• რეკლამა
  • კონტაქტი
04:49, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

საქართველოს ეკონომიკა 2025-2026 წლებში

ალია ავტორი - ალია
16:43 01-22-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Screenshot

Screenshot

Facebook-ზე გაზიარება
152

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტიციების გამორიცხვით, მცირედით, თუმცა მაინც დადებითი იქნება. საყურადღებოა, რომ, ზედიზედ სამი კვარტალია, სეზონურად შესწორებული მიმდინარე ანგარიში პროფიციტშია, მაშინ როდესაც ისტორიული მონაცემებით აქამდე აღნიშნული მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა. მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში წამყვან როლს მომსახურების ექსპორტის ზრდა ასრულებს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორიდან. ასევე გამოსაყოფია, ერთი მხრივ, იმპორტის ზრდის ტემპის შენელება, ხოლო, მეორე მხრივ, ფულადი გზავნილებისა და ტურისტული შემოსავლების მატება. რეინვესტიციების ჩათვლით, პროგნოზის თანახმად, მიმდინარე ანგარიშის ჯამური დეფიციტი 2025 წელს მშპ-ის 2.7%-ს მიაღწევს, რაც აგრეთვე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 

გასული წლის მეორე ნახევრიდან ეკონომიკური ზრდა შენელდა, რაც გრძელვადიანი ტენდენციის ირგვლივ ნორმალიზების ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. რაც შეეხება 2026 წელს, ეკონომიკური ზრდის პერსპექტივისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად რუსეთ-უკრაინის ომი რჩება. კონფლიქტის დასრულების სცენარში საქართველოს ეკონომიკაზე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხრივ მრავალი ფაქტორი იმოქმედებს, თუმცა წმინდა ეფექტი, ჩვენი შეფასებით – რაც, შესაძლოა, მიმდინარე მდგომარეობით, საბაზრო კონსენსუსი არ არის – გარკვეულწილად მაინც უარყოფითი იქნება. ამდენად, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა საბაზო სცენარში, დაახლოებით, 4.5%-ს შეადგენს.

 

ლარის კურსის კუთხით, 2025 წელს გამყარების მიმართულებით სამი ძირითადი ფაქტორი მოქმედებდა: დოლარის გლობალური სისუსტე, გაზრდილი წმინდა სავალუტო შემოდინებები და ქვეყნის შიგნით უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის კლება, რაც დეპოზიტების ლარიზაციისა და სესხების დოლარიზაციის ზრდაში აისახა. ლარის მხარდამჭერი გარემოს ფონზე, სებ-მა გასულ წელს, ჩვენი შეფასებით, 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეიძინა. შედეგად, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 6.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წმინდა რეზერვებმა, ასევე ჩვენი შეფასებით – 3.2 მილიარდი აშშ დოლარი.

 

აღსანიშნავია, რომ, თიბისი კაპიტალის წონასწორობის მოდელების თანახმად, 2025 წელს ლარი როგორც დოლართან, ასევე სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით ზედმეტად არის გაუფასურებული, რაც, ცალკე აღებული, ლარის გამყარების არგუმენტია. თუმცა საყურადღებოა, რომ ომის დასრულების სცენარი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სავალუტო ნაკადების გარკვეულ რეორიენტაციას მოიაზრებს, რაც გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიან პერიოდში ნეგატიური ფაქტორია. ამ სცენარში მოსალოდნელია სავალუტო კონვერტაციებიც, თუმცა, სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე, ასევე გასათვალისწინებელია სებ-ის მიმდინარე პოლიტიკა, რომელიც ლარის ჭარბი მერყეობის შეზღუდვას გულისხმობს. მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, 2026 წელს ლარი მხოლოდ მცირედით გაუფასურდება.

 

ინფლაციის მხრივ, ნოემბრიდან, პროგნოზის შესაბამისად, შემცირება გამოიკვეთა და დეკემბერში ფასების წლიურმა ზრდამ 4% შეადგინა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მიმდინარე წლის დასაწყისში ინფლაცია გაიზრდება, მარტიდან კი, ნაწილობრივ საბაზო ეფექტების გათვალისწინებით, შენელებას განაგრძობს და წლის ბოლოს 3.5%-ს მიაღწევს. ამ კუთხით ასევე საყურადღებოა გაზაფხულიდან, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდა და, მეორე მხრივ, სურსათის ფასების შესაძლო კორექტირება, რასაც, რა თქმა უნდა, ინფლაციის პროგნოზზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

 

და ბოლოს, გვსურს მზარდი ინტერესის ფონზე მადლობა გადავუხადოთ კომპანიებს, რომლებიც უკვე აქტიურად იყენებენ თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიას. მკითხველს შევახსენებთ, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩარჩოს მხოლოდ ერთ-ერთი მდგენელის – გაცვლითი კურსის წონასწორული შეფასებების – გამოყენებით, საქართველოს კორპორატიულ სექტორში ჯამურად 6 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ როდესაც კორპორატიული სესხების საშუალო პორტფელი ამავე პერიოდში 16.9 მილიარდ ლარს შეადგენდა.

 

2025-2026 წლებში საქართველოს ეკონომიკის ძირითადი ტენდენციები და პროგნოზები უფრო დეტალურად პუბლიკაციის სრულ ვერსიაში არის განხილული.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007300-georgian-economy-in-2025-2026

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved