• რეკლამა
  • კონტაქტი
00:33, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა გვარამიას წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
17:57 12-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
641
კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია. ციხიდან წერილს ავრცელებს და წერს:
მინდა ყველას მივულოცო ახალი წელი!
პოლიტპატიმრებს, ვინც არ დათმო სამშობლოს ინტერესი და საკუთარი სიმართლე!;
რუსთაველის ბრწყინვალე საზოგადოებას, ვინც შეინარჩუნა და წამით არ ჩააქრო სამშობლოსთვის ბრძოლის რუსთაველზე დანთებული პატრიოტული ცეცხლი;
კრიტიკულ ტელევიზიებს, უდიდესი თანადგომით და სიყვარულით, ვინც წამით არ შეწყვიტა სიმართლის მსახურება და ჩვენი გამხნევება, მათ შორის, ჩემს მთავარ არხელებს, ვინც დახურული არხის პირობებშიც კი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედიად ინარჩუნებს მთავარის სახელით მოქმედ ფბ პეიჯს. მინდა მათაც და საზოგადოებასაც დავპირდე, რომ 2026 წელი სხვა გამარჯვებებთან ერთად, მთავარის აღდგენის მომტანიც იქნება;
ჩემს კოალიციას „ცვლილებებისთვის“, ვინც უმძიმესი წელი გადაიტანა და, მიუხედავად ამისა, გაძლო და გაძლიერებული გამოვიდა ამ გამოწვევებიდან, რაც თითოეული წევრის უმძიმეს პრობლემებთან პირადად გამკლავებისა და ყველას ერთად გუნდური თამაშის დამსახურებაა;
სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ფორმალურად გააუქმეს, მაგრამ მაინც ვერაფერი დააკლეს და კვლავ ქვეყნის სადარაჯოზე და თითოეული მოქალაქის მთავარ შემწედ და მეოხად რჩება კვლავ;
ჩვენს საქართეველოს, ჩვენს საუკეთესო და განუმეორებელ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის წევრობას იმსახურებს და მიიღებს კიდეც, რაც არ უნდა ეცადოს მავანი და წინ აღუდგეს ჩვენი ისტორიული ამოცანის შესრულებას;
ჩვენს შესანიშნავ, ნიჭიერ და კეთილ ხალხს, რომელიც იბრძვის ბედნიერებისთვის და ნათელი მომავლისთვის და მოიპოვებს კიდეც;
ვულოცავ ყველას, განურჩევლად პარტიულობისა, არც ერთ დედას და მამას არ ვუსურვებ შვილებს ციხეში, არც ერთ მეუღლეს თავისი მეორე ნახევარს ციხეში, არც ერთ ბავშვს, თავის დედ-მამას ციხეში. არც ერთს და არც არავის, ქოცების ჩათვლით, რა თქმა უნდა. ყველას ვულოცავ და ვუსურვებ ბედნიერებას და ჯანმრთელობას;
ვულოცავ დიდებულ ქართველ ქალებს, ჩემ საყვარელ ელენეს (ლაკას), უბრწინვალეს მზიას, რეჟიმის ტყვე ქალებს – ევა შაშიაშვილს და თამარ მეარაყიშვილს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე თავისუფლებას;
ვულოცავ ჩემს შვილებს გიკოს, სანდროს და ქექეს, ვინც არანორმალურად მენეტრება და ვისზეც ყველაზე მეტად ვღელავ. განსაკუთრებით სანდროს, რომელიც წელს აბარებს და ყველაზე მეტად ახლა ჭირდება ჩემი გვედში დგომა. მამიკო, ბოდიშს გიხდი საჯაროდ, იმისთვის, რომ რისთვისაც წლები ერთად ვემზადებოდით, ისე გამოვიდა, რომ მარტო გიწევს ყველა სიძნელის დაძლევა. ვიცი გამოგივა! და ამ ახალ წელს მხოლოდ ცოტა გამართლებას გისურვებ, რაც ყველა აბიტურიენტს სჭირდება, დანარჩენს თავად შეძლებ. ვულოცავ ჩემს სოფოს – ჩემს მთავარ სიყვარულს, ჩემს მთავარ მეგობარს, ჩემს მთავარ გულშემატკივარს და ჩემს მთავარ იმედს! დუდი, მიყვარხარ ძალიან და აბა შენ იცი – წარმატებები წელს და ყველა სურვილის ასრულება;
ვულოცავ ჩემს უახლოეს ადამიანებს, ჩემს ძმებს, დებს, ნათესავებს, მეზობლებს და მეგობრებს – იმათ, ვინც ჩემს პატარა საქართველოს შეადგენს და ვინც არის ჩემთვის სამშობლო – არა გეოგრაფია, არამედ ნავთსაყუდელი და სიმშვიდის და ბედნიერების ერთადერთი ადგილი სამყაროში;
ვულოცავ საკუთარ თავსაც, რომ ასეთი შესანიშნავი ადამიანების გარემოცვაში, ასეთ შესანიშნავ ქვეყანაში მომიწია ცხოვრება.
განსაკუთრებით ვულოცავ საკუთარ თავს იმას, რომ მაქვს პატივი და ფუფუნება, ვიბრძოლო სამშობლოსთვის, თან ასეთ ბრწყინვალე თანამებრძოლებთან და თანამოაზრეებთან ერთად!
სიმშვიდეს ვუსურვებ ჩვენს თავს და სამართლიანობას – „ არ იქნება სიმშვიდე, არ იქნება სამართლიანობა“! მისურვებია ყველასთვის, რომ არასდროს არ შეგვეწყვიტოს ბედნიერებისკენ სწრაფვა, რამეთუ ეს არის მთავარი, რაც ღმერთმა გვარგუნა და რაც გვევალება, როგორც ადამიანებს, ღმერთის სახედ და ხატად შექმნილებს!
მიყვარხართ, მეამაყებით და მეიმედებით!
წარმატებები, ჯანმრთელობა, სიყვარული და გამარჯვება!
ნიკა #212
2025 წლის 31 დეკემბერი
რუსთავი, საქართველო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved