• რეკლამა
  • კონტაქტი
07:27, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
04:12 01-16-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,574

საზოგადოებრივი მოძრაობა „ფარის“ თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:

ირანში, რეჟიმის დამხობის ოპერაცია ჯერ კიდე მომზადების ეტაპზეა, დააგვიანებს, მაგრამ მოულოდნელობას ექნება თავისი ეფექტი.
ძალაუფლების გადაცემის და ლეგიტიმაციის ორი ვარიანტი შეიძლება იყოს და ორივე ჯარზე გადის. ამიტომ დარტყმის ქვეშ სამხედრო ობიექტები არ მოყვებიან.
ერთი – დარტყმები – ჯარის მიერ ძალაუფლების ხელში აღება და არჩევნების მომზადება-არჩევნები და შემდეგ როგორ გაუმართლებს ირანელებს არჩევანი. მეორე, დარტყმა – მონარქიის აღდგენა ჯარზე დაყრდნობით- ახალი კონსტიტუციის მომზადება-კონსტიტუციური მონარქია და არჩევნები – შემდეგ არჩევანის მიხედვით.
პირველი დარტყმა უნდა იყოს რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მართვის პუნქტები და არსენალი და ერთ ერთი შემდეგი სამ ობიექტიდან: ბენდერ-აბასის პორტი ( იმპორტის 50 %-ი და საკონტეინერო გადაზიდვების 70-80 % ), ან კუნძულ ხარგის ნავთობტერმინალი ( ნავთობის ექსპორტის 90 %-ი ), ან სამხრეთ ფარსის საბადოს კანგანის გაზის გადამუშავების კომპლექსი ( გაზის წარმოების 70 %). ამ სამი ობიექტიდან ერთ ერთის განადგურებაც კი რეჟიმს რესურსების გარეშე ტოვებს. თუმცა ნავთობტერმინალზე იერიში უფრო მისაღები და ჰუმანური იქნება, რაკი გაზის ან სურსათის გარეშე დარჩენა დიდ განსაცდელში ჩააგდებს უბრალო მოსახლეობასაც.
რუსეთ-ირანიის საჰაერო დაცვა რომ არაფერს წარმოადგენს ეს შარშან ვნახეთ, ამიტომ ამ ტიპის იერიშის ეფექტურობა 100 %-ს მიუახლოვდება, თანაც დანაკარგების გარეშე.
დაახლოებით ასეთ სცენარს ველოდები, რამდენიმე ათეული რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერლის მოკვლა, საავიაციო იერიში მართვის პუნქტებზე, გამაფრთხილებელი დარტყმა ნავთობ ტერმინალზე და 24 საათიანი ულტიმატუმი იარაღის დაყრასთან დაკავშირებით, შახის მიმართვა სამხედროებზე და კორიდორის მოთხოვნა ირანში ჩასასვლელად და ერთგულების ფიცის მისაღებად. შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია გონიერი და გაბედული ადამიანების სიმრავლეზე.
შარშან ისრაელისა და აშშ-ის მიზანი არ იყო რეჟიმის ჩამოშლა და მათ სხვა ამოცანები ამოწურეს ბოლომდე. წელს, თუ ირანელი ხალხის დახმარება და ბოროტების ღერძისთვის ირანის წართმევა იქნება მიზანი, ეს მიზანი მიღწევადია და თანაც გარდამტეხი იქნება ბოროტებასთან ბრძოლაში. აქვე დავამატებ, კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved