• რეკლამა
  • კონტაქტი
22:41, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელი ორი პარტიის ლიდერებს შორის გაიმართა ხელჩართული ჩხუბი? – მალე გამოჩნდება, ვის მეტი ძალა აქვს მკლავში

ალია ავტორი - ალია
01:55 06-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29


არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ნათლად გამოჩნდა, რომ ოპოზიციაში ზუსტად ისეთი მდგომარეობაა, როგორზეც ჩვენ ვწერდით და არ გვეთანხმებოდნენ ოპოზიციის ლიდერები, რას ამბობთ, შეხმატკბილებულები ვართო. ერთი შეხედვით, შეთანხმების მიუხედავად, ჯერაც არ არის გადაწყვეტილი, როგორ გადანაწილდება ოლქები დედაქალაქში, ხოლო რეგიონებში ყველა პარტია თავისკენ რომ გაიწევს, უკვე ცნობილია და არც არავინ დაობს. საინტერესო იყო მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც, საერთო სია შეადგინეთ და ისე შეუტიეთ ივანიშვილსო, თუმცა თავად მიშამაც კარგად იცის, რომ საერთო სიაზე საუბარიც არ არის, მაგრამ თავს იზღვევს – არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ის იტყვის, რომ საერთო სია აუცილებელი იყო და სწორედ ამ მიზეზით წააგო ოპოზიციამ. ის, რომ რეგიონებში ყველა თავისთვის იქნება და საერთო სიაზე შეთანხმება გამორიცხულია, გამოჩნდა ნატო ჩხეიძის ქმედებაშიც, მან გამზადებული პარტია ჩაიბარა, ნიკა მაჭუტაძე მეორე პლანზე გადაწია (მეორე ნომრადაც საპარლამენტო სიაში) და ახლა „სახელმწიფო ხალხისთვის“ სავალდებულო ერთპროცენტიანი ბარიერის გადალახვას სწორედ ქალბატონი ნატოს ფინანსებით შეეცდება, რაც ძალიან, ძალიან რთული იქნება.

გადაჭრით შეგვიძლია იმის თქმაც, რომ „ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება. ეს იმიტომ კი არა, რომ მასს უზარმაზარი ავტორიტეტი აქვს და ლოკომოტივად მისი დაყენება პარტიას წაადგება. უბრალოდ, რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, ბაქრაძე პარტიის ლიდერთა შორის, ამომრჩევლებში ყველაზე ნაკლებ გაღიზიანებას იწვევს და მთავარი ფაქტორიც ესაა. სიის პირველი ნომრობა ბაქრაძეს ხელს არ შეუშლის, მაჟორიტარად იყაროს კენჭი, ზუსტად ისე, როგორც პარტიის სხვა ლიდერებს. ისინი ხმების მაქსიმალურ მობილიზებას შეეცდებიან და იმედი აქვთ, რომ ეს ხმები მეორე ადგილზე გასასვლელად საკმარისი იქნება (ოპოზიციაში რეალურად პირველ ადგილზე არც არავინ საუბრობს).


პარალელურად, აქტიურად მიდის განხილვა კოალიციური მთავრობის შესაძლო ჩამოყალიბებაზე. ანუ, თუ „ოცნება“ ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მოაგროვებს, კოალიციური მთავრობის ფორმირება იქნება საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ მინისტრთა კაბინეტის ორი პორტფელი ოპოზიციას ერგება. სასაცილოა, თუმცა ფაქტია, რომ ამ პორტფელების გადანაწილებაზე ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შორის ლამის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. „წითელ კუთხეში“ ნაციონალების ინტერესებს ნიკა მელია იცავდა და არა გვგონია, თავად ბატონმა ნიკამ ეს ფაქტი დამალოს ან უარყოს.

სავარაუდოდ, სწორედ ამ ორი პარტიის ლიდერთა გარჩევები მობეზრდა დანარჩენ ოპოზიციას და ამიტომაც, შეფარვით დაიწყეს მათი კრიტიკა. ჯერჯერობით გაერთიანებული ოპოზიცია ოფიციალურად არ დაშლილა და თავს იკავებენ, თორემ დაშლის შემდეგ, აუცილებლად გავიგებთ შეურაცხმყოფელ ფრაზებს და ერთმანეთის მიმართ გაკეთებულ არც თუ სასიამოვნო განცხადებებს. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ რეგიონალური ოფისების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა მათ ღიად დაავალეს, რომ ადგილებზე არ დაინდონ არავინ, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია და დამოუკიდებელი თამაში აწარმოონ ყველა მიმართულებით. ანუ, ოპოზიციის გაერთიანება და ლამაზი სიტყვები მხოლოდ ფურცელზეა, ხოლო საქმე საქმეზე რომ მიდგა, საბანი ყველამ თავისკენ გაქაჩა და ახლა გამოჩნდება, ვის უფრო მეტი ძალა აქვს მკლავში.

ანი დვალიშვილი, ალია №20

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის
ახალი ამბები

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის

18:24 06-01-2026
​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად
ახალი ამბები

​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად

16:35 06-01-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას

14:34 06-01-2026
„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო

13:56 06-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved