• რეკლამა
  • კონტაქტი
20:50, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩემი ინფორმაციით, კადიროვი რუსეთიდან გაიქცა“ – ვახტანგ მაისაია

ალია ავტორი - ალია
20:13 01-25-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ჩეჩნეთის ყოფილმა ლიდერმა რამზან კადიროვმა რუსეთის ტერიტორია დატოვა, ამჟამად საუდის არაბეთში იმყოფება და უკან დაბრუნებას აღარ აპირებს – ექსპერტი უსაფრთხოების სათხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მან თავისი უკრაინელი მეგობრებისაგან მიიღო.

„კადიროვი გაიქცა სწორედ დუბაიში და ალბათ ცდილობს, რომ აღმოსავლეთის მფარველების მხარდაჭერა მოიპოვოს იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, მას ეშინია, რომ ის შესაძლოა ლიკვიდირებულ იქნას”, – აცხადებს მაისაია „რეზონანსთან” საუბრისას.

მაისაია მიიჩნვს, რომ კადიროვის გაქცევის მთავარი მიზეზი რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ წამოწყებული ცვლილებებია.

„როგორც კი რუსეთის მთავრობა გადადგა, კადიროვმა მაშინვე გააკეთა განცხადება, რომ ჯანმთელობის გაუარესების გამო თავისი პოზიცია ჩენეთის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით მთავრობის მეთაურს გადააბარა.

„გარკვეული ინფორმაციებით ის დუბაიშია და როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ჩამოსვლას არ აპირებს. ეს საეჭვოდ დაემთხვა იმას, რომ მთავრობის გადაყენებისა და მიშუსტინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მეორე დღეს, პუტინმა რუსეთის ფედერაციის ყოფილი გენერალური პროკურორი და კადიროვის პირადი მტერი იური ჩაიკა ჩრდილოეთ კავკასიაში პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.

„დღეს კიდევ არანაკლები ფაქტი მოხდა – კრემლის აპარატის უფროსის მოადგილე ვლადისლავ სურკოვი ასევე გადადგა თანამდებობიდან, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას, დე ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალს კურირებდა.

„პუტინმა თავისი გადაწყვეტილებებით სანკტ პეტერბურგის კლანი, ანუ ლიბერალური დაჯგუფება გააძლიერა, ესაა კუდრინი-ჩუბაისის დაჯგუფება და ამავე დროს, როგორც მე ვატყობ, ძალოვნების დაჯგუფება – დიმიტრი პატრუშევი და ვიქტორ ივანოვი.

„დიმიტრი პატრუშევი სოფლის მეურნეობის მინისტრად დარჩა და რაც ყველზე საინტერესოა, მას ასევე ჩრდილოეთ კავკასიის კურირებაც ევალება. როგორც ჩანს, პუტინმა ძალოვნები ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით პოზიციების გასამყარებლად გადაისროლა.

„კადიროვი, სურკოვი და გენერალი ზოლოტოვი – ესაა ცაკლე მდგომი კლანი, რომელიც რეგიონალურ დაჯუფებას წარმოადგენენ. კადიროვისა და პუტინის დაპირისპირება სერიოზულ ხასიათს ატარებს. მართალია კადიროვი ჩაიკას დანიშვნას ცალყბად მიესალმა, მაგრამ რეალურად ისინი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები იყვნენ”, – განაცხადა მაისაიამ.

მისივე თქმით რუსეთში პოზიციები სამ პოლუსიანია,რომელიც ე.წ. სანკტ პეტერბურგის კლანს, „სილოვეკებსა” და სამხედროებზეა გადანაწილებული.

„რუსეთში პოზიციები გადანაწილებულია: სანკტ პეტერბურგის კლანს ქვეყნის ეკონომიკა და ფინანსური მიმართულება ჩააბარეს, ძალოვნებს – მთლიანად კავკასია, ხოლო სამხედროებს-დანარჩენი მიმრთულება, რომელშიც ლავროივიც შედის.

„როგორც ჩანს, პუტინს კადიროვის ზღვარგადასული ლიდერშიფი მობეზრდა. ფაქტიურად ჩრდილოეთ კავკასიის გუბერნატორის ფუნქციები მიითვისა. ვფიქრობ, რომ ამის გამო კადიროვსა და პუტინს შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა.

„კადიროვი გაიქცა სწორედ დუბაიში, რომელიც ალბათ ცდილობს, რომ აღმოსავლეთის მფარველების მხარდაჭერა მოიპოვოს იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, მას ეშინია, რომ ის შესაძლოა ლიკვიდირებულ იქნას”, – განაცხადა მაისაიამ.

წყარო: რეზონანსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
10 რჩევა – როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ისე, რომ ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს
ახალი ამბები

10 რჩევა – როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ისე, რომ ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს

15:31 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved