• რეკლამა
  • კონტაქტი
12:43, ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

ალია ავტორი - ალია
20:43 12-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,420

სახალხო დამცველი აქციების შემზღუდველ კანონს აკრიტიკებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

  • ომბუდსმენი “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ ცვლილებებს ეხმიანება.

სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი არამკაფიო საკანონმდებლო დათქმების პირობებში ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეკრების უფლებაში ჩარევისას უნდა იხელმძღვანელოს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი მოთხოვნებით. მნიშვნელოვანია, სამინისტრომ არ შეზღუდოს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებები.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი 2025 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტთან შეკრებილ პირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აცნობა, (https://tinyurl.com/2jvsxvyn) რომ იმ შემთხვევაში, როდესაც შეკრება, მათ შორის, ხალხის სავალ ადგილას იმართება და მათ მოძრაობას აფერხებს, საჭიროა სამინისტროს სათანადო წესით, 5 დღით ადრე გაფრთხილება. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მსგავსი გაფრთხილების წარდგენის შემდეგ, შეკრების მსურველები უნდა დაელოდონ სამინისტროს პასუხს და შესაბამის მითითებებს, აღნიშნული პროცედურის დაუცველობის შემთხვევაში კი, შეკრება ჩაითვლება კანონდარღვევად და მისი მონაწილეების მიმართ გატარებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. 

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 10 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების (https://tinyurl.com/5ywy2jmt) შედეგად, შეკრების ჩატარების შესახებ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება გავრცელდა იმ შემთხვევებზეც, როდესაც შეკრება იმართება „ხალხის სავალ ადგილას“ ან „ხალხის მოძრაობას აფერხებს“. საყურადღებოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება, გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს შეკრების ჩატარების ადგილის ან/და დროის, სვლაგეზის მიზანშეწონილობის საკითხი და გასცეს სავალდებულო მითითება, თუ ეს შეკრება, მათ შორის, საფრთხეს უქმნის ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას. 

გაფრთხილების ზემოხსენებული პროცედურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული მითითებების დაუცველობისთვის, აგრეთვე ხალხის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (https://tinyurl.com/mr2jn63k) გათვალისწინებული იქნა მკაცრი სანქციები, რაც, კანონით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, შეკრების მონაწილეების და ორგანიზატორების ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებას გულისხმობს. ამავე დროს მითითებების მიცემის და უფლებაში ჩარევის საფუძვლები საკმაოდ ფართო განმარტებების შესაძლებლობას იძლევა. 

მსგავსი არამკაფიო საკანონმდებლო დათქმების პირობებში საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეკრების უფლებაში ჩარევისას უნდა იხელმძღვანელოს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი მოთხოვნებით. მნიშვნელოვანია, სამინისტრომ არ შეზღუდოს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებები მაშინ, როდესაც ქვეითთათვის შექმნილი დისკომფორტი, გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტების, შეკრების მონაწილეთა რაოდენობის და შეკრების ფორმის გათვალისწინებით, არ აღწევს სერიოზულობის საკმარისად ხარისხს. მსგავსი უფლებრივი სტანდარტის მხედველობაში მიღებით, სახალხო დამცველისთვის არ არის მკაფიოდ განჭვრეტადი რა შემთხვევაში შეიძლება ტროტუარზე პროტესტის გამოხატვამ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი შექმნას, მით უფრო, როდესაც უფლებით სარგებლობა, როგორც წესი, ამ ფორმით დროის მცირე მონაკვეთში ხორციელდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფართოდ ფორმულირებული საკანონმდებლო დანაწესების აღსრულება არ უნდა მოხდეს იმგვარად, რომ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებამ პრაქტიკაში შეკრების გამართვის შესაძლებლობა ნებართვის მიღებას დაუქვემდებაროს, რაც პირდაპირაა აკრძალული საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. 

ამ თვალსაზრისით, სახალხო დამცველი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომაზე, რომლის თანახმად, არ შეიძლება, წინასწარი გაფრთხილების ვალდებულების დამდგენი რეგულაციები იქცეს ფარულ წინაღობად შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპებში აღნიშნულია, რომ ასეთი ნორმის აღსრულება არ უნდა წარმოადგენდეს თვითმიზანს. სხვაგვარად, შეტყობინების განუხორციელებლობა იმთავითვე არ უნდა იწვევდეს შეკრების უკანონოდ მიჩნევას, მისი მონაწილეების უფლებაში ჩარევას ან მის დაშლას.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ შეკრება, მისი ძირითადი ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, იწვევდეს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ შეფერხებას, თუმცა მსგავსი შეფერხება ხელისუფლებამ უნდა დაუშვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამით მომეტებულად ზიანდება შემხვედრი ინტერესი,” – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!

12:19 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved