78 მომხრე, 1-ის წინააღმდეგი – პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ “საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტს გაუქმდება, ხოლო მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.
ანტიკორუფციული ბიუროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმების შესახებ ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 17 ნოემბერს გააჟღერა.
ცნობილისთვის, აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შერწყმით ₾40.7 მილიონამდე იზრდება













კომენტარები