• რეკლამა
  • კონტაქტი
09:57, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

ალია ავტორი - ალია
13:44 01-09-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
225

მანქანის ქირაობა დღევანდელ დღეს ერთი შეხედვით მარტივია – ქუჩაში იმდენი მანქანა დადის, პარკინგებიც სავსეა, შესაძლოა, პოტენციურად მათი 10 პროცენტი მაინც ნაქირავებია, ან ქირავდებოდეს, რატომაც არა? მაგრამ რეალურად, სანდრო გამქირავებლის პოვნა, საკმაოდ რთულია.

მინივენი ის ტრანსპორტია, რომლითაც მთელი ოჯახი ერთად წახვალთ სამოგზაუროდ, არ დაგღლით მგზავრობა, არც ბარგის წაღებაა დარდი და დამატებითი ხარჯი.

ზოგ შემთხვევაში, მინივენებს სამუშაოდაც ქირაობენ, ახლო თუ შორ მანძილზე ხალხის გადასაყვანად.

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ?

დრო

დაჯავშნე მანქანა მინიმუმ რამდენიმ დღით და მაქსიმუმ რამდენიმე კვირით ადრე.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა, განსაკუთრებით ზაფხულის, ან ზამთრის პიკის სეზონზე დაქირავებისას. იმისათვის, რომ თავიდან აიცილო იმედგაცრუება, თუ სასურველი მანქანა ვერ იპოვე, დაჯავშნეთ 1-2 კვირით ადრე. თან, როგორც წესი, ფასშიც მოგებული ხარ, რადგან წინასწარი ჯავშნის შემთხვევაში, უმეტესად რამე აქციას ან ფასდაკლებას შეიძლება ხელი გამოკრა და როცა იმავე დღესვე გინდა მანქანა, რატომ უნდა დგაიკლონ ფასი, ისედაც, ცხადია, უკვე სხვა გამქირავებლის პოვნის შანსი თითქმის აღარ დაგრჩა.

საჭიროებები

რა ტიპის მანქანა უნდა იქირაო, ეს დამოკიდებულია შენს საჭიროებებზე.

ყოველთვის გაითვალისწინე არა მხოლოდ ფასი, არამედ ინტერიერის სივრცე და საბარგულის ზომა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 4-ზე მეტი მგზავრით და დიდი რაოდენობით ბარგით მგზავრობისას. მაგალითად, გინდა 7 ადამიანისთვის მანქანა, გთავაზობენ 7–ადგილიან მინივენს, ოღონდ, ჩემს გარდა, არავინ გეტყვის, რომ თუ ბევრი ბარგი გაქვთ, 7 ადამიანისთვის განკუთვნილი მანქანის დაჯავშნისას, უნდა გაითვალისწინო, რომ, მაგალითად, დასაკეცი სავარძლებიანი მინივენის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ბარგის ადგილს. შესაბამისად, სხვა ტიპის მინივენი უნდა დაიქირაო. სამაგიეროდ, თუ ბარგი არ გაქვს ბევრი, მაშინ, ფასის მიხედვით, ამ მოდელის ქირაობა.

მეტი ინფორმაცია შენზე

ალბათ, გგონია, თანხას იხდი და დასრულდა? ეცადე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია დატოვო დაჯავშნისას, მაგალითად, თუ მოფრინავ, ფრენის ნომერი, დაგვიანების შემთხვევაში, რომ გაუგებრობას არ ჰქონდეს ადგილი. ზუსტი მისამართი და ტელეფონის ნომერი, რომელიც ხელმისაწვდომია. რათა, ნებისმიერი სახის ფორს–მაჟორულ სიტუაციაში მანქანის გარეშე არ დარჩე და მერე სახელდახელოდ არ მოგიწიოს იმ მანქანის ქირაობა, რომელიც არ მოგწონს და იმ ფასად, რომელიც არ გაწყობს.

დეპოზიტი

მანქანის გაქირავებისას სტანდარტული პროცედურაა და სხვადასხვა თანხიდან მერყეობს, თუმცა, არიან გამქირავებლები, რომლებიც არ იყენებენ ამ სისტემას. ამიტომ წინასწარ გაარკვიე ეგ დეტალი აუცილებლად. ისიც გაარკვიე, კლასიკურად, მხოლოდ იბლოკება დეპოზიტის თანხა ბარათზე და მხოლოდ მანქანის დაბრუნებისას იჭრება, თუ პირდაპირ იჭრება ბარათიდან.

ხელშეკრულება

კითხვა დაიწყე ყველაზე წვრილი შრიფტიდან – წაიკითხე ყველაფერი, ჩაიწერე ყველა დეტალი, რომელიც ხელშეკრულებაში არაა მოცემული და სიტყვიერ შეთანხმებაშია.

თუ ქვეყნის გარეთ გეგმავ მოგზაურობას, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი დოკუმენტაციის მომზადება, ამიტომ, ესეც ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე უნდა აცნობო გამქირავებელს.

დაზღვევა

დაზღვევამ მართლა უნდა დაგაზღვიოს, ამიტომ ყველაზე დეტალურად ეგ ნაწილი წაიკითხე, რომელიც დაზღვევას ეხება, რას მოიცავს, რა შემთხვევებში, როგორი პირობებია, რამდენად კარგი პაკეტია დაზღვევის. ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც მანქანის დაზღვევაზე საუბარი არ უყვართ, რადგან თვლიან, რომ მაინც არაფერი მოუვათ – არა, ეგ წინასწარ არავინ იცის, მაგალითად, ზოგი მანქანის სარკე ან ფარი ლამის ერთი მანქანის ფასია და მინდა გითხრა, ყველა სადაზღვევო პაკეტი როდი ანაზღაურებს.

ინციდენტი

ინციდენტი იმას არ მოსდის, ვინც საჭესთან არ ზის, ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაც მოხდეს, მაგალითად, დააპარკინგე და დილით ხედავ რომ მინაა დაზიანებული გარე ზემოქმედებით, ეგაც ინციდენტია. პირველივე რიგში რეკავ საპატრულო პოლიციაში და მყისიერად, ასევე ურეკავ გამქირავებელს. არ დაძრა მანქანა, სანამ დამქირავებელს არ აცნობებ და სანამ საპატრულო პოლიციის ოქმი არ გექნება ხელთ.

მოძრაობის წესები

დაიცავი საქართველოს კანონით დადგენილი მოძრაობის წესები, სიჩქარის ლიმიტი, მაგალითად, არ დაგავიწყდეს უკვე არაერთი გზაა აღჭურვილი სტაციონარული და მობილური სიჩქარის კამერებით. აირჩიე დაცული საპარკინგე ადგილები. არ გააჩერო მანქანა შეზღუდულ ადგილებში, რადგან ის ბუქსირით არ გადაიყვანენ. ეცადე ყოველთვის იყო ინფორმირებული საგზაო მოძრაობის შესახებ – მაგალითად, თუნდაც, საგზაო დეპარტამენტის ცნობით, იცოდე, სად რომელი ადგილია გადაკეტილი და ან მოითხოვს სპეციალურ აღჭურვას.

დაიმახსოვრე – რაც უკეთ მოეპყრობი დაქირავებულ მანქანას, მით უკეთ აიცილებ თავიდან ზედმეტ საზრუნავს.

და ბოლოს, რამდენიმე რჩევა უსაფრთხოებისთვის:

ზოგი სავსე ავზით აქირავებს მანქანას, ზოგი – არა, ამიტომ გადაამოწმე, ჯერ ერთი იმიტომ რომ შემდეგ ასევე უნდა დააბრუნო და მეორეც, უცებ საწვავის გარეშე რომ არ დარჩე გზაშიო.

არ დატოვო მანქანის საბუთები მანქანაში, პირად ნივთებს როგორ მოუარო ჩემი რჩევა არ გჭირდება, მაგრამ ქურდობისგან არასოდეს არავინაა დაზღვეული და სჯობს მანქანის საბუთები მუდან თან გქონდეს.

გამოიყენე შესაძლებლობა იმოგზაურო ერთი მანქანით და ისე, რომ მთელი ოჯახი კომფორტულად ეტეოდეთ, კომფორტი ისაა, რაც მოგზაურობას ასე ალამაზებს, ან გამოიყენე შანსი, თავად დაასაქმო საკუთარი თავი, მით უფრო, როცა ახლა უკვე გაქვს რამდენიმე საბაზისო რჩევა როგორ იქირაო მინივენი და რა გჭირდება ზარი მეგობართან საკითხავად, ან დაგუგვლა – როგორ, სად ქირავდება მინივენი?

(R)

თეგები: მანქანის ქირაობამინივენიმინივენი იაფადმინივენის ქირაობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved