• რეკლამა
  • კონტაქტი
06:04, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” 20 000–მდე პირს უბრუნებს ჩამორთმეულ მართვის მოწმობას

ალია ავტორი - ალია
14:19 12-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
822

ბიძინა ივანიშვილის პარლამენტარი არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა აღუდგება იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ასეთი 20 000–მდე ადამიანია.

რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარებას – პირს მართვის მოწმობის უფლება იმ მომენტიდან აღუდგება, როცა წარადგენს დასკვნას, რომ აღარ არის ნარკოტიკების მომხმარებელი.

მართვის მოწმობა არ აღუდგება იმ პირებს, ვისაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული აქვს იმის გამო, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადამიანი დაშავდა, ან გარდაცვალების ფაქტი დადგა.

“პირებს, რომლებსაც ამ მომენტისთვის აქვთ მართვის მოწმობები შეჩერებული (და რამდენიმე ათეული ათასია ამ პირთა რაოდენობა) 1-ლი იანვრიდან და 1-ლი თებერვლიდან, გარკვეული დარღვევების შემთხვევაში ეტაპობრივად აღუდგებათ მართვის მოწმობები და მათ შეეძლებათ, რომ თავიანთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დასხდნენ, მაგრამ ეს იქნება გამაფრთხილებელი ნაწილი. თუ ისინი კვალავ ჩაიდენენ იგივე დარღვევას, მათთვის კანონი იქნება მკაცრად განსაზღვრული. ამავდროულად, საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, აღარ იქნება შესაძლებლობა, რომ თუ პირს ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა ალკოჰოლური სიმთვრალის გამო და გავა ჩამორთმევის ვადის ნახევარი, მიმართოს საპატრულო პოლიციის სამსახურს და გადაიხადოს კონკრეტულო თანხა, ან მაგალითად, ჩააბაროს მართვის მოწმობის გამოცდები და აიღოს მართვის მოწმობა. ეს ჩანაწერები უქმდება. შესაბამისად, 2 ნაწილად შეიძლება დავყოთ წარმოდგენილი ინიციატივები. ერთი მხრივ, თუ პირს ალკოჰოლური სიმთვრალის გამო, შემთხვევის ადგილის მიტოვების გამო, ასევე, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენისთვის, ან მოხმარებისთვის ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა, ასევე თუ ქულები გაუნულდათ, მათ 1-ელი იანვრიდან, აღუდგებათ მართვის მოწმობები, ალკოჰოლურის შემთხვევაში, 1-ელი თებერვლიდან. ხოლო სხვა პირებს, მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში თუ ისინი დინამიურ დასკვნას წარადგენენ და დადასტურდება, რომ ისინი აღარ არიან მომხმარებლები იმ მომენტიდან აღუდგებათ მართვის მოწმობა და შეეძლებათ, თავიანთი სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა.

რაც შეეხება ვის არ შეეხება – არ შეეხება იმ პირებს, ვისაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული აქვს მაგალითად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, თუ პირი დაშავდება, ან გარდაცვალების ფაქტი დადგა და ამის გამო აქვს მას მართვის მოწმობა ჩამორთმეული. მას არ აღუდგება მართვის მოწმობა. ინიციატივის მიზანია, ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, აიღონ მართვის მოწმობები, ამავდროულად დაფიქრდნენ, რომ სხვა მსგავსი შემთხვევის შემთხვევაში, მათ მიმართ იმოქმედებს მკაცრი სანქცია. ალკოჰოლური სიმთვრალის შემთხვევაში მათ აღარ ექნებათ მართვის მოწმობის მიღების საშუალება და საპატრულოს ხელმძღვანელს აღარ ექნება უფლება, რომ მიმართვის შედეგად, შესაბამისი შეზღუდვა მოხსნას და მართვის მოწმობა დაუბრუნოს,” – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved