• რეკლამა
  • კონტაქტი
12:12, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მგონი, მაგარ მითებში ვართ” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:26 01-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,732

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

,,ცოტა გაოცებული ვკითხულობ პოსტებს, საიდანაც ვიგებ, რომ ვენესუელაში ამერიკელების ოპერაციამ რაღაც არსებული, კარგი საერთაშორისო თამაშისი წესები შეცვალა. მგონი, მაგარ მითებში ვართ.

დღეს არსებული საერთაშორისო ურთიერთობის სისტემა ჯერ კიდევ ეფუძნება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული 4 სახელმწიფოს ე.წ. „იალტა პოტსდამის“ შეთანხმებას. შეუძლებელი იყო დასავლური დემოკრატიები და კომუნისტური რეჟიმი, რომლებსაც საბაზისო ღირებულებებში, კაცობრიობის განვითარების ხედვებსა და ამოცანებში ჰქონდათ ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები, რაიმე უნივერსალურ საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებზე შეთანხმებულიყვნენ. მათი მთავარი ამოცანა ისეთი საერთაშორისო მექანიზმების შექმნა იყო, (გაერო; უსაფრთხოების საბჭო, დიდი სახელმწიფოების ვეტოს უფლებით) რომლებიც დიდ სახელმწიფოებს საშუალებას მისცემდა, ემსჯელად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში წარმოქმნილ პრობლემებზე, კრიზისების წარმოშობისას კი თავიდან აეცილებინათ მაქსიმალური ესკალაცია და კიდევ ერთი მსოფლიო ომის დაწყება. ავად თუ კარგად ამ სისტემამ თავის მიზანს მიაღწია.

ეს სისტემა ეფუძნებოდა არა სამართლიანობის, არამედ აშშ-ს და სსრკ-ს და მათ გარშემო თავმოყრილი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების ძალთა ბალანსის პრინციპს, გავლენის ზონებს. რომელ სამართლიანობაზე და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უზენაესობაზე საუბარი, გაიხსენეთ უნგრეთი 1956, ჩეხეთი 1968, აქ წერენ 1954 წელს გვატემალის თუ კოსტა რიკის საქმეებში აშშ-ს ჩარევაზე და იქ ხელისუფლების შეცვლაზე. არ ვიცი ეგ ისტორია, მაგრამ თუნდაც მასე იყოს, ეს მხოლოდ ადასტურებს იმას რასაც ვწერ.

ახლა ჩვენ ვცხოვრობთ ამ იალტა პოტსდამის სიტემის ნანგრევებში, ნანგრევებში იმიტომ, რომ სისტემა ფორმალურად იგივე დარჩა, (გაერო, უსაფრთხოების საბჭო, ვეტოს უფლება) ოღონდ რაზეც იდგა ეს სისტემა, ძალთა ბალანსზე, ის აღარ არსებობს, იმიტომ რომ სსრკ და საბჭოთა ბლოკი დაიშალა. ვისაც მიგაჩნიათ, რომ ამით სამყარო უარესი გახდა, ნუ რა გითხრათ, მაშინ გჯერათ რომ სსრკ-ს დაშლა მეოცე საუკუნის უზარმაზარი გეოპოლიტიკური კატასტროფაა. ჩემთვის კი ბოროტების იმპერიის დასასრულია.

საერთაშორისო ნორმები, საერთაშორისო სამართლის პრინციპები შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანები დაეცვა ომებისგან, მასობრივი მკველობისგან, მათი უფლებების შელახვისგან. ჩემი აზრით, დღეს საერთაშორისო სამართლის არსებულ მექნიზმებს ანადგურებს არა ამერიკელების მიერ მადუროს დაკავება, არამედ ანადგურებენ ის სახელმწიფოები, რომლებმაც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქციეს მადუროსნაირი რეჟიმების, ხომეინის, კიმის და დიქტატურების დაცვის და მათვის მოსახლეობის დატერორების უფლების გაგრძელების მექანიზმად. თუ სამართალი აღარ იძლევა საშუალებას მოიშოროს და დასაჯოს სისხლიანი დიქტატორი, მაშინ ასეთი სამართალი უკვე აღარ არსებობს და ის აღსრულებადი აღარ არის. ამიტომ ვთვლი ნიანგის ცრემლების ღვრად იმაზე ლაპარაკს, თითქოს რაიმე კარგი სისტემა იყო და ახლა აშშ-მ ვენესუელაში შეჭრით ის მოშალა.

დღეს რაც ხდება, როცა მსოფლიოს არ აქვს მექანიზმები მადუროსნაირ დიქტატორებს ისე მოუაროს, რომ აშშ-ს სპეცოპერაცია არ დაჭირდეს, იმის შედეგია, რომ საბჭოთა ბლოკის დაშლის შემდეგ ვერ მოხერდა კოლექტიური უსაფრთხოების ახალი წესების და მექანიზმების შემუშავება, რომ დიქტატორებს დარჩათ სამართლებრივი მექანიზმები უშიშროების საბჭოს დონეზე დაიცვან თავიანთი “კოლეგები”. გაერო ვერ ახერხებს მსოფლიოში არსებულ უამრავ გამოწვევაზე ოპერატიულად და სწორად რეაგირებას. ვენესულის ისტორიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „იალტა პოტსდამის“ სისტემამ დიდი ხანია ჭირი მოგჭამა, ახლის შექმნა კი სამწუხაროდ ისევ შეუძლებელია, რადგანაც იგივე პრობლემა დგას. შეუძლებელი დემოკრატებმა მოილაპარაკონ დიქტატურებთან საერთაშორისო ურთიერთობების სამართლიან ნორმებზე, თუნდაც იმიტომ რომ ამ უკანასკნელებს სურთ სუვერენიტეტის პრინციპს ამოფარებული დაუსჯელად ატერორონ საკუთარი მოსახლეობა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ახალ საერთაშორისო სისტემის და წესების შემუშავებამდე დემოკრატიულმა სამყარომ”მადუროობაზე” ინდულიგენცია უნდა გამოაცხადოს, ჩემი აზრით მაგრად ცდება.“

თეგები: ირაკლი მელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved