• რეკლამა
  • კონტაქტი
08:08, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამის შემდეგ დანიშნავენ არჩევნებს” – რისთვის და ვისთვის სჭირდება “ოცნებას” “დებატები”? – გივი თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
18:23 01-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
244

პარლამენტის ყოფილი წევრი, პატიმრობაში მყოფი გივი თარგამაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში ყოფილი მაღალჩინოსანი წერს:

ვფიქრობ, საზოგადოებამ ცოტა გულუბრყვილოდ მიიღო ქოცების ბოლო ინიციატივა დებატების აღდგენის შესახებ, არასწორად გაიგო. განა ქოცებმა სადმე ახსენეს დებატები პროევროპულ ოპოზიციასთან! რამდენადაც ვიცი, არსად. ვფიქრობ, ამას არც განიხილავენ. ეს მათი მწირი ლოგიკიდანაც კი სრულად ამოვარდნილი იქნებოდა და არანაირ სარგებელსაც არ მოუტანდა, თუნდაც მათ მიერ განსაზღვრულ საკუთარ მედიებში საკუთარი წესებით – კრიტიკულ მედიებში ქოცების მისვლა ახლავე გამორიცხეთ.ბუნებრივია, იტყვიან, რომ დამნაშავეებთან, რომელთა აკრძალვასაც ითხოვენ, დებატებს არ აპირებენ.

დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში საქართველოში რუსული დღის წესრიგის იმ თავის განხორციელება იწყება, რომელზეც ადრე ვილაპარაკე. ხომ გვითხრეს, რომ ჩვენი მომავალი დუშანბეში წყდება? და რაზე იყო იმ დუშანბეში კინო? ომზე? სიყვარულზე? ნეიტრალიტეტზე. აი დებატების თემაც. ტყუილად კი არ გარჯილან რუსების მუშა ფუტკრები, ტყუილად კი არ დაუფუძნებიათ პარტიად „ნეიტრალური საქართველო“. აი მოდებატე მხარეც – კაკაბაძე, შაქარიშვილი… ალბათ კიდევ რამით გააზავებენ. ვთქვათ, „ხალხის ძალას“ ისევ დამოუკიდებლობას დააბრალებენ და შეედებატებიან.

საზოგადოების ხმას – ხაინდრავებს, უცნობებს, ჭაობის სხვა ბინადრებსაც ახმოვანებენ. დებატები დუგინის დოქტრინის ფარგლებში წარიმართება, მისივე დღის წესრიგით.მიუთითებენ დღევანდელი მსოფლიოს არასტაბილურობაზე, ტრამპის ომზე ევროპასთან, ევროპის რღვევაზე, დიდების ომისგან სამშვიდობო ფარის – ნეიტრალიტეტის აუცილებლობაზე. გლუვი შათირიშვილის უკვე გამოქვეყნებულ და დაანონსებული წერილებით, ცოტა პუტინსაც შეეხებიან, ისე რომ არ აწყენინონ. ალბათ დებატების ვადებიც უკვე განსაზღვრული აქვთ და ამ ვადების ამოწურვის შემდეგ დადებენ შედეგსაც- დანიშნავენ არჩევნებს. ახლა ვერ ვიტყვი, არჩევნებს საერთო-სახალხო გამოკითხვასაც დაუპარალელებენ თუ მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობისა და შესაბამისი ცვლილებების გზით წავლენ, არ აქვს მნიშვნელობა. პროცესის დაწყებაზე დავალება ალბათ ფიფიამ ჩამოუტანა საპატრიარქოში სტუმრობისას.

შესაძლოა, ვცდები, მაგრამ ძალიან არ მგონია ვცდებოდე.

P.S. ხო, კიდევ, გამახსენდა – ბარემ ახალი ოპოზიციითაც იმშობიარებენ – ჯერ კიდევ როდის შეგვპირდა ამას გლუვი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved