სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების საქმეებზე ბრალდებული, გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს. ამის შესახებ ცნობილი სასამართლო პროცესზე გახდა.
ბიჭიკო პაიკიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.
პროკურატურამ მას და კიდევ 5 პირს ბრალი 25 სექტემბერს წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით B. P. Trans-ის 100%-იანი წილის მფლობელი, დანარჩენი დაკავებულების დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტირის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს.
ბიჭიკო პაიკიძეს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, კომპანიის დირექტორსა და 4 თანამშრომელს – 6-დან 9-წლამდე.














კომენტარები