• რეკლამა
  • კონტაქტი
14:21, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აშშ–ში მადუროს “სეიფი სახლის” ასლი ააშენეს და თვეობით ვარჯიშობდნენ” – როგორ იგეგმებოდა ვენესუელის სპეცოპერაცია

ალია ავტორი - ალია
21:49 01-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,360

Der Spiegel-ისა და The Insider-ის გამომძიებელი ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, ხრისტო გროზევი   „Дождь“–თან საუბრობს აშშ–ის სპეცოპერაციაზე ვენესუელაში და ამბობს:

ეს წარმოუდგენლად წარმატებული ოპერაციაა. თუმცა, აშკარა მიზეზების გამო, ეს მომავალში სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ძალიან აგრესიული ქმედებების განხორციელებას ლეგიტიმაციას მისცემს. კრემლთან დაახლოებული ადამიანების გუნდისგან უკვე მოვისმინე არგუმენტები, რომ „ამერიკას აღარ შეუძლია რუსეთის კრიტიკა იმის გამო, რაც უკრაინაში დაიწყო“.
მეორე მხრივ, არსებობს ნიუანსირებული შედეგები. მაგალითად, მე ველოდები, რომ პუტინის რეიტინგი, თუ ასე შეიძლება ვუწოდოთ, სამხედროებსა და სამხედრო ბლოგერებს შორის კიდევ უფრო შემცირდება. ისინი უკვე ამბობენ: „ასე ტარდება ოპერაციები – როგორც ტრამპმა  კარაკასში, არა ისე, როგორც ჩვენ, უკრაინაში 2022 წელს“. 

როდესაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, სადაზვერვო მონაცემებით, მას ეგონა, რომ ეს მარტივი და სწრაფი იქნებოდა, რომ უკრაინა სერიოზულ წინააღმდეგობას არ გაუწევდა და ადგილობრივი მოსახლეობა მაინც კმაყოფილი იქნებოდა რუსი სამხედროების მოსვლით. ეს აბსოლუტური დეზინფორმაცია აღმოჩნდა.

აშშ–ის ეს ოპერაცია იყო ამერიკულ არმიაზე – Delta Force-ზე, ყველაზე ელიტარულ დანაყოფზე, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს და სხვა სტრუქტურების მონაწილეობით. ისინი არ იყვნენ დამოკიდებული „მწვანე კაცზე“, ბუნტის სიმულაციაზე და ა.შ.

რა თქმა უნდა, ამისთვის მათ სჭირდებოდათ ადამიანი, რომელსაც ვენესუელაში მაინც მოღალატეს უწოდებდნენ – ადამიანი, რომელიც მადუროსთან დაახლოებული იქნებოდა და შეეძლო ინფორმაციის მიწოდება მისი გადაადგილების შესახებ, იმის შესახებ, როგორ გამოიყურება ოთახი, სადაც სძინავს.  ამის ცოდნა მხოლოდ ელექტრონული დაზვერვით შეუძლებელია. ასეთი წყარო არსებობდა. ის აღარ არის კარაკასში. მადუროსთან ერთად, რა თქმა უნდა, ამერიკაში გადაასახლეს. მის გარეშე არ შეიძლება.

მზადება მრავალი თვე გაგრძელდა, წარმატებული ვერსიისთვის, მზადება მოიცავდა მოიცავდა ელექტრონულ დაზვერვასაც. მათ შორის იყო არა მხოლოდ NSA,  არამედ შეერთებული შტატების კოსმოსური დაზვერვაც.
შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, ამერიკაში გაკეთდა მადუროს სახლის მაღალკვალიფიციური ასლი, ისინი ამ ასლში სახლში მრავალი თვის განმავლობაში ვარჯიშობდნენ. ყველაზე რთული იყო შეღწევა ოთახში, რომელიც ერთგვარი სეიფია, სადაც კარი ავტომატურად იხურება შესვლისთანავე. სცადეს სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის ცეცხლიც. საბოლოოდ, როგორც მე ვიცი, 4–5 წინასწარი დაზვერვა ჩატარდა, ყველა მათგანი წარმატებული, სწორედ ამ სახლის ასლზე. 

ამიტომ ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბუნკერშიც კი რომ შეაღწიონ, არაფერი ეშველათ. მაგრამ ამ სიტუაციაში მათ იქამდე მისვლა ნამდვილად ვერც კი მოახერხეს.

სამხედრო თვალსაზრისით, პირველი დონე არის დრონი, რომელიც ძალიან მაღალ სიმაღლეზე დაფრინავს, საჰაერო თავდაცვისთვის მიუწვდომელი და ძნელად შესამჩნევიც კი. ის არ გამოიყენებოდა საჰაერო თავდაცვის გასანეიტრალებლად, არამედ დაზვერვისთვის. შემდეგ F-25 გამანადგურებელ-ბომბდამშენებმა გაანეიტრალეს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან ცუდად იყო მომზადებული, ნაწილი, როგორც ჩანს არ ფუნქციონირებდა, ნაწილი – ცუდად, ხოლო S-400 სისტემები, რომლებსაც შესაძლოა ოპერაციაში ხელი შეეშალა, საერთოდ არ განლაგდნენ, რადგან ვენესუელა გეგმავდა მათ განლაგებას სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემთხვევაში.

ასე რომ, ყველაფერი ძალიან კარგად იყო მომზადებული, ძალიან პროფესიონალურად. და რაც მთავარია, გარდაუვლად არსებობს პარალელები იმასთან, თუ რამდენად ცუდად იყო მომზადებული რუსული შეჭრა უკრაინაში 2022 წელს.

კიდევ ერთ გამოცემასთან, ხრისტო გროზევი ამბობს, რომ 2 მილიარდი ღირებულების თავდაცვის სისტემა, რომელიც ვენესუელას რუსეთისგან ჰქონდა შეძენილი, პრაქტიკულად 15 წუთში გაანადგურა ამერიკამ, დაბრკოლების გარეშე და ასეთ კრახს, ათწლეულებიც ვერ გადაფარავს რუსეთი. ასევე ის ამბობს, რომ იმ ქვეყნებმაც, ვისაც რუსული ზეძალის და მათი თავდაცვის სისტემების სჯეროდა, 2026 წლის დასაწყისშივე დაინახეს რას წარმოადგენს და რა ფასი აქვს მას რეალურად. იგი ამბობს, რომ ზეტექნოლოგიური ამერიკული იარაღების პირისპირ რუსული თავდაცვის სისტემები უბრალოდ გაშეშდნენ. იგი ამბობს იმასაც, რომ რუსეთისთვის ვენესუელა იყო ის საშუალება, რომლითაც ამერიკის საზღვართან დესტაბილიზაციის შანსი რჩებოდა – ახლა კი მას ეს წაერთვა. გამოჩნდა, რომ რუსული თავდაცვა, ასეთ მნიშვნელოვან ობიექტებზეც კი, ვერ უმკლავდება თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს, ეს კი არა მხოლოდ სამხედრო, პიარული კატასტროფაცაა კრემლისთვის. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა

14:00 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა

13:23 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved