• რეკლამა
  • კონტაქტი
11:04, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, სულ ტყუილად ამუნათებთ ბიძინას მომხრეებს მის გარემოცვაზე მითითებით” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:43 01-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,609

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:

,,ბიძინას და მისი ქვეშევრდომების თუ მხარდამჭერების ურთიერთდამოკიდებულება არ განისაზღვრება ისეთი სუბორდინაციით, როგორიცაა, პატრონი და კლიენტი, ბატონი და ყმა, მონა და მონათმფლობელი,. ნაჩალნიკი და დურაკი. თქვენ წარმოიდგინეთ ბიძინა არც ტიპიური ბელადია, რომლის არდათანხმება დანაშაულია.

ბიძინას აღქმა მის მხარდამჭერებში ყველაზე მეტად ჰგავს რელიგიურ რწმენას ყოვლისშემძლე ღმერთის მიმართ. ბიძინა, როგორც ღმერთი არის უცთომელი, ანუ ის არასდროს უშვებს შეცდომას, მაშინაც კი როცა ცდება; ის არასდროს იტყუება, მაშინაც კი, როცა იტყუება; ის არასდროს არღვევს პირობას, მაშინაც კი როცა არღვევს და ა. შ. და ამაში არაფერია არაბუნებრივი, რადგან შეცდომა, ტყუილი, პირის გატეხვა და ყველა მსგავსი კატეგორია არ არსებობს თავისთავად, არამედ მხოლოდ ღვთის ნებით. შესაბამისად რა არის ტყუილი, რა არის შეცდომა, ვინაა მოღალატე, ვინ კეთილი და ვინ ბოროტი, ამას ღმერთი განსაზღვრავს და არა რაიმე სხვა დაწერილი თუ დაუწერელი კანონი.

აქედან გამომდინარე, სიმართლეც არის ის, რასაც ბატონი ბიძინა ამბობს ყოველ მოცემულ მომენტში. როდესაც ბიძინა 2019-ში გახარიაზე ამბობდა, პარლამენტის შტურმი აღკვეთა და გადაარჩინა ქვეყანა უბედურებასო, მაშინ ეს იყო სიმართლე, ხოლო დღეს რახან ამბობს, მოღალატეა და ხალხს თვალები დათხარაო, სიმართლეც ესაა. ორჯერ რომ დანიშნა ღარიბაშვილი პრემიერად, ორჯერვე სწორი იყო, რადგან თვითონ დანიშნა; პირველად რომ მოხსნა. ისიც სწორი იყო, რახან მან მოხსნა და ახლა რომ დაიჭირა, ესეც სწორია, რახან მან დაიჭირა და ა. შ. და ა. შ… რაც არ უნდა თქვას და გააკეთოს ბიძინამ, ის ყოველთვის სწორია, რადგან ის თვითონაა განმსაზღვრელი იმისა, რაა სწორი და რა არა.

აი, ასე მარტივადაა საქმე და ამიტომაც ვერ არყევს ბიძინას მიმართ რწმენას მის მომხრეებში ის. თუ რამდენი პრემიერი. რამდენი უშიშროების ხელძღვანელი და რამდენი თავდაცვის მინისტრი აღმოჩნდება მოღალატე და კორუმპირებული. ხვალ რომ ეს მოღალატედ გამოცხადებული ხალხი გამოიყვანოს ციხეებიდან და ისევ ჩამოურიგოს თანამდებობები, იმაზეც ტაშს დაუკრავენ, რადგან უფლის ნებაში ეჭვის შეტანა არ მოსულა.

ისმის კითხვა: რა შეიძლება ამას ეშველოს? ვფიქრობ, არც არაფერი. ერთადერთი, რამაც შეიძლება შეარყოს ღვთის მიმართ რწმენა, არის ის, რომ ვისიც გწამს, ის აღმოჩნდეს ცრუღმერთი, ამის მტკიცებულება კი შესაძლოა იყოს მხოლოდ მარცხი, ყოვლისშეძლეობის იმიჯის დანგრევა. სანამ ბიძინა იმარჯვებს და თავისი გააქვს, ის უცთომელია, მაგრამ თუკი მარცხდება, თან ისე, რომ ამ მარცხის მიჩქმალვა შეუძლებელია, ამ შემთხვევაში ხდება მისი განკაცება და მისივე მომხრეები უცებვე აღმოუჩენენ უამრავ ნაკლოვანებებს და მანკიერებებს, ისეთებსაც კი, რომლებიც შეიძლება სულაც არ ახასიათებდეს. ღმერთი არ შეიძლება იყოს წაგებული. თუ აგებს, ესე იგი ღმერთიც არ არის.

როგორ უნდა დაამარცხო ასეთი ტიპის პოლიტიკური ლიდერი, ცალკე თემაა და სერიოზულ მსჯელობას მოითხოვს. აქ მხოლოდ იმის თქმით შემოვიფარგლები, რომ სულ ტყუილად ამუნათებთ ბიძინას მომხრეებს მის გარემოცვაზე მითითებით. თუ გგონიათ ისინი აღფრთოვანებულები არიან ბიძინას დღევანდელი ქურუმებით, ძალიან ცდებით, მაგრამ იმავდროულად ყველა ე. წ. ქოცმა იცის, რომ ქურუმობა წარმავალია და დროებითი, წარუვალი კი მხოლოდ ისაა, ვისაც ეს ქურუმები ემსახურებიან.“

თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved