• რეკლამა
  • კონტაქტი
16:38, პარასკევი, 15 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა” – რა არის კობახიძის რეალური მიზეზი? – “გამჭვირვალობის” კვლევა

ალია ავტორი - ალია
19:00 12-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,670

„მოჩვენებითი ბრძოლა კორუფციასთან – საგამოძიებო უწყებები „ქართული ოცნების“ შიდა-პარტიული გარჩევების სამსახურში“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს კვლევას, რომელიც ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებს ეხება.

TI-მ შეისწავლა და გამოარკვია, რომ ამჟამად, გამოძიების ქვეშ მყოფი პირები ძირითადად სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრები არიან.

„2025 წლის ივნისის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ დაიწყო 6 გამოძიება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული პირები ფიგურირებენ.

მათი უმეტესობა თანამდებობებს 2019-2025 წლებში იკავებდნენ ერთსა და იმავე სამინისტროებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში, ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში,“ – ვკითხულობთ გამჭვირვალობის კვლევაში.

ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ წარმოებულია გამოძიებები შემდეგ საქმეებზე:

  • სამხედრო ჰოსპიტალისთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვის საქმე, რამაც სახელმწიფო 1 333 728 ლარით აზარალა;
  • უაქციზო სიგარეტის უკანონო წარმოების საქმე;
  • ირაკლი ღარიბაშვილისა და რომეო მიქაუტაძის დაუსაბუთებელი შემოსავლის საქმეები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში ვკითხულობთ:

„ბოლო წლებში მრავალი სხვა მაღალჩინოსნის მიმართაც იყო დაგროვილი კორუფციული ბრალდებები, თუმცა გამოძიება ამ შემთხვევებს არ შეხებია. ფაქტია, რომ გამოძიება შერჩევითად დაინტერესდა „ქართული ოცნების“ კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსნებით.

აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას, და რომ საგამოძიებო ორგანოები ამ მიზნით გამოიყენება.

უცნობია, კონკრეტულად რა მიზეზით გაუბრაზდა ბიძინა ივანიშვილი მის ყოფილ ქვეშევრდომებს.

ბოლო თვეებში, ამ პროცესის ასახსნელად მრავალი ვერსია გაჟღერდა, იქნებოდა ეს:

  • ივანიშვილის ეჭვიანობა, თითქოს ლილუაშვილ/ღარიბაშვილმა შეძლეს დასავლეთის წარმომადგენლებთან შეთანხმების მიღწევა და საკუთარი თავებისთვის გარანტიების გამოვაჭრება;
  • მათი ჩართულობა თაღლითურ ქოლცენტრებში, ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემებში, თუ სხვა ტიპის ორგანიზებულ დანაშაულში;
  • თუ ივანიშვილის მცდელობა, მის მიერ წლების განმავლობაში ნებადართული კორუფციით გამდიდრებული პირებისგან შეივსოს დასავლური სანქციებით მიღებული ფინანსური ზარალი.

ზუსტი მიზეზის დასადგენად საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ერთი რამ ნათელია – ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა“.

ვრცლად „გამჭვირვალობის“ კვლევის შესახებ, შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

“2025 წლის ივნისის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ დაიწყო 8 გამოძიება, სადაც გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირები ფიგურირებენ. მათი უმეტესობა თანამდებობებს 2019-2025 წლებში იკავებდნენ ერთსა და იმავე სამინისტროებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში, ლილუაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

გამოძიებები ეხება გრიგოლეთის გზაზე ჩატეხილ ხიდს, რომლის ზარალი აღემატება 16 მილიონ ლარს, „ლაგი კაპიტალის“ საქმეს – 11 მილიონი ზარალით, და ალკოჰოლის უკანონო წარმოებას. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დაახლოებით 1,4 მილიონი აშშ დოლარი ბრალდებულთა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან; ასევე გამოძიების პროცესშია 4 მილიონზე მეტი ლარის უკანონო დაუფლების საქმეც. ჯამში, ზარალი 32 მილიონ ლარს აჭარბებს,” – ვკითხულობთ გამჭვირვალობის კვლევაში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved