• რეკლამა
  • კონტაქტი
20:36, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

6 ჩვევა, რომელიც ინგლისური ენის სწრაფად სწავლაში გეხმარება

ალია ავტორი - ალია
20:58 12-09-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

ინგლისური მსოფლიოში ყველაზე ხშირად შესწავლილი უცხო ენაა.  საკმაოდ ბევრი ადამიანი კითხულობს, როგორ ისწავლოს სწრაფად და ხარისხიანად? სპეციალისტები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ:

1. დაიწყეთ საუბარი რაც შეიძლება მალე

თუ სერიოზულად ხართ განწყობილი ინგლისურის სწრაფად სასწავლებლად, დაიმახსოვრე: რეგულარული კომუნიკაცია თავისუფლად მოლაპარაკესთან პრაქტიკულად ერთადერთი გზაა. მაშინაც კი, თუ ჯერ მხოლოდ მცირედი ბაზა გაქვთ და სიტყვებს ეძებთ. რაც უფრო მალე გადალახავთ გონებრივ ბარიერს და დაიწყებთ თქვენი ენობრივი უნარების ხმამაღლა შემოწმებას, მით უფრო მალე შეძლებთ თავდაჯერებულად საუბარს.

მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტები, რომლებიც ენას კომუნიკაციის გამოყენებით სწავლობენ, გაცილებით სწრაფად აღწევენ პროგრესს, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ ტრადიციულ მეთოდებს იყენებენ.

მარტივად რომ ვთქვათ, მაშინაც კი, თუ რეგულარულად ასრულებთ ლექსიკურ სავარჯიშოებს, გრამატიკის გაკვეთილებს და თეორიას რამდენიმე კვირის განმავლობაში, თუ ინგლისურს არ სწავლობთ საუბრით, რისკავთ ვერ ისწავლოთ ამ უნარების ინტეგრირება. ეს გავრცელებული შეცდომაა.

საბედნიეროდ, არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი პოვნა ისეთი გამოცდილი ინგლისური ენის რეპეტიტორის, რომელიც მზადაა ამ ენაზე საუბრისთვის. კარგი პროფესიონალი კიდევ მეტ დამატებით სავარჯიშო „ფილტრსაც“ დაამატებს, ოღონდ ეს უკვე ინდივიდუალურად.

ჩვეულებრივი, საათობრივი გაკვეთილების დროს „ამდენი ინგლისური“შეიძლება ინტენსიურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ძალიან სწრაფად დაინახავთ რეალურ პროგრესს.

2. დაიწყეთ კითხვა

არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი ინგლისურენოვანი საკითხავი მასალების პოვნა ან Google Translate-ზე ინფორმაციის სწრაფად პოვნა. თუ ჯერ არ ხართ მზად შექსპირის სრული ნაწარმოებების წასაკითხად, სცადეთ: ცნობილი ადამიანების შესახებ ჭორების წაკითხვა.

ამერიკელი/ბრიტანელი/ავსტრალიელი საზოგადო მოღვაწეების პოსტების კითხვა Twitter-სა და Facebook-ზე.

თუ ხშირად ჩერდებით და თავიდან იწყებთ, სცადეთ ხშირად გამოყენებული სიტყვების ამ სიის შესწავლა. ითვლება, რომ არსებობს ინგლისურ ენაზე კითხვისთვის აუცილებელი პირველი 1000 სიტყვა და ისინი ყველა წერილობითი ტექსტის დაახლოებით 50%-ს შეადგენს.

3. პასუხისმგებლობა და მოტივაცია

თუ გსურთ ინგლისური ენის სწრაფად შესწავლა, რეგულარული პრაქტიკა ჩვევად უნდა იქცეს.

სულ ერთია, რა დროს და ადგილს აირჩევთ, მთავარია იყოს სისტემატიური – ყოველდღე კონკრეტულ დროს, მაგალითად, სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას რამის მოსმენა ან კითხვა.

კვლევამ აჩვენა, რომ თქვენ გაქვთ 65%-იანი შანსი, რომ მიაღწიოთ მიზანს, თუ ვინმეს დაჰპირდებით, რომ ამას გააკეთებთ. და ყურადრება: თუ ამ ადამიანთან კონკრეტულ შეხვედრას დაგეგმავთ თქვენი პროგრესის განსახილველად, თქვენი მიზნის მიღწევის ალბათობა 95%-მდე იზრდება.

კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, ბევრად სწრაფად სწავლობ, თუ მიზანს დაისახავ, მაგალითად, 3 თვის შემდეგ, მინდა ბიზნესპარტნიორს წერილზე ვუპასუხო თანამშრომლის დახმარების გარეშე და მხოლოდ ლექსიკონის დახმარებით, ან მინდა, 12 თვეში, დავწერო ბლოგი ინგლისურ ენაზე კულინარიაზე, უშეცდომოდ, ლექსიკონის გარეშე.

4. ისწავლეთ მთლიანი წინადადებები

აჩვენებს, რომ მთლიანი წინადადებების დამახსოვრება კიდევ უფრო სასარგებლო შეიძლება იყოს. მთლიანი წინადადებების დამახსოვრება დაგეხმარებათ სიტყვების კონტექსტში დამახსოვრებაში და გასწავლით, თუ როგორ იცვლება მათი მნიშვნელობა სხვადასხვა კონტექსტში.

5. იმღერეთ, უყურეთ ფილმებს, სატელევიზიო შოუებს

მუსიკა შესანიშნავი უნივერსალური ენაა! ის ასევე შეიძლება იყოს ძლიერი ინსტრუმენტი მეორე ენის უფრო ბუნებრივი გზის სწავლისთვის. ინგლისური ტექსტით მუსიკის მოსმენა დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ გამოთქმა, ლექსიკა და წინადადების სტრუქტურა ისე, რომ არ იგრძნოთ თავი სტუდენტად. საინტერესო კვლევამ აჩვენა, რომ ახალ ენაზე მუსიკის მოსმენა დაგეხმარებათ გრამატიკის წესების უფრო ადვილად ათვისებაში.

იგივეს გეტყოდით ფილმებზე, ცნობილ სატელევიზიო შოუებზე, მაშინაც კი, თუ ყველა სიტყვის მნიშვნელობას ვერ იგებ, დაიწყე, ჩვევად აქციე და ნახავ რამდენად დაგეხმარება.

აქვე ერთი მარტივი და ქმედითი რჩევა: ყურადღება მიაქციეთ ინგლისურენოვანი ადამიანების მიერ თქვენს მშობლიურ ენაზე დაშვებულ გავრცელებულ შეცდომებს, განსაკუთრებით წინადადებების სტრუქტურასა და გრამატიკაში. ეს, სავარაუდოდ, იმის მინიშნებებია, თუ როგორ განსხვავდება ინგლისური გრამატიკა იმ ენის გრამატიკისგან, რომელიც ყველაზე კარგად იცით და ამის ცოდნა გამოგადგებათ.

6. შეცვალეთ თქვენი ტელეფონისა და სოციალური მედიის პარამეტრები ინგლისურზე

თითქოს მარტივი, უბრალო ამბავი, მაგრამ გეხმარება – ტელეფონის პარამეტრების ინგლისურზე შეცვლა ვიზუალური მეხსიერების გასააქტიურებლად ქმედითი გზაა, მით უფრო, როცა უმეტესობა იმაზე მეტ დროს ატარებს დღეს ტელეფონში, ვიდრე მეგობრებთან პირისპირ.

სხვათა შორის, სწორედ ამიტომაც, დიდი ნაწილის მოთხოვნაა – ინგლისურის მასწავლებელი ონლაინ. 

და ბოლოს, რაც მთავარია – არ გადადო – იცი, რომელი დროა ყველაზე კარგი დრო ინგლისური ენის სწავლისთვის? მთვარის რომელი ფაზა და ვარსკვლავების როგორი განლაგება? – პასუხია – საუკეთესო დრო სწავლის დასაწყენად არის დღეს და არა ხვალ. მხოლოდ დღეს.

და კიდევ ერთი, არ დაგავიწყდეს, მიუხედავად იმისა, რისთვის გინდა სწავლა, როგორ რეპეტიტორს ეძებ, ვინც სპეციალიზირებულია ბიზნეს ინგლისურში, თუ მას, ვინც სრულფასოვნად და ძირეულად მიყვება პროგრამას, ინგლისურის მასწავლებელი უნდა აარჩიოს ერთი მთავარი პრინციპით – მთავარია, მასთან თავს გრძნობდე კომფორტულად, გქონდეს მისი ნდობა – ამის გარეშე, რამდენი წესიც უნდა დაისწავლო, შედეგი ისეთი ვერ იქნება, როგორიც გინდა და გჭირდება, მაშინაც კი, თუ

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved