• რეკლამა
  • კონტაქტი
19:55, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა გვარამიას შვილები ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან: “მეკითხებიან ვინმე ხომ არ გვითვალთვალებს“

ალია ავტორი - ალია
20:26 01-25-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მეუღლე სოფიო ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურის მხრიდან უკანონო თვალთვალი მისი არასრულწლოვანი შვილების მიმართაც ხორციელდებოდეს. მან საქმის მოკვლევის მიზნით სახალხო დამცველს მიმართა.

„1 თვის განმავლობაში მითვალთვალებდნენ პირადად მე, მაგრამ თვალთვალის დოკუმენტებში, სადაც მითითებულია რა დროს, როგორ, სად მივდიოდი და მოვდიოდი. 30 დღის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ არის ნათვალთვალები, როდესაც მე ამ მანქანით გადავაადგილდებოდი. დანარჩენ შემთხვევაში, თვალთვალი ხორციელდებოდა კონკრეტულად ჩემზე. არანაირი მანქანა იქ არ ფიგურირებდა. ეს მანქანა იდგა ჩემი სახლის ეზოში და ვინმე რომ მოსულიყო და ეკითხა ჩემთვის, ან კორპუსის დაცვისთვის, მეზობლებისთვის, ისინი დაადასტურებდნენ რომ იმ პერიოდში, ნამდვილად ამ მანქანით დავდიოდი. ასევე ძალიან უცნაურია და ჩემთვის ძალიან მიუღებელია ის ფაქტი, რომ ამ მანქანით როდესაც არ ვმოძრაობდი, იმ დღეებშიც ხორციელდებოდა ჩემზე თვალთვალი. 

ყველაფერს აქვს საზღვარი, წითელი ხაზი სად გადის ამ ბრძოლაში, რატომ მიყენებენ მე იარაღად, რატომ უთვალთვალებენ ჩემს შვილებს, მათი ცხოვრება და გადაადგილება რატომ უნდა იყოს გადაღებული და იარაღად გამოყენებული? რატომ უნდა ირღვეოდეს არასრულწლოვნების უფლებები და ჩემი უფლებები, როგორც დამოუკიდებელი ადამიანის?

საერთოდ არ გამოვრიცხავ ამას და მეტსაც გეტყვით, მაგის ძალიან მეშინია და ვდარდობ. ბავშვები არიან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და მუდმივად მეკითხებიან „სკოლაში როცა მივდივართ ვიღაც თუ მოგვსდევს?“, „რომ ვსეირნობთ, ვინმე ხომ არ გვითვალთვალებს“ და ა.შ. მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მრავალწლიანი ზეწოლის, გამო ჩვენს ოჯახზე ძალიან რთულია. მით უმეტეს ამ კადრების გავრცელების შემდეგ. პატარები არ არიან და ვერ ვახდენ ამის იზოლაციას და დამალვას. ძალიან ცუდ დღეში ვართ ყველანი. რატომ გვიყენებენ ოჯახის წევრებს ნიკას წინააღმდეგ ბრძოლაში?!“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

(აიპიენი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved