• რეკლამა
  • კონტაქტი
15:47, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შემთხვევებში შეგიძლია სახლში ექთნის გამოძახება?

ალია ავტორი - ალია
16:43 12-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Masked medical nurse holding syringe and doing injection of vaccine to elderly woman at home

Masked medical nurse holding syringe and doing injection of vaccine to elderly woman at home

Facebook-ზე გაზიარება
70

თანამედროვე მედიცინა, გარდა ტექნოლოგიებისა, – მოქნილობაშია, მაგალითად, ის რომ ერთ კლინიკაში შეგიძლია დღეს უკვე გაიკეთო ლამის ყველა ტიპის ანალიზი და კონსულტაცია გაგიწიოს სხვადასხვა პროფილის ექიმმა – კომფორტია. მეტად და მეტად ხდება ადამიანზე მორგებული მედიცინა. სასწრაფო დასხმარების ბრიგადებიც ამისთვის გამოიგონეს თავის დროზე.

მედიცინის და პაციენტის დაახლოება მხოლოდ ტექნოლოგიების ხარჯზე არ ხდება. არსებობს შემთხვევები, როცა არც სასწრაფო დახმარების ბრიგადაა საჭირო, გადაუდებელი დახმარება არ გესაჭიროება და არც კლინიკაში რიგში დგომა. ექთნის ვიზიტი სახლში ბევრ ქვეყანაში უკვე საკმაოდ დამკვიდრებული სერვისია. საქართველოში ეს სერვისი ახლა იკიდებს ფეხს და უმეტესად ის მომვლელში აერევათ ხოლმე. ექთნის, ექიმის რეკომენდაციებით მოვლა ავადმყოფის, სრულიად სხვა სერვისია.

პირველად გასულ წელს გამოვიყენე ეს სერვისი, მას შემდეგ რაც ჩავეწერე კლინიკაში ვიზიტზე და მაინც მალოდინეს, იმიტომ რომ აი, ცოცხალი რიგითაც იღებენ პაციენტებს, მას შემდეგ, რაც არ ჩავეწერე და ცოცხალ რიგში ჩავდექი და მაინც ველოდე, მას შემდეგ, რაც სამჯერ სხვადასხვა ვირუსით დავბრუნდი სახლში ყოველი გარეთ გასვლის შემდეგ, გადავწყვიტე, სახლში ამეღო სისხლის ანალიზი. მოვიდა ექთანი, ამიღო სისხლი, სპეციალურ კონტეინერში ჩადო ნიმუში და წაიღო ლაბორატორიაში.

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კლინკა და საავადმყოფოს გარემო, თეთრი ფერი, სუნიც კი ცუდად ხდით, მათთვის ზედმეტი სტრესია და სტრესი კიდევ არასოდესაა სასარგებლო. სახლში მოსული ექთანთან კი ურთიერთობ ნაცნობ, მყუდრო, კომფორტულ გარემოში.

როგორც ზემოთ ვთქვი უკვე, ცხადია, ტექნოლოგიების, კლინიკების გარეშე სამედიცინო მომსახურების ნაწილს ვერ მიიღებს, მაგრამ არსებობს პროცედურები, რომლებიც შეიძლება სახლში შესრულდეს და ამისთვის მხოლოდ საჭიროა – ექთანი გამოძახებით  შედეგად – შენთვის მყუდრო და ნაცნობ გარემოში იღებ იმ მომსახურებას, რომელიც შეიძლება სახლში ჩატარდეს და რომლისთვისაც, კლინიკაში უნდა წასულიყავი.

რა შემთხვევებში შეიძლება ექთნის სახლში გამოძახების სერვისის გამოყენება?

როდესაც ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, აქვს სიცხე, სისუსტე და თავის ტკივილი, კლინიკაში ვიზიტი შეიძლება დამატებით განსაცდელად იქცეს. ასეთ შემთხვევებში, უფრო ადვილი და უსაფრთხოა სახლში ექთნის გამოძახება და მაგალითად, ანალიზების აღება.

სრული და ბიოქიმიური სისხლის ანალიზები;

ინფექციის ტესტები;

ასევე შესაძლებელია ექიმის გამოძახებაც ერთჯერადად, რომელიც შეამოწმებს ფილტვების მდგომარეობას, ცხადია, ეს ექთანსაც შეუძლია, მაგრამ ეს ნაწილი ექიმის პრეროგატივაა. ექიმის დანიშნული მკურნალობა თუ ნემსებს მოიცავს და არ იცი ნემსის გაკეთება – მაგ დროსაც იდუალურია.

გადასხმები – მაშინაც კი, თუ კუნთში ნემსის გაკეთება იცი, ვენაში ნემსის დაფიქსირება და გადასხმის“დადგმა, კონკრეტულად ექთნის საქმეა და მე ექიმსაც არ ვანდობდი.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი და საჭიროების შემთხვევაში სახვევების შეცვლა – ასევე ექთნის სამუშაოა. სხვათა შორის ჭრილობების, ნაკერების და ნაოპერაციების მოვლა არც ისე ადვილი ამბავია და პროფესიონალს ნამდვილად საჭიროებს, გართულებების თავიდან ასაცილებლად.

ჭრილობის სტერილური მასალით დამუშავება, ანტისეპტიკური საშუალებების სწორად გამოყენება; შეხორცების პროცესის მონიტორინგი – ექთნის გარეშე კლინიკაშიც ვერ ხერხდება. შესაბამისად, ეგაც ექთნის სამუშაოა.

გამომდინარე იქედან, რომ ნებისმიერი დაავდების, ან გართულების დროს, გამოჯანმრთელებისკენ პირველი ნაბიჯი არის სიმშვიდე, დადებითი განწყობა, ნაცნობი ემოციები – სახლში მოვლა აჩქარებს გამოჯანმრთელებას და გართულების რისკსაც ამცირებს, ცხადია, თუ პროფესიონალ ექთანს დაიქირავებ.

ინტრავენური ინექციები და არა მხოლოდ – ყოველდღიურად სამკურნალო ოთახში სიარული ყოველთვის მოსახერხებელი რატომაა, როცა სახლში, ექთანს შეუძლია:

  • ინტრავენური წვეთოვანი ინექციების გაკეთება;
  • კუნთშიდა და კანქვეშა ინექციების გაკეთება;
  • მკურნალობის კურსის გაგრძელება ექიმის რეკომენდაციების მიხედვით.

რაც მთავარია, მსგავსი სერვისი მოსახერხებელი და უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის, იქნება ეს თვეების პატარა, თუ ხანდაზმული ადამიანი.

ხანდაზმული ან შეზღუდული მობილობის მქონე პირებისთვის კლინიკაში რეგულარული ვიზიტები განსაკუთრებით რთულია. ასეთ შემთხვევებში, სახლში ჯანდაცვა აუცილებელიც კია, მათ შორის:

  • არტერიული წნევის და შაქრის გაზომვა;
  • კათეტერებისა და სტომების მოვლა;
  • ჯანმრთელობის მონიტორინგი.

ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, დამატებით ვირუსის, ან ბაქტერია, ან ნებისმიერი სხვა სახის დაავადება, შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ამიტომ მათი სახლში მოვლა, დაავადების გამწვავების პერიოდში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მათთვის ასევე გამორჩეულად საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობის ხშირი მონიტორინგი, პრევენცია.

პოსტოპერაციული პერიოდის, ან ინსულტის, ან მყესის თუ ხერხემლის ოპერაციების შემდგომი რეაბილიტაციისთვის, ექთნის მომსახურება არათუ სასურველი, სავალდებულოა, რადგან ამ შემთხვევებში, სწორი რეაბილიტაცია ოპერაციაზე ნაკლები მნიშვნელობის კი არაა. 

ვაქცინაციისა და პროფილაქტიკური მკურნალობისთვის. გრიპის, პნევმოკოკური ინფექციის; ნებისმიერი ვაქცინა,  მოზრდილებისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური ვაქცინაციის გრაფიკის მიხედვით – სრულიად უსაფრთხო და ასევე მოსახერხებელია მთელი ოჯახისთვის სახლში.

რომ შევაჯამოთ:

ექთნის დაქირავებით და სახლში გამოძახებით:

  • ვზოგავთ დროს.
  • ვზოგავთ ძალისხმევას.
  • იმფექციის რისკი მცირდება და უსაფრთხოების დონე იზრდება.
  • ხარ ნაცნობ გარემოში, მშვიდად და კომფორტულად.
  • იღებ ინდივიდუალურ სერვისს და ყურადღებას.

და თუ მაინც შენ კლინიკებსა და საავადმყოფოებში გინდა და გიყვარს სიარული, მაშინაც კი, როცა ამის აუცილებლობა არაა, დაფიქრდი, აბა, იქნებ, შენ ხარ ის ექთანი, ვისაც დამატებითი სამუშო სჭირდება და ჯერ კიდევ არ იცის, სად უნდა განათავსოს განცხადება?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved