• რეკლამა
  • კონტაქტი
08:32, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

ალია ავტორი - ალია
15:10 12-24-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
199

ბიზნესის მართვა უამრავი პატარ-პატარა ნიუანსის გათვალისწინებას მოითხოვს. ერთდროულად ბევრ სხვადასხვა დეტალზე გიწევს ფიქრი და სულ ყურადღებით უნდა იყო, რომ რაიმე არ გამოგრჩეს. საბედნიეროდ, თანამედროვე სამყაროში ამ პროცესის გასამარტივებლად არსებობს ინოვაციური ტექნოლოგიები. მათი გამოყენებით შესაძლებელი ხდება ბიზნესის ავტომატიზაცია. ამ მიზნით შეიქმნა სავაჭრო პროგრამა – iCash.

iCash არის Cloud-ზე დაფუძნებული POS პროგრამული უზრუნველყოფა. პროგრამა გაყიდვებისა და მარაგების მართვის საშუალებას იძლევა. მისი დახმარებით, შეგიძლია, ბიზნესი ონლაინ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან აკონტროლო. iCash-ის სერვისები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებზეა მორგებული. ეს არის იდეალური შესაძლებლობა როგორც განვითარებადი, პატარა სტარტაპებისთვის, ასევე დიდი ბიზნესებისთვის.

კაფე-რესტორნების პროგრამა ბიზნესისთვის

iCash-ის პროგრამა, რომელიც სპეციალურად კაფე-რესტორნებისთვისა და სწრაფი კვების ობიექტებისთვის არის შექმნილი, პერსონალს საშუალებას აძლევს, დატვირთულ დღეებშიც კი სწრაფად და ეფექტურად მოემსახურონ მოხმარებლებს. სისტემა პლანშეტებსა და ტელეფონებზეა ჩატვირთული და მიმტანებს შეკვეთების მიღებასა და დახურვას უმარტივებს. პროგრამა ინტეგრირებულია გადახდის ნაწილშიც და გადახდის სასურველ მეთოდსა და ანგარიშების სწრაფად და მარტივად შედგენას უზრუნველყოფს. მისი გამოყენებით ხდება მაგიდების მართვა. ელექტრონული ტექნიკა შესაძლებელს ხდის:

  • სივრცეებს შორის (დარბაზი, ბარი, სამზარეულო) შეკვეთები სინქრონიზებული იყოს და აკონტროლო თითოეული შეკვეთის ნომერი და სტატუსი.
  • აკონტროლო შეკვეთა მიღებულია, თუ მზადების პროცესშია და დასრულების შემდეგ მიიღო ელექტრონული შეტყობინება.

ავტომატიზირებული სისტემა მინიმუმამდე ამცირებს შეკვეთების შეცდომებს და აჩქარებს მომსახურების პროცესს. iCash-ის მარაგების მენეჯმენტის ფუნქციის დახმარებით, შეგიძლია ობიექტზე პროდუქტების მარაგი აკონტროლო. პროგრამა ასევე გთავაზობს გაყიდვების მენეჯმენტისთვის საჭირო ფუნქციებს. ბრუნვა, შემოსავლები, ხარჯები შეგიძლია ამოწმო მიმტანების, თარიღის, სივრცისა და მრავალი სხვა ფილტრის მიხედვით. iCash-ის საშუალებით, წვდომა გაქვს ყველა სახის სტატისტიკაზე, ანგარიშებსა და  მონაცემებზე.

მაღაზიის პროგრამული უზრუნველყოფა

iCash-ის პროგრამა თავსებადია სხვადასხვა მოწყობილობებთან, როგორიცაა ფისკალური მოწყობილობები, სკანერები, სასწორები, POS ტერმინალები. სავაჭრო პროგრამა მაღაზიებს გაყიდვების პროცესის აჩქარებისა და მომსახურების გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს.

iCash-ის მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, მაღაზიებს შეუძლიათ;

  • სისტემაში პროდუქტების დამატება
  • მოლარის მარტივი ინტერფეისის შექმნა
  • ფასებისა და ფასდაკლებების მართვა
  • მარაგების მართვა
  • ნებისმიერი სახის ანგარიშსწორება
  • მიღება/დაბრუნება RS.GE-დან
  • გამარტივებული გზით პროდუქციის მიღება
  • პროდუქციის სიის, მიღებების, აღწერების, მომწოდებლებისა და სხვა მონაცემების იმპორტი სხვა პროგრამული უზრუნველყოფიდან

კომპანია gsn-ის გავლით, iCash-ი კომპანიებს გაყიდვების პროგრამის უზრუნველსაყოფად სრულ აღჭურვილობას სთავაზობს:

  • სალარო აპარატი
  • POS სისტემა
  • პლანშეტი
  • ელექტრონული სასწორი
  • ფულის უჯრა
  • პრინტერი
  • შტრიხკოდ სკანერი
  • ფულის სათვლელი მანქანა
  • ფულის დეტექტორი
  • სეიფები

ავტომატიზირებული სისტემა eCommerce-ისთვის

iCash-ის სავაჭრო პროგრამა განსაკუთრებით გამოსადეგია ონლაინ მაღაზიებისთვის. პროგრამის პანელიდან მარტივად შეგიძლია მართო შეკვეთები და გაყიდვები. ინფორმაცია ინვენტარის შესახებ დაკავშირებულია ონლაინ მაღაზიასთან, რომელიც ავტომატურად მართავს და აკონტროლებს ნაშთებს. ავტომატიზირებული სისტემის დახმარებით, მომხმარებელს მარტივად გაუგზავნი შენაძენის ინვოისს ელ.ფოსტაზე. ონლაინ პლატფორმა შეკვეთების მისაწოდებლადაც შეგიძლია გამოიყენო.

აიქეშის პროგრამა სამედიცინო და ესთეტიკური კლინიკებისთვის

iCash-ის სერვისები ხელსაყრელია სამედიცინო და ესთეტიკური კლინიკებისთვისაც. პროგრამა გთავაზობს ონლაინ პლატფორმას სხვადასხვა ტიპის მომსახურების სამართავად. შეგიძლია, შექმნა ინდივიდუალური გვერდი თითოეული მომხმარებლისთვის და მათთვის გაწერილი მომსახურება და გადახდების ისტორია მართო. ეს დაგეხმარება, მარტივად აწარმოო თითოეულ კოსმეტიკურ პროცედურაზე გამოყენებული და გახარჯული მასალების ბიუჯეტირება. ამ დაწესებულებებისთვის მომსახურების ოპტიმიზაციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. iCash-ის ლოიალობის პროგრამა დაგეხმარება, რომ თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად მასზე მორგებული აქციები და ფასდაკლებები შესთავაზო. სისტემის საშუალებით ხდება ინვოისების ავტომატური გაცემა და ქვითრების გაგზავნა ელ.ფოსტაზე.

შეჯამება

iCash-ი ერთგვარი ავტოპილოტის როლს ასრულებს კომპანიის მართვაში. სავაჭრო პროგრამა ბიზნესის მართვისა და მარაგების კონტროლის გამარტივებულ მოდელს გთავაზობს. iCash-ით შეგიძლია მუშაობა განაგრძო მაშინაც, როცა ინტერნეტთან წვდომა არ გაქვს. კავშირის აღდგენის შემდეგ ყველა მონაცემი ავტომატურად სინქრონიზდება. დაცული სერვერი უსაფრთხო და კომფორტულ პროგრამას უზრუნველყოფს შენი ბიზნესისთვის.

(R)

თეგები: სავაჭრო პროგრამა - iCash.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved