქვს და არა მის ადგილობრივ მარიონეტთან.
განგაშის დროა!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved