• რეკლამა
  • კონტაქტი
15:43, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილის კომპანიამ 17 მილიონის კიტრი და პომიდორი გაყიდა

ალია ავტორი - ალია
20:13 12-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
267
ივანიშვილის ცოლის სათბურის კორპორაციამ 17.4 მილიონი ლარის კიტრი და პომიდორი გაყიდა | ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ სს “საქართველოს სათბურის კორპორაციამ” (პლანტამ) 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. გამოცემა წერს, რომ დოკუმენტის თანახმად, კომპანიის შემოსავალი პროდუქციის რეალიზაციიდან 17.4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 3.2 მილიონი ლარით მეტია. რამაც კომპანიის წმინდა მოგება გააორმაგა და 2.1 მილიონი ლარი შეადგინა. ანგარიშებიდან ირკვევა, რომ კომპანიამ 2023 წელს 7.6 მილიონი ლარის ღირებულების კიტრი და 9.6 მილიონი ლარის ღირებულების პომიდორი გაყიდა.
💬 “კომპანია ფლობს 12-ჰექტარიან თანამედროვე სათბურის ობიექტს, რომელიც აღჭურვილია მცენარეთა ზრდის ხელოვნური განათებით. კომპანიის წლიური წარმოების მოცულობა 7,100 ტონას აჭარბებს. კომპანიის მთავარი მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე უზრუნველყოს მაღალი ხარისხის პრემიუმ კლასის პროდუქცია, შეამციროს იმპორტდამოკიდებულება და შეავსოს ბოსტნეულის ადგილობრივი წარმოების დეფიციტი” – ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.
ფინანსურ ანგარიშიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტი ხარჯი კომპანიას კომუნალურებში აქვს გადახდილი, რაც 5.7 მილიონი ლარს შეადგენს, თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება 5.3 მილიონი ლარი დაუჯდა, ხოლო თესლისა და სხვა ხარჯებში კომპანიამ 2.6 მილიონი ლარი დახარჯა.
კომპანიის საერთო აქტივები 2024 წლის ბოლოსთვის 29.4 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო ვალდებულებები – 6.6 მილიონ ლარს. ამასთან, კომპანიას გააჩნია წლების განმავლობაში დაგროვილი ზარალი, რომელიც 50 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრება.
 “2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 98.67% ეკუთვნის შპს “გრინჰაუზ ჰოლდინგს” რომლის მშობელი კომპანია GCF LP კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული და მას ფიზიკური პირი ეკატერინე ხვედელიძე აკონტროლებს” – აღნიშნულია ფინანსურ ანგარიშში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved