• რეკლამა
  • კონტაქტი
17:17, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველო დიდ სკანდალში ეხვევა – რუსული საწვავი ექსპორტზე გაიტანეს როგორც ქართული პროდუქტი” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
17:07 01-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,422

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

საქართველო დიდ სკანდალში ეხვევა. საქსტატმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველომ ექსპორტით(და არა რეექსპორტით) გაიტანა 79,5 მილიონი დოლარის ღირებულების 151,7 ათასი ტონა მზა საწვავი. ეს ოპერაცია განხორციელდა ძირითადად ნოემბერ-დეკემბრის თვეში. ეს ემთხვევა ოქტომბრის თვეში ყულევის მშენებარე ნავთობგადამამუშაველ ქარხანაში 105 ტონა რუსული ნედლი ნავთობის (ასეა კლასიფიცირებული საბაჟოს მიხედვით) შემოტანას.

პრობლემა იმაშია, რომ ეს ქარხანა ჯერაც არაა შესული ექსპლუატაციაში. მაშინ რა შეიძლება მომხდარიყო:

-საბუთებში მითითებული ნედლი ნავთობის ნაცვლად შემოიტანეს რუსული წარმოების დიზელის საწვავი ან ბენზინი და ექსპორტზე გაიტანეს როგორც ქართული პროდუქტი. ეს საბაჟო საბუთების გაყალბება და სისხლის სამართლის დანაშაულია. ამავე დროს, ეს სანქციების გვერდის ავლაცაა, ვინაიდან რუსული ნავთობპროდუქტი ევროკავშირის ქვეყანაში (მალტა) გაიყიდა.
-შესაძლოა შემოტანილი იყო დიზელის საწვავის ნახევარფაბრიკატი(თუმცა საბაჟოზე ნედლი ნავთობია დაფიქსირებული), მოხდა მასში მცირე მოცულობით სხვა ნივთიერებების შერევა, ანუ ხარისხის “გასწორება” დანამატებით. ეს არ არის ნავთობის გადამუშავება, ეს ლოგისტიკური კოსმეტიკაა. მისი გატანა თუნდაც ამ მანიპულაციით არის სანქციების დარღვევა.

ყულევის ტერმინალი, რომელიც რუსებთანაა დაკავშირებული, ჯერ არ ამუშავებულა და უკვე სერიოზული დარღვევებით იწყებს ოპერირებას.

საქსტატი დუმს. ალბათ მთავრობაში არკვევს, რა უნდა თქვას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved