• რეკლამა
  • კონტაქტი
11:42, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არც მოლები და არც შაჰი – ირანელებს არ სჭირდებათ უცხოეთიდან „შემოგდებული” მონარქი” – ირანელი პუბლიცისტის სტატიის თარგმანი

ალია ავტორი - ალია
16:38 01-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Rally In Support Of Iranian Protesters In London, UK - 11 Jan 2026 Royalist protesters gather with signs of Reza Pahlavi and flags and call for an end to the current Iranian regime during the demonstration. People take part in a rally in solidarity with protesters in Iran, in London, England starting outside the Iranian embassy. Later members of the Iranian community gathered outside Downing Street, calling on the British government to support Iranians as anti-government protests continue across Iran. The demonstrations have followed economic troubles in the country and the regime shutting down the internet and arresting many protesters. London United Kingdom Copyright: xMartinxPopex/xSOPAxImagesx MPOPE_A720408

Rally In Support Of Iranian Protesters In London, UK - 11 Jan 2026 Royalist protesters gather with signs of Reza Pahlavi and flags and call for an end to the current Iranian regime during the demonstration. People take part in a rally in solidarity with protesters in Iran, in London, England starting outside the Iranian embassy. Later members of the Iranian community gathered outside Downing Street, calling on the British government to support Iranians as anti-government protests continue across Iran. The demonstrations have followed economic troubles in the country and the regime shutting down the internet and arresting many protesters. London United Kingdom Copyright: xMartinxPopex/xSOPAxImagesx MPOPE_A720408

Facebook-ზე გაზიარება
1,120

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

🫂 უდიდესი უბედურება ტრიალებს ირანში. ყველა ნორმალური ადამიანი შეძრწუნებული ადევნებს თვალს უზარმაზარ სახელმწიფოში განვითარებულ მოვლენებს. არ მეგულება არავინ, ვისაც ამ სისხლიანი სასაკლაოს დასრულება და მასზე პასუხისმგებელი რეჟიმის გასამართლება არ სურდეს! ყველანი სოლიდარულნი ვართ თავგანწირული მებრძოლებისადმი, რომელთაც მშვიდობა და თავისუფლება სურთ.
საკითხის მემარცხენე პერსპექტივის აღსაქმელად გთავაზობთ ნაუცბათევად თარგმნილ სვეტს “თაგესცაითუნგიდან”, რომლის ავტორი ირანელი პუბლიცისტი და რელიგიათმცოდრე, ქ–ნი ნოშინ შაჰროხია.
🔴 არც მოლები და არც შაჰი
ირანში მომიტინგეები ამჟამად თავს ისე გრძნობენ, თითქოს ქაღალდის ფურცელები იყვნენ სტეპლერში მოქცეული. ისლამური ხელისუფლება მოსახლეობას სისტემატურად ავიწროვებს და თრგუნავს შიგნიდან, მაშინ როცა გარედან ომის საფრთხე სულ უფრო იზრდება.
ათწლეულების განმავლობაში ირანში პოლიტიკური პარტიების დაარსება სისტემური რეპრესიების გამო პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. აქტივისტები დღემდე პატიმრობაში იმყოფებიან. მართალია, დროდადრო ჩნდებიან ცალკეული პირები, ჯგუფები თუ ორგანიზაციები, რომლებიც ისლამური ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან, თუმცა ისინი უმეტესად იზოლირებულად მოქმედებენ. ბოლო რვა წლის განმავლობაში ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ იწყებოდა უფრო მასშტაბური საპროტესტო მოძრაობები, რომლებიც ყოველ ჯერზე უკიდურესი სისასტიკით ჩაახშვეს.
ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი საპროტესტო მოძრაობა იყო „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება!“. მონარქისტულ ჯგუფთა მცდელობები, ეს სლოგანი შეეცვალათ სიტყვებით: „კაცი, პატრიოტიზმი, კეთილდღეობა“, ჯერჯერობით მაინც წარუმატებელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მონარქისტებმა, რომლებიც შაჰის ვაჟს, რეზა ფეჰლევს, ახალ სახელმწიფოს მეთაურად მოიაზრებენ, მნიშვნელოვნად გაიმყარეს გავლენა – განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრებ ირანელ ემიგრანტებს შორის. ისინი, მათ შორის გერმანიაშიც, თავიანთ ოპონენტებს ემუქრებიან, რის გამოც ბევრმა შიშის გამო უარი თქვა საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვაზე.
🔸 თუ სად დგას მონარქისტული მოძრაობა იდეოლოგიურად, ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს. სამი წლის წინ მონარქისტებმა “შავ სასიკვდილო სიაში” სამი ჯგუფი შეიყვანეს. შაჰის ვაჟის მეუღლემ, იასმინ ფეჰლევიმ წარმოადგინა პლაკატი წარწერით: „სიკვდილი სამ გახრწნილ ძალას: მოლებს, მემარცხენეებს, მუჯაჰედინებს“. სავარაუდოა, რომ მონარქისტები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში თავიანთ მოწინააღმდეგეებს რეჟმისგან განსაკუთრებით განსხვავებულად არ მოექცევიან.
მათი პროპაგანდის მიმართ სიფრთხილეა საჭირო: მიმდინარე მოძრაობის დასაწყისში, 2025 წლის 28 დეკემბერს მონარქისტებმა, მაგალითად, ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ლოზუნგები მანიპულაციურად შეცვალეს. დღეს უკვე ძნელია გარჩევა, რეალურად ირანის მოსახლეობისგან მოდის თუ არა შეძახილები „გაუმარჯოს შაჰს!“, თუ ისინი ხელოვნურად არის დადებული საპროტესტო აქციების ვიდეოებზე. (ხალხი მოლების დამხობისთვის იბრძვია, რაც არ ნიშნავს, რომ მათ მონარქიის რესტავრაცია სურთ).
🔸 რეზა ფეჰლევი და მისი მონარქისტული მოძრაობა ისეთ ტრადიციას ეყრდნობა, რომელსაც თავისუფლებასა და დემოკრატიასთან ცოტა რამ აკავშირებს. რეზა შაჰი, ფეჰლევების დინასტიის დამფუძნებელი და უკანასკნელი შაჰის მამა, 1920 წელს დიდი ბრიტანეთის დახმარებით სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი იმავე ძალებმა ხელისუფლებას ჩამოაცილეს და ემიგრაციაში გაგზავნეს, ნაცისტურ რეჟიმთან სიახლოვის გამო. მისი გადაყენების შემდეგ ქვეყნის მმართველი მისი ვაჟი, მოჰამად რეზა შაჰი, გახდა.
მხოლოდ მცირე ხნით, 1950-იანი წლების დასაწყისში, ირანმა მეტი პოლიტიკური თავისუფლება მოიპოვა დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრის, მოჰამად მოსადეღის, ხელმძღვანელობით. მოსადეღს სურდა ირანის ნავთობის ინდუსტრიის ნაციონალიზაცია, რომელიც მანამდე ძირითადად ბრიტანული კომპანიების კონტროლის ქვეშ იყო. საპასუხოდ, 1953 წელს შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა მისი მთავრობა დაამხეს.
მოჰამად რეზა შაჰი, რომელიც მანამდე ქვეყნიდან გაქცეული იყო, დასავლეთის მხარდაჭერით დაბრუნდა და კვლავ დაამყარა ავტორიტარული მმართველობა, მამამისის მსგავსად. მოჰამად რეზა შაჰის მმართველობის დროს მრავალი ინტელექტუალი, ოპოზიციონერი და რეჟიმის კრიტიკოსი დააპატიმრეს, აწამეს ან სიკვდილით დასაჯეს. განსაკუთრებით მკაცრად უსწორდებოდა იგი მემარცხენე და სოციალისტურ ჯგუფებს, რომელთაც საკუთარი ძალაუფლებისთვის ძირითად საფრთხედ მიიჩნევდა.
კულტურულ თავისუფლებაც არ არსებობდა. მსოფლიო ლიტერატურის შედევრები ნაწილობრივ აკრძალული იყო. ვინც მაინც კითხულობდა ცნობილ ავტორთა რომანებს, პატიმრობა ან წამება ემუქრებოდა. აკრძალულ წიგნებს ნეიტრალური, თეთრი ყდებით ყიდდნენ.
🔸 მოჰამად რეზა შაჰის ვაჟი, რეზა ფეჰლევი დღეს თავის მოკავშირეებად დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს მიიჩნევს. იგი საჯაროდ მიესალმება ტრამპის მუქარებს ირანის წინააღმდეგ და მოუწოდებს მას, ირანელებს დაეხმაროს. მაგრამ როგორ უნდა დაეხმაროს? ავღანეთის, ერაყის, სირიისა და სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ აშშ-ის ინტერვენციები ხშირად ომს, არასტაბილურობას და გრძელვადიან პერსპექტივაში ახალ დიქტატურებს იწვევს. ნუთუ მართლაც ასე დავიწყეთ ისტორია, ან განზრახ ვხუჭავთ თვალს იმ გამოცდილებაზე, რომელიც გვაჩვენებს, რომ აშშ ჩვენ ვერ გვშველის?
ნეთანიაჰუს მთავრობა რეზა ფეჰლევის მეორე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდამჭერია. ამიტომ მონარქისტები დემონსტრაციებზე არა მხოლოდ ძველ ირანულ როიალისტურ დროშას – ლომითა და მახვილით – აფრიალებენ, არამედ ისრაელის დროშასაც.
მონარქისტული ხმები უცხოეთში, მათ შორის გერმანიაშიც, არაპროპორციულად დიდ ყურადღებას იმსახურებს. მემარცხენე და ალტერნატიული პოზიციები შედარებით იშვიათად ისმის. ეს კი გერმანულ მედიაში გაშუქების სტანდარტზე სახიფათო გავლენას ახდენს.
🔸 მიუხედავად მკაცრი რეპრესიებისა, თავად ირანში კვლავაც ბევრი უშიშარი ადამიანი ერთვება ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ მოძრაობაში. სწორედ ეს აქტივისტები, რომლებიც დღესაც ციხეში სხედან ან მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად გათავისუფლდნენ, წარმოადგენენ ქვეყანაში რეალური ცვლილების პოტენციალს. მიუხედავად ამისა, მათ იშვიათად აღიარებენ იმ მოძრაობად, საიდანაც შეიძლება წარმმართველი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდეს. მათ აღიარებას არც ხელისუფლება და არც საზღვარგარეთ მცხოვრები ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ესწრაფვის.
იმის გამო, რომ ირანის მოსახლეობის უმრავლესობა უარყოფს როგორც რელიგიურ მმართველობას, ისე მონარქისტთა აბსოლუტურ ძალაუფლებას, მოლათა რეჟიმის დასრულების შემდეგ პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეს გარდამავალი მთავრობა. ირანში საკმარისად ბევრი კომპეტენტური ადამიანია, რომელთაც შეუძლიათ ასეთი დროებითი მმართველობის გაძღოლა იქამდე, სანამ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება.
ირანელებს არ სჭირდებათ უცხოეთიდან „შემოგდებული” მონარქი; მათ სჭირდებათ დემოკრატიული სისტემა მოქმედი სამართლებრივი სახელმწიფოთი, რომელიც ყველასთვის ერთნაირად იარსებებს: რელიგიური უმცირესობებისთვის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ჯგუფებისთვის და ქალებისთვის, რომელთაც თავად სურთ გადაწყვიტონ საკუთარი ბედი.
taz.de

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved