• რეკლამა
  • კონტაქტი
23:29, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აჯანყება ირანში საბოლოოდ ჩახშობილია – ტრამპმა საბოლოოდ უარი თქვა რაიმე ტიპის ჩარევაზე” – თენგიზ აბლოთია

ალია ავტორი - ალია
20:49 01-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23,413

ჟურნალისტი  თენგიზ აბლოთია;

მაშ ასე, აჯანყება ირანში საბოლოოდ ჩახშობილია. ვინც ამბობს ” ეს მხოლოდ დასაწყისია” – არ იცის რაზე ლაპარაკობს.

ტრამპმა საბოლოოდ უარი თქვა რაიმე ტიპის ჩარევაზე, რაც შეეხება შიდა ძალებს, აქ ოპტიმიზმის საფუძველი ნულოვანია – ასეთი სამაგალითო დასჯის შემდეგ ირანული საზოგადოებ დიდი ხნით დემორალიზებული იქნება.

ვისაც შესაძლებლობა აქვს გაიქცევა, ვისაც არა – გაჩუმდება, სამწუხაროდ, მასშტაბური სისხლისღვრის შემდეგ ასე ხდება.

მაგრამ სპარსული ტრაგედიიდან ჩვენ ყველას შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები.

1. “საგარეო ფაქტორი”, როგორც მოვლენა, გაქრა. ის არ არსებობს. დღეიდან თქვენი გასაჭირი – მხოლოდ თქვენი გასაჭირია. შესაძლებელია, დაითრიოთ მოკავშირე, რომელიც თქვენ დაგიცავთ, ოღონდ ეს უნდა იყოს მისთვის კონკრეტული, ხელშესახები სარგებლის სანაცვლოდ..

სამყარომ, სადაც თქვენ დაგეხმარებიან უბრალოდ იმის გამო, რომ არსებობთ, გაქაჩა მხოლოდ 30 წელი, და კაცობრიობა დაუბრუნდა იმას, რაც აქამდე იყო ათასწლეულები – სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი.

2. უნდა დავივიწყოთ ისეთი გამონათქვამები როგორც:

“რას დგახართ ტყუილად ქუჩაში, საქმეს მიხედეთ”

“ეს რუსთაველზე სეირნობა როდის უნდა დაამთავროთ?”

“მიდით ბოლოს და ბოლოს, აიღეთ ეს სამთავრობო შენობები და დაამთავრეთ რეჟიმი, თორემ დადიხართ ამ დროშებით”.

3. მესამე გამომდინარეობს მეორედან – რამდენიც არ უნდა იყოთ გამოსულები ქუჩაში, რამდენიც არ უნდა ესროლოთ რეჟიმის მცველებს ქვები, მოლოტოვის კოკტეილები, რამდენიც არ უნდა შევარდეთ სამთავრობო შენობებში – ვერ მოერევით სახელმწიფის, რომელსაც ჰყავს ლოიალური ძალოვანი რესურსი.

რეჟიმების ძალოვანი ჩამოდგება შესაძლებელია მხოლოდ 2 შემთხვევაში – ან თქვენს მხარესაა ალტერნატიული შეირაღაბული ძალა, მაგალითად, ხალხის მხარეზე გადასული პოლიციის-ჯარის ნაწილები (რუმინეთი, ნეპალი), ან სახელმწიფო ძალიან სუსტია, ხოლო ძალოვანი რესურსი რაღაც პერიოდის შემდეგ იშლება (საქართველო, სომხეთი, ყირგიზეთი, მაიდანი – 2014).

ბევრმა ეს ვერაფრით ვერ გაიგო – იმედია, ირანის სისხლიანი დრამა მაინც გაგაგებინებთ.

4. მაშ რა ვქნათ? დავნებდეთ? არა. უნდა ვიბრძოლოთ. ბრძოლის ფორმატი – არა ერთჯერადი რევოლუცია არამედ ხანგძლივი მშვიდობიანი ბრძოლა სამოქალაქო უფლებებისთვის. შესაძლოა წლობითაც.

ჩვენ გვაქვს ჩვენი მაგალითი – ის რაც ჩვენთან ხდება არის სწორედაც ბრძოლა სამოქალაქო უფლებებისთვის, ამიტომაც უჭირს რეჟიმს მასთან გამკლავება,

4 ოქტომბრის ავანტიურა რა სწრაფად და უმტკივნეულო ჩაახშო – ყველამ ვმახეთ. კიდევ ვერაფერს მიხვდით? მაინც და მაინც ირანის სასაკლაო უნდა გენახათ?

დასკვნა – ბრძოლა უნდა გაგრძელდეს იმ ფარგლებში რაც არის. შედეგი – აუცილებლად იქნება.

შესაძლოა ხელისუფლებას ვერ შევცვლით, და ეს უნდა გავიაზროთ. მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია შევაჩეროთ დიქტატურის დამყარება და რუსეთის საწოლში ჩაგორება.

დღევანდელ რეალობაში ესეც უზარმაზარი მიღწევა იქნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved