• რეკლამა
  • კონტაქტი
09:51, ხუთშაბათი, 14 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი წელი საკანში ნომერი 38 – რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
20:55 01-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
773

სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე:

ახალი წელი 2026
ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თავი საახალწლოდაც სახლში გვეგრძნო და არა ციხეში.
წარმოიდგენთ, რომ ხელნაკეთი ნაძვისხეც კი გვქონდა. ჩვენი ცხრამეტტომიანი საქმის მასალების ფურცლები ავიღეთ, დავჭერით, დავამრგვალეთ, კბილის პასტით დავაწებეთ, ერთმანეთზე გადავაბით და გავაკეთეთ უამრავი რგოლი, რომლებიც მთელ საკანს წრეზე შემოვავლეთ. მოვრთეთ გისოსები, კარადები. ნაძვისხეც ფურცლებით ავაწყვეთ, არცთუ ისე პატარა, სამკუთხედის ფორმის. თავიდან „ხეოფსის პირამიდააო“ ვხუმრობდით, მაგრამ როცა გავალამაზეთ, ნაძვისხესაც დაემსგავსა. ზედ შოკოლადის და კამფეტის პარკები მივაკარით, წვერზე ლამაზი ბანტიც გავუკეთეთ და მსოფლიოში საუკეთესო ნაძვისხე გახდა.
საწოლის თავზე ჩამოვკიდეთ საახალწლო წინდები. რაც შეეხება სუფრას, როგორც იტყვიან, ჩიტის რძე არ აკლდა. საცივით დაწყებული, კრემიანი ნამცხვრებით დამთავრებული, ყველაფერი იყო. ბოლომდე რომ სახლში გვეგრძნო თავი, სამი თავი ხახვიც კი „ვისესხეთ“ მეზობელი საკნისგან.
31-ის დილა დაიწყო იმით, რომ ადვოკატმა მოგვაკითხა მე და ჯავახას და მოგვილოცა. არა, ვიტყუები — ჩემი დილა ლეიკერსის-დეტროიდთან წაგებით დაიწყო და ცოტა ნერვები მომეშალა, მაგრამ გუჯას ნახვის შემდეგ ლეიკერსი აღარც მახსოვდა. მერე ფოსტამ უამრავი წერილი მოგვიტანა ყველას. ძალიან გაგვიხარდა, ერთმანეთს ვუკითხავდით, გული სითბოთი აგვევსო. მოგვაკითხეს დედებმაც. უამრავი ნაცრისფერი მტრედი მოფრინდა ჩვენს ფანჯარასთან, ტევა აღარ იყო. ჩვენ პურის ნამცეცებს ვუყრიდით, მათ ღუღუნს ვუსმენდით და გისოსებიდან ხელებს ვუქნევდით ღიმილიანი სახეებით. მხატვარი რომ ვიყო, დავხატავდი, ალბათ, ამ სცენას.
ვნახეთ ნანუკას საოცარი სიუჟეტი სინდისის პატიმრებზე. ძალიან მოგვეწონა. აქციის ყველა შეძახილის შეყვირების წუთეულიც გვქონდა. ლექსების კითხვის საღამოც მოვაწყვეთ. ჩვენი ლექსების. საახალწლო ლექსიც დავწერე, რომელშიც სევდაა — ის სევდა, რაც გარეგნულად არც ერთს გვეტყობა აქ, მაგრამ ლექსს სევდა სძენს ფასს.
ასე მხიარულად ჩაიარა ჩვენმა წინა საახალწლო სამზადისმა და ახალწელსაც იგივენაირად გაგრძელდა. 12 საათზე გარეთ სანთლებით ხელში მდგომიარე ჩვენიანები დავინახეთ, გაგვიხარდა და აქედანაც ვცდილობდით ხმა მიგვეწვდინა. მერე განსხვავებულები ვთქვით საქართველოს ვთქვით — საქართველოს მთლიანობის სადღეგრძელო. ზოგმა ჩაიდანში ჩამოვისხით ფანტა თუ კოკა-კოლა, ზოგმა კალმის ბუდეში, ნათურაში, ვედროში, წამლის ყუთში და ასე ვუჭახუნებდით ერთმანეთს, სიცილით. დალევის შემდეგ დემონსტრაციულად დავიჭყანეთ ტკბილეულის მიწოდებით და „ჩააყოლე, ჩააყოლეს“ ძახილით, თან წარმოვიდგენდით კამერებში როგორ გაიფიქრებდნენ: ესენი ალკოჰოლს ხომ არ სვამენ? — და გვეცინებოდა.
აქ ვცდილობთ ყველაფრით თავი გავირთოთ, რაზეც ხელი მიგვიწვდება. შუაღამეს ჩვენს არხებზე კონცერტები დაიწყო, თან ვუსმენდით, თან ვმღეროდით. ბოლოს ჩაგვეძინა. ახლა ამას რომ ვწერ, ჩვენი ნაძვისხე წინ მიდგას მაგიდაზე და ყოველი შეხედვისას მეცინება. დილას პირველი ბებოს მივულოცე, ტრადიციულად. მოკლედ, გილოცავთ ყველას — არასოდეს არ გაჩერდეთ.
ბრძოლა ბოლომდე.
02.01.2026
საკანი 38

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება

18:37 05-13-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

18:02 05-13-2026
“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?
ახალი ამბები

“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?

15:44 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved