• რეკლამა
  • კონტაქტი
07:08, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აშშ-ის წონა 2025 წელს ისე დაეცა, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში ანალოგის მოძიება გაჭირდება”– გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
21:02 01-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,812
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
დიპლომატიურ ენაზე, როდესაც საჯაროდ ამბობენ, რომ “მოლაპარაკებები გაგრძელდება”, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება ფუნდამენტურ საკითხებზე ვერ იქნა მიღწეული. მოლაპარაკებები დაფუძნებულია კომპრომისზე. რა მოლაპარაკებები უნდა შედგეს, როდესაც მთავარი აგრესორი მხარე კომპრომისს კი არა, კაპიტულაციას ითხოვს?!
როდესაც ერთი მხარის გეგმა მეორე მხარისათვის მიუღებელია და პირიქით – იქ მოლაპარაკებები არ შედგება.
ამასთან, აშშ-ის შუამავლის როლში ხილვა უკვე ღიმილიმომგვრელია, რადგან თავად ეს შუამავალი რუსეთს მტრად ჰყავს გამოცხადებული, ყველაფერს იზამს მის დასასუსტებლად და რეპუტაციული თვალსაზრისით კიდეც აკეთებს ამას. აშშ-ის წონა 2025 წელს ისე დაეცა, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში ანალოგის მოძიება გაჭირდება. აშშ-ს პრეზიდენტი რომ იმას იტყვის რუსეთს უკრაინისათვის კარგი უნდაო, იქ სერიოზულად ვეღარ იქნება აღქმული პოლიტიკური ლიდერი. საბედნიეროდ, ევროპაში, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში იცვლება მიდგომები და ეს დამაიმედებელია.
ახლა მოსკოვის მცდელობა მხოლოდ იმაზე იქნება მიმართული, რომ როგორმე კიევს შეაწმინდოს ხელი – ისინი დააყენებენ მაქსიმალურ, კაპიტულანტურ მოთხოვნებს ტერიტორიების შესახებ და სანაცვლოდ გასცემენ მინიმალურ გარანტიებს ნატოს გარეშე, რასაც უკრაინა არ და ვერ დასთანხმდება. სულ რომ პუტინი ჩაერთოს მოლაპარაკებებში, ეს მხოლოდ იმისათვის იქნება, რომ ირიბად აშშ-სთან ერთად ზელენსკიზე ზეწოლა გაიზარდოს და თამასა აიწიოს.
უკრაინა კი პირიქით შეეცდება აირიდოს რუსული მახე თავიდან. ამისათვის ევროპელებსაც იყენებს, ტრამპის კარზე დიპლომატიურ თამაშებსაც მიმართავს და მედია კამპანიასაც აწარმოებს.
ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ან ერთი მხარე არ დასუსტდება სამხედრო-ეკონომიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ისე, რომ ომის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ ექნება, ან ორივე მხარე გამოიფიტება და რეალურ მოლაპარაკებებს დაუწყებენ ძიებას.
ამ ეტაპზე ეს რეალობა არ დგას.შესაბამისად, ომი გრძელდება. სიტუაცია სწრაფად იცვლება და შეიძლება მოკლე ვადაში სხვა რეალობა მივიღოთ, მაგრამ ახლა ჯერჯერობით ასე არ არის.
და არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენთვის ომის რუსეთის პირობებით დასრულება საქართველოს ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved