თელავში მანქანა ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა 15 წლის გოგოს გზაზე გადასვლას ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულს ფეხი აქვს მოტეხილი, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.














კომენტარები