• რეკლამა
  • კონტაქტი
00:27, პარასკევი, 10 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

‘რომელ თქვენგანს არ აქვს ხელისუფლებაში ყოფნისას ბიზნესი, ბიძინადან დაწყებული?! – წერილი სოციალური ქსელიდან

ალია ავტორი - ალია
07:08 01-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,126

ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორი, ხათუნა საგინაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

რამდენიმე დღის წინ ღარიბაშვილის ადვოკატს  დავუკომენტარე – ირაკლი პოლიტიკაში უნდა მოვიდეს, მხოლოდ მას აქვს ხალხის რეალური სიყვარული და მხარდაჭერა და შესწევს, ძალა, ხელისუფლება შეცვალოს, ოცნება უკუნისამდე მაინც ვერ იქნება ძალაუფლებაში მეთქი;
და ჰოი საოცრებავ – რამდენიმე დღეში ირაკლი დაიჭირეს, ქონების სრული კონფისკაციით(!)- და ეს შემთხვევითია?
სრულიად ცხადია, მომავალი არჩევნების წინ ღარიბაშვილი გაანეიტრალეს;
ხალხი ყველაფერს ხვდება, ხვდება, რომ საქმე თავიდან ბოლომდე თეთრი ძაფითაა ნაკერი და სულ ამაოდ ჰგონია მავანს, რომ ხალხს დააბოლებს რამდენიმე პროპაგანდისტული არხის იმედად.
მით უფრო, რომ საქართველოში ზედიზედ ბარე ორმა არ იცის, რეალურად რა ჩაიდინა საციხო ორგზის პრემიერ-ყოფილმა;
რა, ბიზნესი აწარმოა? – და რომელ თქვენგანს არ აქვს ხელისუფლებაში ყოფნისას ბიზნესი, ბიძინადან დაწყებული?!
დეკლარაციაში შემოსავლები არასრულად აჩვენა? – და თქვენ ყველაფერი სააშკარაოზე გაქვთ გამოფენილი?
ამდენი ხანი ქექეთ ქექეთ და თქვენი უნამუსობის გასამართლებლად ისიც კი რომ ვერ შეთითხნეთ, ენა არ მოგიბრუნდათ, გეთქვათ, ღარიბაშვილი კორუფციაში იყო ჩართული, ქრთამებს იღებდა ან ტენდერებზე მონოპოლია ჰქონდა დაწესებულიო..
ნუ ი ნუ…
ეს ისე არ ჩაივლის;
ღარიბაშვილის გაშავების მცდელობით რეალურად თავს გამოუტანეთ განაჩენი,
ტყუილად გგონიათ ხალხი ბრიყვი…
ხალხი ბრძენიცაა და სამართლანიც, ხალხმა სიყვარულიც ნამდვილი იცის და ერთგულებაც, ის, რაც თქვენ არ გაგაჩნიათ, იმას კი ვერანაირი ძალაუფლებით ვერ იყიდით, რაც ირაკლის აქვს – ხალხის სიყვარულს, მით უფრო ჩვენმა გულმოწყალე, მადლიანმა ერმა ყველაზე მთავარი, რაც შეისისხლხორცა, ღვთიური ნიჭი – უსამართლოდ დაჩაგრულის გვერდით დგომააა…
და ყველაზე უმთავრესი – ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის – დაელოდეთ!
კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობა #ირაკლი_ღარიბაშვილს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved