• რეკლამა
  • კონტაქტი
20:06, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!

ალია ავტორი - ალია
17:02 12-17-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, დაწესდება თუ არა მეორად საბურავებზე დამატებითი სამართლებრივი შეზღუდვები, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თუმცა, ფაქტია, რომ საქართველოში ნელ-ნელა ყალიბდება გარემო, სადაც ექსპერტთა გაფრთხილებები, საგზაო უსაფრთხოების წესები და საზოგადოებრივი ინტერესები თანდათან ზრდის ზეწოლას, რომელიც ხშირად რეგულაციად გარდაიქმნება.

საზოგადოების ნაწილში დღემდე გავრცელებულია აზრი, რომ მეორადი საბურავები ხელმისაწვდომი და უსაფრთხო არჩევანია. ეკონომიკური შეზღუდვების პირობებში, ეს ერთი შეხედვით პრაქტიკული გადაწყვეტაა, რადგან მეორადი ზამთრის საბურავები უფრო იაფია, ვიდრე ახალი, თუმცა, რეალობაა ისიც, რომ გამოყენებული საბურავით მოძრაობა მნიშვნელოვნად ზრდის საგზაო შემთხვევების რისკს.

ბოლო წლებში საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტები, თუ სხვა მომიჯნავე სფეროების ექსპერტები, სულ უფრო აქტიურად უსვამენ ხაზს მეორეული საბურავების ფარულ რისკებს, რომლებიც განსაკუთრებით მწვავედ ზამთრის პირობებში იჩენს თავს.

„ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ ახალი და მეორადი საბურავები ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებენ, თუმცა, უსაფრთხოდ მგზავრობისთვის, მათ შორის განსხვავება მეტად დიდია. მეორადი საბურავების ისტორია უცნობია, ამიტომ მათი რეალური მდგომარეობის შეფასება რთულია. ხშირად ისინი გარეგნულად კარგად გამოიყურება, თუმცა, შესაძლოა, ვიზუალურად შეუმჩნეველი შიდა დაზიანებები ჰქონდეს, რომლებიც გამოყენებისას გაბზარვით ან გასკდომით ავლენს თავს/ პროტექტორის სიღრმე მეორად საბურავებში ხშირად მინიმალურ ზღვარს – 1.6 მმ-ს უახლოვდება, მაშინ როცა უსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია 3–4 მმ. მცირე სიღრმე ამცირებს გზასთან მოჭიდებას და განსაკუთრებით სახიფათოა თოვლსა და ყინულზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მეორადი საბურავის გამოყენება მძღოლს მნიშვნელოვნად უფრო მაღალი რისკის წინაშე აყენებს განსაკუთრებით ნალექიანი ამინდის პირობებში. ახალი, სეზონისთვის შესაბამისი საბურავი კი, ბევრად საიმედო და უსაფრთხო არჩევანია“, – განმარტავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი, შალვა ოგბაიძე.

სპეციალისტების რჩევების გათვალისწინებით, პირველი და უმთავრესი პრობლემა საბურავის უცნობი ექსპლუატაციის ისტორიაა. გამოყენებული საბურავის შესახებ არ ვიცით როგორ პირობებში ინახებოდა, ჰქონდა თუ არა გადატვირთვის შემთხვევები ან მიიღო თუ არა მიკროდაზიანებები დარტყმის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პროტექტორის სიღრმე შეესაბამებოდეს დასაშვებ დონეს, საბურავის შიდა სტრუქტურა შესაძლოა უკვე დაზიანებული იყოს. ზამთარში, როდესაც რეზინის ელასტიკურობასა და გზასთან შეჭიდებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ასეთი ფარული სისუსტეები განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის.

ამასთანავე, ვიზუალურად „თითქმის ახალმა“ საბურავმაც კი შეიძლება დაკარგოს ელასტიკურობის მნიშვნელოვანი ნაწილი. დაბალ ტემპერატურებზე ეს პირდაპირ აისახება დამუხრუჭების მანძილზე, მოყინულ ზედაპირზე მოჭიდებასა და მართვის სიზუსტეზე. სპეციალისტების შეფასებით, ძველი ზამთრის საბურავი ზოგ შემთხვევაში ყინვაში პრაქტიკულად ზაფხულის საბურავის მსგავსად ფუნქციონირებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არათანაბარი ცვეთაა, რაც მეორადი საბურავების შემთხვევაში ხშირია. პროტექტორის სიღრმის მცირე სხვაობებიც კი ამცირებს გზასთან კონტაქტის ხარისხს, განსაკუთრებით თოვლისა და სველი საფარის პირობებში. შედეგად, იზრდება მოცურების, აკვაპლანირების და ავარიული მანევრის დროს კონტროლის დაკარგვის რისკი. რეგულაციებზე გადაწყვეტილებების მიმღებთათვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან იგი პირდაპირ გარდაიქმნება საგზაო შემთხვევებად და გადაუდებელი რეაგირების სისტემაზე დატვირთვად.

საგზაო უსაფრთხოების უწყებები სულ უფრო მეტად განიხილავენ საბურავების ხარისხს, როგორც სისტემური უსაფრთხოების ფაქტორს და არა ინდივიდუალური არჩევანის საკითხს. იცვლება რისკების შეფასების მოდელები, ტექნიკური ინსპექტირებისას კი საბურავები მოქმედი სტანდარტების მიხედვით, უფრო მკაცრად მოწმდება.

„გასაგებია, რომ ბევრისთვის ახალი საბურავის შეძენა ფინანსურად მარტივი არაა, თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: ფასის მეორე მხარეს ყოველთვის ჩვენი და სხვისი უსაფრთხოება დგას. გარდა ამისა, თუ მძღოლი სეზონურ საბურავებს შეიძენს და მათ სწორად შეინახავს, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსურადაც გამართლებულია“, – აღნიშნავს ეკა ლალიაშვილი.

ევროპული სტანდარტები მკაცრად ზღუდავს მეორადი საბურავების გამოყენებას. ჩვენს ქვეყანაშიც რეგულაციები ნელ-ნელა იმ მიმართულებით ვითარდება, რომ დაინერგოს უფრო მაღალი უსაფრთხოების სტანდარტები. გამორიცხული არ არის, რეგულაციები მეორადი საბურავებთან დაკავშირებით კიდევ უფრო გამკაცრდეს.

„რეგულაციების გამკაცრებას ყოველთვის არ აქვს დადებითი ეფექტი. მთავარია ადამიანების ქცევის შეცვლა. თუ აქამდე პოპულარიზაციას ვუწევდით ღვედის გაკეთებას ან ტექდათვალიერების აუცილებლობას, დროა, ახლა დიდი ყურადღება დავუთმოთ უსაფრთხოების ისეთ ელემენტს, როგორიც ზამთრის საბურავია. ადამიანებმა თავად უნდა გამოიჩინონ სიმკაცრე საკუთარი თავის მიმართ და აღჭურვონ ავტომობილები ზამთრის საბურავებით, რომ მათი არქონის გამო მომხრადი შემთხვევების სტატისტური მონაცემები კიდევ უფრო არ გაზარდონ. თანამოქალაქეებისთვის ჩემი უპირველესი რჩევაა, აუცილებლად ისარგებლონ ზამთრის საბურავებით. რეგულაციის შედეგი იყო ის, რომ ზამთრის საბურავების შეძენა ხდება უფრო და უფრო პოპულარული, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ზამთრის კურორტებში მოგზაურობს. რაც შეეხება აღსრულებას, საპატრულო პოლიციის მიერ გამოჩენილი სიმკაცრე არ არის უბრალოდ რეგულაციის დაცვა, არამედ ეს სიმკაცრე მიემართება ჩვენი, ჩვენი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და სხვა მგზავრების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფისკენ“, – აღნიშნავს შალვა ოგბაიძე.

საბოლოო ჯამში, მეორადი საბურავების საკითხი აღარ არის მხოლოდ პირადი გადაწყვეტილების ან ფინანსური შესაძლებლობის თემა:  იგი სულ უფრო მეტად გარდაიქმნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების პრობლემად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე დამატებითი სამართლებრივი შეზღუდვები არ მოქმედებს, ექსპერტული შეფასებები, საგზაო უსაფრთხოების პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება ნათლად მიუთითებს იმ მიმართულებაზე, რომლისკენაც დისკუსია ვითარდება. ასეთ პირობებში პასუხისმგებლობა ნაწილობრივ გადადის თავად მომხმარებელზეც: გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ეკონომიურად გამოიყურება, ხვალ შესაძლოა მაღალი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სახით, მაღალ ფასად დაგვიჯდეს. სწორედ ამიტომ, სანამ რეგულაციები ოფიციალურ ფორმას მიიღებს, უსაფრთხოების კულტურის გაძლიერება და ინფორმირებული არჩევანი ყველაზე ეფექტიან პრევენციულ მექანიზმად რჩება.

(R)

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

აიხდინე საახალწლო სურვილები, მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში!
ახალი ამბები

აიხდინე საახალწლო სურვილები, მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში!

19:26 12-17-2025
გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!
ახალი ამბები

გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!

17:02 12-17-2025
თიბისი 33 წლისაა – თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია
ახალი ამბები

თიბისი 33 წლისაა – თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია

15:39 12-17-2025
“არ მოგერიდოს, იკითხე“-  დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა
ახალი ამბები

“არ მოგერიდოს, იკითხე“- დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა

15:03 12-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved